santaesperanza
ანე ფრანკი - უკანა სახლი, დღიური წერილების სახით
ანე ფრანკი - უკანა სახლი, დღიური წერილების სახით

ანე ფრანკი - უკანა სახლი, დღიური წერილების სახით


16.95

სერია: კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ

 

1942 წლის 12 ივნისიდან 1944 წლის 1 აგვისტომდე ანე ფრანკი დღიურ- ში ჩანაწერებს აკეთებდა. თავიდან მხოლოდ თავისთვის წერდა, სანამ 1944 წლის გაზაფხულზე რადიო „ორანელში“ დევნილი მთავრობის განათლების მინისტრის, ბოლკესტეინის გამოსვლა არ მოისმინა. მი- ნისტრმა განაცხადა, რომ ომის შემდეგ შეაგროვებდნენ და გამოაქვეყ- ნებდნენ გერმანელი ოკუპანტების სისასტიკის მამხილებელ ყველა დოკუმენტსა და მასალას, მათ შორის – დღიურებსაც. ამ გამოსვლამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ანე ფრანკზე, რომ გადაწყვიტა, ომის შემდეგ წიგნი გამოეცა. საამისოდ კი დღიური გამოადგებოდა. ანე ფრანკი 1945 წლის მარტში, 15 წლის ასაკში გარდაიცვალა ბერგენ- ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში. ოტო ფრანკმა, რომელიც ცოცხ- ალი გამოვიდა საკონცენტრაციო ბანაკიდან, აასრულა ქალიშვილის ნატვრა და მისი დღიური წიგნის სახით გამოაქვეყნა. „უკანა სახლი" 1947 წელს გამოიცა. მას შემდეგ ის იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყვე- ლაზე პოპულარულ წიგნად, გამოცემულია ოცდაათზე მეტ ქვეყანაში, გაყიდულია 16 მილიონზე მეტი ეგზემპლარი. „მარტო ანე ფრანკი იმაზე მეტად შეგძრავს, ვიდრე იმ უთვალავი ადა- მიანის ბედი, რომლებიც მასავით იტანჯებოდნენ, მაგრამ მათ სახელს ჩრდილში დარჩენა ეწერა. იქნებ ასეცაა საჭირო? ჩვენ რომ ყველა ადამიანის ტანჯვის გაზიარება შეგვეძლოს, ცხოვრება ალბათ აუტანე- ლი იქნებოდა“. პრიმო ლევი


გამომცემლობა
პალიტრა L
ფასი
16.95
ნანახია
107
გაზიარება: