santaesperanza
ამპარტავნობა და ამოჩემება (რბ.ყდა)
ამპარტავნობა და ამოჩემება (რბ.ყდა)

ამპარტავნობა და ამოჩემება (რბ.ყდა)


12.95

ავტორი: ჯეინ ოსტინი

მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი

ჯეინ ოსტინის უკვდავი რომანი Pride and Prejudice, კიდევ ერთხელ ითარგმნა ქართულად და ახალი სათაურით გამოიცა. ჯეინ ოსტინს უყვარდა პოეტური სათაურები, ერთმანეთთან რითმაში, ალიტერაციაში, ასონანსში შესული სიტყვების გამოყენება, უმთავრესად, წყვილის... Pride and Prejudice ძალიან ლამაზი სათაურია ორი შესანიშნავი ტაქტი და ალიტერაცია, ფაქტობრივად, ლექსი. სინამდვილეში, ადრე დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, ეს არის ორი მთავარი მოქმედი პირის სახელი, ისევე, როგორც იყო "რომეო და ჯულიეტა", "ტრისტანი და იზოლდა".

...ტერასებით მდინარისკენ დაეშვნენ; ელიზაბეთი შებრუნდა და ერთხელ კიდევ შეავლო იქაურობას თვალი... თავლებისაკენ მიმავალ გზაზე ამ სახლის პატრონი გამოჩნდა. ერთმანეთისგან ოციოდე იარდში იდგნენ; მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თვალსაც ვერ აარიდებდა კაცი. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა; სახეზე ალმური მოედოთ. დარსი შედგა და გაოცებისაგან წამით გაქვავდა, მაგრამ გონს მოეგო, მათკენ გაემართა და ელიზაბეთს სალამი უთხრა...


გამომცემლობა
პალიტრა L
ფასი
12.95
ნანახია
839
გაზიარება: