არჩევანი მე
16.95
ავტორი: ანა მხეიძე
სერია: ცხოვრება ქალების კალმით
ანა მხეიძის შემოქმედება ბევრისთვის ნამდვილად იქნება აღმოჩენა - აღმოჩენა, როგორც საზოგადოდ მწერლისა და როგორც კონკრეტულად ქალი შემოქმედისა, რომელიც თურმე გასული საუკუნის მიწურულს, იმ ჩაკეტილ საზოგადოებაში, საოცარი სითამამითა და გულწრფელობით მშვენიერ მო თხრობებს წერდა. ანა მხეიძის ქალები თავს დაგამახსოვრებენ ინდივიდუალიზმითა და თავისთავადობით, მაგრამ, იმავდროულად, ისინი სულაც არ არიან გმირები ან რაიმე იდეით შეპყრობილები, იდეალისტებიც არ არიან, უბრალოდ, ქალები არიან ყოველდღიური განცდა-საფიქრალით, სისუსტეებით, ვნებე-ბით, ამბიციებით...
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 16.95
- ნანახია
- 139
მსგავსი პროდუქტები
სანდიტონი
ავტორი: ჯეინ ოსტინი
სერია: ქალების კალმით
მთარგმნელი: ლევან ინასარიძე
"ჯეინ ოსტინს თუ დავუჯერებთ, ყოველ სოფელს თითო დიდებული ქალბატონი ჰყავს. ამ ნათქვამში გარკვეულ ორაზროვნებას, ირონიასა და ქვეტექსტებსაც ამოვიკითხავთ და დავრწმუნდებით, რომ ლიტერატურული „მანევრების“ ოსტატ ავტორს ვეცნობით. ჯეინ ოსტინის დაუსრულებელი რომანი „სანდიტონი“ გვაცნობს ინგლისის არაჩვეულებრივ ქალებს, რომელთაც სქესის, ტრადიციის, წესჩვეულებების ჩარჩოებს მიღმა გაიხედეს და აღმოაჩინეს, რომ თვალს, გულსა და გონებას იმაზე მეტის აღქმა შეუძლია, ვიდრე ამაზე დამკვიდრებული წარმოდგენებით იცოდნენ.
14.95
ქარიშხლის ფრთებზე
ავტორი: საფო მგელაძე
კრებულში შესულია 3 რომანი: „ლიანა ლორდია“,„გზადაგზა“ და „ქარიშხლის ფრთებზე“.„ლიანა ლორდია“ საბჭოთა ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექსტია.იგი ახალგაზრდა მხატვარი ქალის შესახებ გვიყვება,რომელსაც ხელოვნებისა დასიყვარულის ამაღელვებელი იდეების სჯერა დარეალურ ცხოვრებაში მათ პოვნას ცდილობს. მეორე რომანში ავტორი სიყვარულისაა და ურთიერთობების არსზე წერს.აქ ორი განსხვავებული წყვილის ისტორია ერთმანეთს მკითხველის თვალწინ უპირისპირდება.მესამე რომანის პერსონაჟები კი რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან.
14.95
თანამედროვე ქართული პროზა ტომი 1
სერია: ცხოვრება ქალების კალმით
სერია ქალების კალმით აერთიანებს გამორჩეულ ბიოგრაფიის, წერის სტილისა თუ იდეოლოგიის მქონე ქალ ავტორებს, რომლებმაც გაბედეს, საკუთარი ეპოქისა და ყოველდღიურობისთვის მნიშვნელოვან პრობლემატიკას გამოხმაურებოდნენ. ორტომეული "თანამედროვე ქართული პროზა- ქალების კალმით" XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე ქართულ მწერლობაში მკვეთრად გაძლიერებული ქალი ავტორების ხაზის ამსახველი კრებულია, რომელშიც 30-ზე მეტი თანამედროვე მწერლის მოთხრობაა თავმოყრილი. კრებული მეტ-ნაკლებად სრულ წარმოდგენას ქმნის იმაზე რამდენად მრავალფეროვანი, მრავალწახნაგოვანი და ძლიერია ეს ლიტერატურა. თითოეული ავტორი გამოირჩევა მკაფიო ხელწერით, გულრწფელობით, სიფაქიზითა და გაბედულებით. ისინი ჰყვებიან ხშირად უჩვეულო პირდაპირობით, განსხვავებული პერსპექტივითა და სიტყვების ახლებური შეფერილობით.
14.95
თანამედროვე ქართული პროზა მე-2 ტომი
სერია: ცხოვრება ქალების კალმით
სერია "ქალების კალმით" აერთიანებს გამორჩეული ბიოგრაფიის, წერის სტილისა თუ იდეოლოგიის მქონე ქალ ავტორებს, რომლებმაც გაბედეს,საკუთარი ეპოქისა და ყოველდღიურობისთვის მნიშვნელოვან პრობლემატიკას გამოხმაურებოდნენ. ამ ანთოლოგიაში შესულ ტექსტებს, მიუხედავად მრავალფეროვნებისა, ერთი რამ აერთიანებს: ისინი ქალების გადმოსახედიდანაა დაწერილი. ქალებს კი ჯერ ისევ ხვდებათ ხილული თუ უხილავი ბარიერები ლიტერატურაში. ზუსტად ამ ბარიერების გამოა, რომ მათ ნაკლებად ვიცნობთ და ნაკლებად ვაღიარებთ. ცალკე ანთოლოგიებიც იმიტომ იქმნება, რომ ქალები მეტად გამოჩნდნენ საერთო ლიტერატურულ სურათზე და მეტად ხილვადი და შესაგრძნობი გახადონ ყველაფერი ის, რაც დომინანტური თვალთახედვიდან არ ჩანს.
16.95