ატომური ჩვევები
19.95
ავტორი: ჯეიმს ქლიერი
სერია: ლურჯი ოკეანე
ჯეიმს ქლიერის „ატომური ჩვევები“ კარგი ჩვევების გამომუშავებისა და ცუდისგან გათავისუფლების მარტივ და ნაცად გზას გასწავლით. ეს რევოლუციური სისტემა გასწავლის, როგორ გახდე ყოველდღე ერთი პროცენტით უკეთესი. ეს წიგნი არის გზამკვლევი, რომელიც ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლებასა და კარგი ჩვევების გამომუშავებაში დაგეხმარებათ.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 19.95
- წონა
- 0.399
- ნანახია
- 643
მსგავსი პროდუქტები
პოზიტიური აზროვნების ძალა
ავტორი: ნორმან ვინსენტ ჰილი
სერია: ლურჯი ოკეანე
მთარგმნელი: ლევან ინასარიძე
წიგნი გვასწავლის სულიერი სიმშვიდის მოპოვებას არა ამ ცხოვრებიდან გაქცევითა და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვით, არამედ ის იმ ძალად გვევლინება, რომელიც კონსტრუქციული პირადი თუ სოციალური ცხოვრების წესისთვის მამოძრავებელ ენერგიად გარდაწინათქმა იხ იქმნება. ის პოზიტიურ აზროვნებას გვასწავლის, ოღონდ, არა სახელ- დიდების ან ძალაუფლების მოსაპოვებლად, არამედ რწმენის განსამტკიცებლად, რომელიც სირთულეების გადალახვაშიც დაგვეხმარება და ცხოვრებაში ჭეშმარიტ ღირებულებებსაც შეგვათვისებინებს
16.95
კიდევ დაფიქრდი: საკუთარი შეხედულებების განახლების ძალა
ავტორი: ადამ გრანტი
შესაძლებელია, რომ მეტი ვიცოდეთ და ამით უკეთესი გადაწყვეტილებები მივიღოთ? ჩვენი გადაწყვეტილებები კარგი ანალიზის შედეგია თუ ემოციებითაა ნაკარნახები? რას ვკარგავთ არასწორი გადაწყვეტილებებით? „კიდევ დაფიქრდი“ გვასწავლის იმის შეცნობის ძალას, რაც არ ვიცით; გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ვიყოთ გონებაგახსნილნი, როგორ ვიკამათოთ, როგორი მეთოდები გამოვიყენოთ აქტიური სწავლისთვის, როგორ მივუდგეთ კარიერის შერჩევას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორ ვიგრძნოთ თავი უფრო ბედნიერად, და მრავალ სხვას.
16.95
როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი
ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე
სერია: ლურჯი ოკეანე
ეს არის სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც ოცნებობს, ცვლის თამაშის წესებს, ისახავს რთულ ამოცანებს, ცდილობს, არ დაკმაყოფილდეს მოძველებული ბიზნესმოდელებით, და ქმნის მომავლის კომპანიებს. ეს არის წიგნი იმის შესახებ, თუ „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი” გთავაზობთ ძლიერ, მარტივ, ნაცად ხერხებს იმისთვის, რათა გაიაზროთ, შექმნათ, განაახლოთ და განახორციელოთ ბიზნესმოდელები. „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ არის სახელმძღვანელო ყველასთვის, ვინც ცდილობს ბიზნესმოდელის გაუმჯობესებას ან ახლის შექმნას. შეცვალეთ თქვენი წარმოდგენა ბიზნესმოდელებზე „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ გასწავლით ინოვაციურ ხერხებს, რომლებსაც მთელ მსოფლიოში იყენებენ. ისწავლით, როგორ უნდა გაიაზროთ, შექმნათ და აამოქმედოთ ახალი ბიზნესმოდელი ან გააანალიზოთ და განაახლოთ ძველი. წიგნი შეიქმნა სტრატეგიის 470 პრაქტიკოსთან ერთად „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ შექმნა 470-მა პრაქტიკოსმა 45 ქვეყნიდან, იგი გამოირჩევა მიმზიდველი და სადა დიზაინით, რომელიც გიბიძგებთ, გადაუდებლად შეუდგეთ წიგნის შესწავლას. შექმნილია მათთვის, ვისაც შესწევს უნარი „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ განკუთვნილია მათთვის, ვინც მზად არის, უარი თქვას დრომოჭმულ აზროვნებაზე. წიგნი შეიცავს ახალ და ინოვაციურ მოდელებს ხელმძღვანელების, კონსულტანტების, მეწარმეებისთვისა და ყველა ლიდერისთვის. წიგნი ქართულად გამოიცა „ლურჯი ოკეანისა“ და „ჯეპრას“ თანამშრომლობით.
29.95
რეკლამა მარტივად
ავტორი: დალი გერი
სერია: სერია მარტივად
ეფექტიანი რეკლამის შექმნის სახალისო და იოლი გზა.. გჭირდება შეუცდომელი, დასამახსოვრებელი სარეკლამო კამპანიის წარმართვა? ეს პრაქტიკული სახელმძღვანელო გიკარნახებს მიმზიდველი, შედეგიანი რეკლამის შექმნის ფუნდამენტურ ხერხებს ნებისმიერი მედიისთვის - ელექტრონულით და ბეჭდვით დაწყებული, რადიო, ტელე, ონლაინ და გარე რეკლამის ფორმატებით დასრულებული. შენ დაინახავ, როგორ უნდა გაავრცელო ძლიერი, სწორად გამიზნული მესიჯი, როგორ შეამცირო ხარჯები ეფექტიანად.
15
სამუშაოს ძებნა მარტივად
ავტორი: მესმერი მაქს
სერია: სერია მარტივად
ეს არის ადვილად გასაგები, პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ!
„სამუშაოს ძებნა მარტივად“, თქვენი საქმიანობის სფეროს განურჩევლად, დაგეხმარებათ, გააკონტროლოთ თქვენთვის ყველაზე
შესაფერისი სამსახურის ძებნის პროცესი ისე, თითქოს საქმეში განსწავლულ პარტნიორთან ერთად ეძებთ.
სამუშაოს პოვნა და მასთან შეგუება ყოველთვის ადვილი როდია. თქვენ აუცილებლად მოხვდებით ვაკანსიისთვის შესაფერის
უამრავ კანდიდატს შორის. როგორ უნდა გამოგარჩიონ? „სამუშაოს ძებნა მარტივად“ გაჩვენებთ ნაბიჯ-ნაბიჯ, თუ როგორ
უნდა გამოირჩეოდეთ კონკურსის დროს და როგორ იპოვოთ ისეთი სამსახური, რომელიც ნამდვილად გინდათ.
მთარგმნელი: გვანცა ირემაშვილი
15
ბედნიერების ხელოვნება
სერია: ლურჯი ოკეანე
ბედნიერებისკენ ყოველი ჩვენგანი ისწრაფვის, მაგრამ იყო ბედნიერი, იოლი როდია. ხშირად ბედნიერების განცდაში წვრილმანი და უმნიშვნელო ფაქტორები გვიშლის ხელს. ზოგჯერ რაღაცას ვკარგავთ და მხოლოდ მაშინ ვიგებთ, რომ ბედნიერები ვყოფილვართ, უბრალოდ ვერ ვხედავდით და ვერ ვაფასებდით. ეს წიგნი სწორედ "ბედნიერების ხელოვნებას" გვასწავლის. ამ წიგნის თითოეული თავი დაგვეხმარება პოზიტიური აზროვნების გამომუშავებაში, ჩვენი ქვეცნობიერის სიღრმეებში ჩაწვდომაში. ასევე, სტრესული სიტუაციების დროს ემოციების მართვასა შინაგანი რესურსების ეფექტიანად გამოყენებაში. ეს ყველაფერი დაგვეხმარება, გავიაზროთ ბედნიერება.
14.95
ლაყბობის გარეშე
ავტორი: მათა ბობ; ბოემი მეისი
სერია: ლურჯი ოკეანე
ბობ მათასა და მეისი ბოემის თხუთმეტწლიანი სამუშაო გამოცდილება კომუნიკაციის, მოტივაციისა და თანამშრომელთა ჩართულობის საკითხებზე ფილოსოფიად და ტექნიკურ ხერხებად ჩამოყალიბდა. თუ ხართ ხელმძღვანელი, მენეჯერი, გენერალური დირექტორი, საზოგადოებრივი ურთიერთობებისა თუ ადამიანური რესურსების სპეციალისტი, არაფორმალური ლიდერი ან სხვა პასუხისმგებელი პირი; თუ გსურთ, საერთო მიზნის მისაღწევად დარაზმოთ მთელი ორგანიზაცია;...
14.95
იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა
ავტორი: დენიელ კანემანი
სერია:ლურჯი ოკეანე
მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი
ნობელის პრემიის ლაურეატისა და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე მეცნიერის, დანიელ კანემანის, რევოლუციური წიგნი "იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა“ ავტორის მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს შედეგებზე დაყრდნობით გვიყვება, იმაზე, თუ როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება აზროვნების ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული პროცესის - სწრაფი და ნელი აზროვნების შედეგად. წიგნი არაერთ მნიშვნელოვან კითხვაზეც დაგვაფიქრებს: მაგალითად, უნდა ვენდოთ თუ არა ჩვენს ინტუიციას? როგორ შეიძლება ავარიდოთ თავი უნებლიე შეცდომებს გადაწყვეტილებების მიღებისას ამ პროცესების გააზრების შედეგად?
29.95