santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
ფიგაროს ქორწინება
ავტორი: ბომარშე მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი  
8.4
ფიზიკა 10 კლასი მოსწავლის წიგნი
ქ.ტატიშვილი გამომცმელობა დიოგენე
15
ფიზიკა 10კლასი რვეული
გ.გედენიძე, ე.ლაზარაშვილი გამომცემლობა ინტელექტი  
2.6
ფიზიკა 7 კლასი მოსწავლის წიგნი
რ. ქანთარია, ლ. ჩიჩუა გამომცემლობა კლიო
18
ფიზიკა 7 კლასი მოსწავლის წიგნი
მ.ტუღუში. თ.შენგელია. გ ლომიძე გამომცემლობა საქართველოს მაცნე
14
ფიზიკა 7კლასი
გ.გედენიძე, ე.ლაზარაშვილი გამომცმელობა ინტელექტი 2019 წლის გამოცემა
8
ფიზიკა 8 კლასი მოსწავლის წიგნი
მ. ტუღუში, თ. შენგელია, გ.ლომიძე, ნ. სხვანიძე საქართველოს მაცნეს გამომცმელობა
14
ფილოსოფია
ავტორი: ედუარდ კრეიგი მთარგმნელი: ანინა ტეფნაძე სერია: ძალიან მოკლე შესავალი „ეს საინტერესო შესავალი თითოეულ ჩვენგანში არსებულ ფილოსოფოსს ეხმიანება. კრეიგი მრავლისმომცველი, თუმცა არადამრიგებლური ტონით ესაუბრება მკითხველს და საგულდაგულოდ შერჩეული ნაშრომების დახმარებით უჩვენებს, რომ ფილოსოფია მხოლოდ აკადემიური სავარჯიშო კი არა, ყველასთვის მნიშვნელოვანი საგანია“. ჯონ კოტინგჰემი, რიდინგის უნივერსიტეტი როგორ უნდა ვიცხოვროთ? რა არსებობს? როგორ შეგვიძლია, რამე ვიცოდეთ? ეს ცოცხალი და საინტერესო წიგნი იდეალური გზამკვლევია ყველასთვის, ვინც ერთხელ მაინც დაფიქრებულა, რას ემსახურება ფილოსოფია. ედვარდ კრეიგი ამტკიცებს, რომ ფილოსოფია უცხო პლანეტიდან არ მოსულა: მისი სწავლა მხოლოდ იმის განმტკიცებასა და გაღრმავებას ემსახურება, რაც ისედაც ვიცით. იგი გვიჩვენებს, რომ ფილოსოფია მხოლოდ ინტელექტუალების გასართობი როდია: პლატონის, ბუდისტი მწერლების, დეკარტის, ჰობსის, იუმის, ჰეგელის, დარვინის, მილისა და სიმონ დე ბოვუარის მსგავსი მოაზროვნეები რეალურ საჭიროებებსა და მოვლენებს პასუხობენ – მათი ნააზრევი ჩვენს ცხოვრებას ახლაც ცვლის და დღესაც გვაწუხებს საკითხები, მათ რომ აღელვებდათ. ედუარდ კრეიგი კემბრიჯის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი და ჩერჩილის კოლეჯის საბჭოს წევრია. მას ხშირად იწვევენ ჰამბურგის, ჰაიდელბერგისა და მელბურნის უნივერსიტეტებში. მისი წიგნებიდან აღსანიშნავია „ღმერთის გონება და ადამიანის შემოქმედება“ (1987) და „ცოდნა და ბუნებითი მდგომარეობა“ (1990). ის რაუთლეჯის ფილოსოფიის ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორია.
10.9
ფილოსოფია
ავტორი : ილია ზდანევიჩი (ელიაზდი)   პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვარი ფუტურისტის, მწერლის, პოეტის, მკვლევარის ილია ზდანევიჩის (ილიაზდი) ავტობიოგრაფიული რომანი „ფილოსოფია“. ილია ზდანევიჩი (დ. 21 აპრილი, 1894, თბილისი — გ. 25 დეკემბერი, 1975, საფრანგეთი) — პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვარი ფუტურისტი, მწერალი, პოეტი, მკვლევარი.იზრდებოდა 1863 წლის პოლონეთის ამბოხების შემდეგ კავკასიაში გადმოსახლებულ პოლონელ ემიგრანტთა ოჯახში. მამა, მიხეილ ზდანევიჩი ქუთაისში ასწავლიდა ფრანგულ ენას, შემდეგ იყო გიმნაზიის დირექტორი; დედა, ვალენტინა გამყრელიძე, პიანისტი იყო. მალე ისინი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ, სადაც მიხეილ ზდანევიჩი ფრანგულ ენას ასწავლიდა თბილისის პირველ გიმნაზიაში. თბილისში 1917 წელს პირველი კაფე-კლუბი „ფანტასტიკური სამიკიტნო“ გაიხსნა, — აქ ილია ზდანევიჩმა მეგობრებთან ერთად ფუტურიზმის შემსწავლელი სახლი დააარსა, მანვე კაფის კამარის მარჯვენა მხარე მოხატა. გრიგოლ რობაქიძე ილია ზდანევიჩისა და თბილისის ურთიერთობა ასე აღწერდა: „ტფილისი უცნაური ქალაქია, ხოლო 1919-1920 წლებში კიდევ უფრო გაუცნაურდა. გამორეკილი თუ გამოქცეული რუსები თავს აქ აფარებდნენ… ვინ არ იყო მაშინ ტფილისში? ფუტურისტებმაც აქ გადადგეს ნაბიჯი დადაიზმისკენ. მათ შექმნეს ორგანო „41 გრადუსი“. ტფილისშივე იყო ილია ზდანევიჩი, დიდებული იყო, როცა კაფეებში თავის სმერტ გაპპოს-ს კითხულობდა…“ ილია ზდანევიჩი 1975 წელს საფრანგეთში გარდაიცვალა, დაკრძალულია ლევილ-სიურ-ორაჟის ქართულ სასაფლაოზე.
12.5
ფილოსოფია ბუდუარში ანუ უზნეო აღმზრდელნი
ავტორი: მარკიზ დე სადი სერია: Magnum Opus მთრგმნელი: ვალერი ოთხოზორია „ფილოსოფია ბუდუარში“ XVIII-XIX საუკუნის ყველაზე ეპატაჟური ფრანგი მწერლის, დონატიე ალფონს ფრანსუა დე სადის, იგივე მარკიზ დე სადის (1740-1814) პირველი წიგნია, რომელიც ქართულად ითარგმნა. მარკიზ დე სადმა დიდი გავლენა მოახდინა ევროპულ კულტურაზე: რომანტიკოსებზე, დეკადენტებსა და ნიჰილისტებზე, უფრო მოგვიანებით კი სიურრეალისტებზე, რომლებიც მას „ღვთაებრივ მარკიზს“ უწოდებენ. მარკიზ დე სადის სახელი გამოიყენა ფსიქიატრმა რიჩარდ ფონ კრაფტ-ებინგმა, როცა სხვისთვის ტკივილის მიყენებით გამოწვეულ სიამოვნებას სადიზმი უწოდა. დე სადი ქალებისადმი სასტიკი მოპყრობის გამო რამდენჯერმე იჯდა ციხეში და თავისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი სწორედ გისოსებს მიღმა დაწერა. „ფილოსოფია ბუდუარში“ 1795 წელს დაიწერა. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ რომანში სადი თეორიის (ფილოსოფიის) პრაქტიკად (ეროტიკად), ხოლო პრაქტიკის ფილოსოფიად გარდაქმნას ცდილობს. ესაა, ერთი მხრივ, რომანი სხეულის ამბოხის შესახებ, მაგრამ ამავე დროს ფილოსოფიური ტრაქტატი, სადაც ავტორის ხედვაა წარმოდგენილი პიროვნული თავისუფლების, იდენტობის, საზოგადოებისა და ადამიანის, როგორც „პოლიტიკური ცხოველის“, შესახებ. მკითხველისთვის საინტერესოა იმის გააზრება, რომ წიგნის დაწერიდან ორ საუკუნეზე მეტის გასვლის შემდეგ, დიდი ნაწილი იმ ფასეულობებისა, რომლებსაც მარკიზ დე სადი ებრძვის, კვლავ შენარჩუნებულია და მარადიულ ღირებულებებად მიიჩნევა.
15.95
ფილოსოფია – მოკლე ისტორია
ავტორი: ნაიჯელ უერბერტონი     მთარგმნელი: რუსუდან მახათაძე ეს „მოკლე“ ისტორია ანტიკურ ხანაში იწყება და ჩვენს თანამედროვეობაში სრულდება. ავტორი, ნაიჯელ უორბერტონი, ქრონოლოგიურად მოგვითხრობს ფილოსოფიის განვითარების გზას და გვაცნობს იმ ფილოსოფოსთა ცხოვრებას, იდეებსა თუ ნაშრომებს, რომელთაც კაცობრიობის აზროვნების განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი მიუძღვით. მკითხველი აღმოაჩენს, რომ ის საკითხები, რომლებიც სხვადასხვა დროში წამოჭრეს ფილოსოფოსებმა დღესაც აქტუალურია, განურჩევლად იმისა, ძველ საბერძნეთში მსჯელობდნენ მათზე, თუ ოცდამეერთე საუკუნის ევროპაში. ავტორი გვარწმუნებს, რომ ფილოსოფია ჩვენი არსებობის განუყოფელი ნაწილია და ისევე, როგორც ათენის ქუჩებში  მოსიარულე სოკრატე, ისიც, სვამს შეკითხვებს, გვიწვევს სამსჯელოდ, მოგვიწოდებს ვიაზროვნოთ. „ფილოსოფია – მოკლე ისტორია“ ორმოც თავს აერთიანებს, დაწერილია მოზარდებისთვის გასაგები ენით და საინტერესო იქნება უფროსი ასაკის მკითხველისთვისაც.
15.9
სიახლე
ფილოსოფიის ნუგეში
ავტორი : ბოეთიუსი მთარგმნელი : გვანცა ფოფხაძე ანიციუს მანილუს სევერინუს ტორკვატუს ბოეთიუსის როლი და მნიშვნელობა დიდია ევროპული აზროვნების განვითარების ისტორიაში. როგორც მეცნიერმა, სრულიად ახალგაზრდამ მოიხვეჭა სახელი და აღიარება. ოციოდე წლისამ დაწერა თხზულებები არითმეტიკაში, მუსიკაში, გეომეტრიასა და ასტრონომიაში. ბოეთიუსის ხანმოკლე ცხოვრება იყო უწყვეტი და თავბრუდამხვევი წარ­მატებების გზა ყველა სფეროში: მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ფილოსოფიაში, პოლიტიკაში. ბრწყინვალე იყო ცხოვრებისეული კარიერაც – სრულიად ახალგაზრდას ირჩევენ კონსულად, გადადგომის შემდეგ ხდება სენატის პრინცეპსი და დასავლეთ რომის იმპერიის პირველი მინისტრი. ბედმა, რომელმაც იმდენი სიკეთე დააბერტყა რომაელ ფილოსოფოსს, „როგორც არასდროს არც ერთ მოკვდავს“, მოულოდნელად „გამყინავი მზერა“ მიაპყრო: ჩამოართვეს ქონება, გადაუსახლეს ოჯახი, დაატუსაღეს და სიწმინდეთა შეურაცხყოფის ბრალდებით კალვენციანოს საპყრობილეში გამოამწყვდიეს. 524 წელს 44 წლის ფილოსოფოსი წამებით მოკლეს.
39
ფილოსოფიის საწყისები
ავტორი: რენე დეკარტი   ახალი ფილოსოფიის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თვალსაჩინო წარმომადგენლის, რენე დეკარტის (1596-1650) ფილოსოფიურმა მოძღვრებამ უაღრესად დიდი ზეგავლენა მოახდინა მომდევნო პერიოდის დასავლეთ ევროპის აზროვნებაზე. დეკარტი შეეცადა დაეჭვების გზით აღმოეჩინა ერთი ცხადი და უდავო ჭეშმარიტება და ამ უკანასკნელის საფუძველზე აეგო ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის დედააზრი გონების უზენაესობაა. დეკარტის იშვიათმა ნიჭმა წარუშლელი კვალი დატოვა მეცნიერების მრავალ დარგში; დიდია მისი წვლილი მათემატიკის, ფიზიკის, ასტრონომიის, ბიოლოგიის, ფსიქოლოგიის განვითარებაში. დეკარტის მექანიკური ფიზიკიდან მიეცა დასაბამი ფრანგულ მატერიალიზმს, ხოლო მისი მეტაფიზიკა XVII-XVIII საუკუნეების იდეალიზმის საფუძველი შეიქნა. წინამდებარე ნაშრომში დეკარტი ეძიებს ფილოსოფიის იმ უდავო საწყისებს, რომელთაც ფილოსოფიას უნდა დასესხებოდა ყველა ის მეცნიერება, რაზედაც კი თავად ხელი მიუწვდებოდა. რენე დეკარტის შრომები – „მსჯელობა მეთოდის შესახებ“, „მეტაფიზიკური მედიტაციები“, „სულის ვნებანი“, „ფილოსოფიის საწყისები“ – მისი, როგორც ფილოსოფოსის უდიდესი გონიერებისა და განსჯითი ნიჭის ნაყოფი, ფილოსოფიური აზროვნების ბრწყინვალე ნიმუშებად რჩება. მისასალმებელია, რომ მსოფლიოს მრავალ ენაზე თარგმნილი რენე დეკარტის თხზულების „ფილოსოფიის საწყისების“ წინამდებარე პირველი ქართული თარგმანი შეემატება ჩვენი ეროვნული კულტურის საგანძურს.
11.9
ფილოსოფიის შესავალი
ავტორი: კარლ იასპერსი მთარგმნელი: ვახტანგ გორგიშელი   ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გამოჩენილი ფილოსოფოსი კარლ იასპერსი ფართო მკითხველისთვის გვთავაზობს ფილოსოფიის შესავალს. იმავდროულად იგი გვთავაზობს საკუთარი ფილოსოფიური აზრის ცხად რეზიუმეს. იასპერსის აზრით, ფილოსოფიის წყარო უნდა ვეძებოთ „გაოცებასა, დაეჭვებასა და დაკარგულობის გაცნობიერებაში“, ფილოსოფიური ძიება კი უწყვეტი ცვალებადობისა და თვითაღმოჩენის პროცესია.
18.4
ფინანსების ასტროლოგია
ავტორი: რამაზ გიგაური   გამომცემლობა პალიტრა L იწყებს რამაზ გიგაურის ასტროლოგიური წიგნების სერიას „ადამიანი და ასტროლოგია“. ეს სერია ექვს წიგნს აერთიანებს: ადამიანებს საშუალება მიეცემათ ახლოს გაეცნონ ასტროლოგიას - ამ უძველეს და ძალიან საინტერესო სისტემას, სიღრმეში ჩასწვდნენ „ვარსკვლავთა მოძღვრებას“. ეს წიგნები საშუალებას იძლევა ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადე- ბული ადამიანი სხვადასხვა კუთხიდან დავინახოთ - გავიგოთ უფრო მეტი როგორც საკუთარ თავზე, ისე ჩვენთვის საინტერესო ადამია- ნებზე.
8.95
ფიროსმანი
სერია: დიდი მხატვრები ნიკო ფიროსმანი- მხატვარი, რომელმაც ქართულ ხელოვნებაში ახალი ეპოქა შექმნა და უცხოელი განსწავლული და წარმატებული მხატვრები გააოგნა. დაგვიტოვა აბსოლუტურად ინდივიდუალური შემოქმედება, რომელიც მსოფლიომ აღიარა და დააფასა. მაგრამ ეს მხოლოდ მხატვრის გარდაცვალების შემდეგ მოხდა.
25
ფიროსმანი
ალბომი გამომცემლობა: ბაკუ რსულაკაურის გამომცემლობა ენა: ინგლისური, ქართული ყდა: რბილი გვერდები: 128 ზომა: 21.00*27.50  
24.9
ფისო ფიო-ფიო და სხვები
ავტორი: ლელა ცუცქირიძე "ორნაწილიანი წიგნი პატარებისა და დიდებისთვის ფისო ფიო-ფიო, კეთილი ფუტკარი ზუუ, წიწილა წია-წია, ცელქი ჭუჭულები, დათუნიები დუდულა და დადალა, თიკანი კიკინა - ყველას ამ წიგნში გაიცნობ, ყველა შენი მეგობარი გახდება და ერთად ითამაშებთ. შენი ყოველი დღე ამბებითა და თავგადასავლებით აივსება. ამ წიგნთან ერთად მოწყენა გამორიცხულია. უფროსების საყურადღებოდ: წიგნის მეორე ნაწილი თქვენთვის არის განკუთვნილი და გაჩვენებთ, როგორ გადააქციოთ წიგნში მოთხრობილი ამბები სახალისო შემეცნებით თამაშებად და აქტივობებად. თითოეული მოთხრობისთვის შედგენილია კითხვები, დეტალურად არის აღწერილი თამაში და შემდგომი აქტივობა, რაც ძალიან დაგეხმარებათ ბავშვთან ან ბავშვების ჯგუფთან დროის შინაარსიანად გატარებაში. წიგნში აღწერილი აქტივობები გამოცდილია „ამონაშვილის აკადემიაში“. "
17.95
ფიქრები
ავტორი: მარკუს ავრელიუსი „ფიქრები“ დიდი რომაელი მოაზროვნის, იმპერატორ მარკუს ავრელიუსის (121-180) თხზულებაა. ძველი რომაული მწერლობის ეს შედევრი ადამიანის წინაშე სვამს არა ერთსა და ორ მარადიულ კითხვას... „... გულისხმაყავ, რაოდენ მსწრაფლწარმავალი და მსწრაფლდავიწყებადია ყოველი, მარადისობის რა უსასრულო უფსკრული ძევს როგორც შენს წინ, ისე შენს უკან, რაოდენ ფუჭია სახელის ძიება და რაოდენ უმტკიცნო და ცნობასუსტნი არიან შენი მეხოტბენი; რა ვიწროა წრე, რომელიც გარეშემოსწერს და ზღვარს უსაზღვრებს შენს სახელსა და დიდებას, რადგან ჯერ მთელი მიწა რა არის, ეგ ერთი ციცქნა შავი წერტილი და შენი საცხოვრისი რა უნდა იყოს?“ „... წუთიერია ყველაფერი ამ საწუთროში. არავინ არ კარგავს არც წარსულს და არც მომავალს, რადგან ვის ძალუძს წაგვართვას ის, რაც არ გაგვაჩნია?“ „... დროა შეიცნო, რომ შენი სიცოცხლე წამია მხოლოდ, და თუ ამ წამით არ ისარგებლებ, ის გაქრება, ისევე როგორც გაქრები შენ, და აღარასოდეს შემოიქცევა უკან“. „... ყველაფერი აკეთე, ყველაფერზე იფიქრე და იმსჯელე ისე, თითქოს ყოველ წამს მოელოდე, რომ ეგ წამიც წარხდება და დასრულდება შენი სიცოცხლეც“.  
35
ფიქციები
ავტორი: ხორხე ლუის ბორხესი მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი სერია: ლიტოდისეა „ფიქციები“  ორი ნაწილისგან შედგება. პირველი -„ბაღი, სადაც ბილიკები იყრებიან“ პირველად 1941 წელს გამოიცა. 1944 წელს მას დაემატა მეორე ნაწილი „გამონაგონნი“.   კრებულში მწერლის ისეთი საკულტო მოთხრობებია შესული, როგორიცაა „ ტლონი, უქბარი და ორბის ტერციუსი“, „ბაბილონის ბიბლიოთეკა“, „პიერ მენარი – „დონ კიხოტის“ ავტორი“, „ ბაღი, სადაც ბილიკები იყრებიან“, „ფუნესი – მეხსიერების რაინდი“ და სხვ. მიუხედავად ფორმატის სიმცირისა, ეს მოთხრობები მკითხველზე თავზარდამცემ შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან სრულიად სცდება ლიტერატურის ტრადიციულ საზღვრებს და უზარმაზარი ქარბორბალის მსგავსად ერთი ხელის მოსმით გადაისვრის მკითხველს ფანტაზიისა და ფილოსოფიური განსჯის წარმოუდგენელ ორომტრიალში.
12.9
ფლომასტერი 12 ფერი DELI
5
ფლომასტერი 12 ფერი Ergo fibre pens
9.5
ფლომასტერი 18 ფერი DELI
8
ფლომასტერი 24 ფერი Deli
12