ასეული
13
- ავტორი: კეს მორგანი
- მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
- სერია: ლიბერთინს
საუკუნეები გავიდა, რაც დედამიწაზე ფეხი არავის დაუდგამს.. გამანადგურებელი ატომური ომის შემდეგ კაცობრიობა კოსმოსურ ხომალდზე ცხოვრობს, დედამიწის რადიოაქტიური სივრცისგან შორს. ერთ დღესაც ხელისუფლება ას დამნაშავე მოზარდს დედამიწაზე გზავნის მისიით - მათ პლანეტის ხელახალი კოლონიზაცია ევალებათ. დავალება დამნაშავეთათვის ან სიცოცხლის უფლების მოპოვების შანსია, ან - დამღუპველი განაჩენი... გადაბურებულ ხმელეთზე ასეულს თავის გადასარჩენად ბრძოლა უწევს.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 13
- წონა
- 0.349
- ნანახია
- 148
მსგავსი პროდუქტები
საგიჟეთის ამბები
ავტორი: მედლინ რუ
სერია: Liberteens
"New York Times-ის ბესტსელერი ”საგიჟეთის ამბები“ კვლავ საგიჟეთის საბედისწერო სამყაროში გიხმობთ და კიდევ ერთხელ გპირდებათ საშიშ ამბავთა ექსტრავაგანტურობით გამოწვეულ განცდებს. ეს სამი ამბავი დააინტერესებს იმ მკითხველსაც, ვინც ”საგიჟეთის“ სამყაროს ჯერ არ იცნობს, ხოლო სერიის თაყვანის- მცემლებს _ ამაღელვებელ სამყაროში ჩაწვდომის ახალ ხერხებს რომ ეძებენ _ დამატებით სიამოვნებას ჰპირდება. სამი ამბავი, სამი იდუმალი სამყარო, სამი გმირის საბედისწერო თავგადასავალი..."
12.95
ვის უხმობს ყორანი
ავტორი: მეგი სტივოთერი
მთარგმნელი: არჩილ რაჭველი
სერია: ლიბერთინს
საუკუნეების შემდეგ მოზარდი გოგონა დილემის წინაშე დგას - როგორ მოიქცეს, როდესაც მისი შეყვარება ნებისმიერს სასიკვდილო საფრთხეს უქადის. ცხოვრებისეული გზების ძიება გოგონას ოთხ ბიჭს შეახვედრებს, რომელთანაც, წესით, არაფერი უნდა ჰქონოდა საერთო... იქ სადაც ამქვეყნიურსა და იმქვეყნიურს შორის საზღვარი იშლება, იქ, სადაც ზურგს უკან ბედისწერის სუნთქვას გრძობ, იქ, სადაც ღმერთის ძიებაში სატანას არსებობა არ უნდა დაგავიწყდეს, გოგნამ და ოთხმა ბიჭმა უნდა გაარკვიონ, ვის უხმობს ყორანი.
15
შუშის ხმალი
ავტორი: ვიქტორია ავეიარდი
მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე
სერია: ლიბერთინს
მერ ბაროუ გადაურჩა სისხლიანი პრინცის, მეივენის შურისძიებას... თიტქოს ყველაფერი წარსულში დარჩა: რალატი, სისხლიანი ბრძოლები, თანამებრძოლების დაკარგვა, მაგრამ წინ უარესი ელოდა - გაუცხოება: ახლა ის უცხოა როგორც წითლებისთვის, ასევე ვერცხლისფერებისთვის. აღარავის ენდობა და ისევ ბრძოლა მოუწევს - უნდა გადაარჩინოს ათასობით ჰიბრიდი,მერივით საოცარი შესაძლებლობების მქონე წითლები...მაგრამ არც მეივენია გულხელდაკრეფილი - მას თავზე სისხლიანი გვირგვინი ადგას,მამის მკვლელია და რადაც უნდა დაუჯდეს,უნდა მოიშოროს...
14.95
გამარჯვებული
ავტორი: მერი ლუ
მთარგმნელი: არჩილ კიკვაძე
ჯუნისა და დე ის ფათერაკებით სავსე გზა გრძელდება და ის ვეგასისკენ მიდის! ვეგასში ბევრი საიდუმლო მჟღავნდება – ფარდა ეხდება პოლკოვნიკ აიპერისის ბურუსით მოცულ მკვლელობას, იმსხვრევა რესპუბლიკის უძლეველობის მითი. დეი და ჯუნი საიდუმლო გვირაბებით შედიან კოლონიებში და აჯანყებულ პატრიოტებთან ამყარებენ კავშირს! ჯერ არავინ იცის, რომ პატრიოტების ლიდერი რესპუბლიკის უმაღლეს მმართველობასთან მოღალატეობრივ ალიანსშია. პრიმო ელექტორი მკვდარია. გაუმარჯოს ახალ ელექტორს! სარეკლამო-საინფორმაციო ბანერები ახალ ამბავს ატყობინებს ამერიკას. რესპუბლიკისა და ხალხის ბედი ახლა ლეგენდისა და გენიოსის ხელშია! ჯუნი და დეი შეთქმულების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან, ახლა მათ გამჭრიახობაზეა დამოკიდებული სამხედრო-პოლიტიკური შეთქმულების გამჟღავნება და ახალი ელექტორის მკვლელობის ჩაშლა.
12
ლეგენდა
ავტორი: მერი ლუ
სერია: ლიბერთინს
ოდესღაც შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროდ ცნობილი რესპუბლიკა დღეს ერია, რომელიც გამუდმებით ომობს მის მეზობელ კოლონიებთან. სრულიად განსხვავებული ორი სამყაროს შვილების, ჯუნისა და დეის, ცხოვრებისეული გზების გადაკვეთა წამოუდგენელია იმ დღემდე, სანამ ჯუნის ძმას, მეტიასს არ მოკლავენ და დეი პირველი ეჭვმიტანილი არ გახდება. კატათაგვობანას თამაშში ჩათრეული დეი ოჯახის გადასარჩენად იბრძვის, ჯუნი კი სასოწარკვეთილი ცდილობს, ძმის მკვლელზე შური იძიოს.
12