აქ იყო ბრიტ-მარი
14.95
ავტორი: ფედერიკ ბაკმანი
სერია: წლის ბესტსელერი
ბრიტ-მარი შესანიშნავი დიასახლისია, აღმერთებს წესრიგს: ყოველთვის საღამოს ექვს საათზე ვახშმობს, რადგან, მისი აზრით, ყველა წესიერი კაცი სწორედ ამ დროს ვახშმობს; დილითაც ექვს საათზე დგება, რადგან მხოლოდ სულელები დგებიან უფრო გვიან, და მტკიცედ სჯერა, რომ სოდაზე კარგი სარეცხი საშუალება ამქვეყნად არ გამოუგონებიათ; სანაქებოდ უვლის ქმარსა და მის ორ შვილს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც, 40-წლიანი ქორწინების შემდგომ, აღმოაჩენს, რომ ქმარს „სხვა ქალი“ ჰყავს. და ოჯახიდან მიდის. ბედი გაუღიმებს, მუშაობას ერთ მივარდნილ პატარა ქალაქში იწყებს და იქვე ბინავდება... სულ ცოტა ხანში ბრიტ-მარი მიხვდება, რომ ამ ქალაქში, სადაც უცნაური, ცოტა შერეკილი ხალხიღა შემორჩენილა, იპოვა თავისი ადგილი და, რაც მთავარია, ბედნიერება.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 14.95
- ნანახია
- 142
მსგავსი პროდუქტები
მშფოთვარე ადამიანები
ავტორი: ფრედერიკ ბაკმანი
მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე
სერია: წლის ბესტსელერი
"ერთ პატარა შვედურ ქალაქში ახალი წლის წინადღეს ხელმოცარული ბანკის მძარცველი აიყვანს რვა მძევალს, რომლებიც გასაყიდი ბინის დასათვალიერებლად შეკრებილან. სხვათა შორის, ყველა მათგანი როდია ნამდვილი მყიდველი. ბინის ჩვენებაზე თითოეული მათგანი თავისმა ინტერესმა ან სასოწარკვეთილებამ მიიყვანა. ვითარება თანდათან ისე იძაბება, რომ მძარცველს ურჩევნია პოლიციას ჩაჰბარდეს, ოღონდ კი თავი დააღწიოს ამ მშფოთვარე ადამიანებს. ამ რომანის გმირებიც ფრედრიკ ბაკმანის საყვარელი „პატარა ადამიანები“ არიან, თავიანთი სადარდებლითა და აუწყობელი ურთიერთობებით, რასაც მწერალი მსუბუქი იუმორით, სევდიანი სარკაზმით, გროტესკულობითა და იმავდროულად, გმირებისადმი გულის ამაჩუყებელი თანაგრძნობით გვიამბობს. მწერლის სხვა რომანებისგან განსხვავებით, აქ თხრობას ხშირად წარსულიდან აწმყოში გადავყავართ. ბაკმანი მკითხველს თავსატეხსაც უჩენს — ბოლოს და ბოლოს, ბანკის მძარცველი ქალია თუ მამაკაცი? "
16.95
ყველაფერი მთავრდება ჩვენით
ავტორი: კოლინ ჰუვერი
მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
სერია: წლის ბესტსელერი
"როგორ იქცევა ქალი, როცა მასზე საყვარელი ადამიანი ძალადობს? პასუხი რამდენიმე შეიძლება იყოს: პოლიციას ატყობინებს; ითმენს იმ იმედით, რომ ეს აღარ განმეორდება; საკუთარ თავს ადანაშაულებს; ქმარს ეყრება; საკუთარი ხელით უსწორდება მოძალადეს. სხვადასხვა მსხვერპლს სხვადასხვა პასუხი აქვს. ეს წიგნი ერთ-ერთ ოჯახზეა, სწორედ ერთ-ერთზე იმ უამრავთაგან, რომელიც ჩვენ გარშემოა და სიყვარულის, მძაფრი ვნებებისა და შიშის უზარმაზარ ტალღებში გადარჩენას ცდილობს. თქვენ კი არასდროს თქვათ: `მე ასე არ მოვიქცეოდი! "
16.95
ბებიამ მთხოვა, თქვენთვის მეთქვა, რომ ბოდიშს იხდის
ავტორი: ფრედრიკ ბაკმანი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
სერია: წლის ბესტსელერი
ელსას, საოცრად საზრიან გოგონას, თავისი სუპერგმირი ჰყავს - ბებია, სხვათა აზრით, უხიაგი, სინამდვილეში კი სიმართლის მთქმელი და წესების მოყვარულების, პედანტების დაუძინელბელი მტერი... კიდევ, ბებიას ზღაპრების მოყოლა უყვარს: მის ზღაპრულ ქვეყანაში რაინდებიც არიან და ურჩხულებიც, პრინცებიც და პრინცესებიც, კეთილებიც და ბოროტებიც, მაგრამ, როგორც ყველა ზღაპარში, იმ ქვეყანაშიც სიყვარული და მეგობრობა იმარჯვებს. ბებიამ ასწავლა ელსას თანაგრძნობა, მეგობრობა, ერთგულება და, რაც მთავარია, მიტევება.
14.95
არჩევანი
ავტორი: ნიკოლას სპარქსი
მთარგმნელი: ლევან ინასარიძე
სერია: წლის ბესტსელერი
თრევის პარკერი – წარმატებული ახალგაზრდა მამაკაცი. მას ყველაფერი აქვს – კარგი სამსახური, სახლი ოკეანის სანაპიროზე, საოცარი ხედი ფანჯრიდან. და რაც მთავარია, ერთგული მეგობრები. თრევისის ცხოვრება ერთი დიდი ატრაქციონია: გართობა, სპორტი, თევზაობა – ის, რასაც "ნამდვილი მამაკაცები" ირჩევენ. პარკერს სიყვარულის არ სჯერა. და არც ეძებს. თუმცა, გაბი ჰოლანდთან შეხვედრის შემდეგ თრევისი საკუთარ ბედისწერას ცვლის! ექსტრემალი თრევისი და საკუთარ თავში ჩაკეტილი გაბი – ბედნიერი ქორწინება და საუცხოო ოჯახი. სიყვარული. თუმცა, პარკერი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება! ახლა მან ბედისწერის გამოწვევას უნდა უპასუხოს! და. თქვენ რას გაიღებდით სიყვარულისთვის?
13.95
საოცნებო მხარე
ავტორი: ნიკოლას სპარქსი
სერია: წლის ბესტსელერი
სად არის ის საოცნებო მხარე, რომელსაც ვნატრობთ და ხშირად მისი გზა ვერ გვიპოვია?! არადა, თურმე ჩვენ გვერდითაა, სულ ახლოს, მთავარია, ვირწმუნოთ, რომ მივაგნებთ. ამაში სიყვარული დაგვეხმარება _ სიყვარული ახლობლებისა და საყვარელი ადამიანის. ოცნებაზე უარი არასოდეს არ უნდა ვთქვათ, წარსული წარსულში უნდა დარჩეს და აწმყოთი და მომავლის იმედით ვიცხოვროთ, გვასწავლის ნიკოლას სპარქსის კიდევ ერთი ბესტსელერი ”საოცნებო მხარე“, რომელიც სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებით გაგაოცებთ.
16.95
შუაღამის ბიბლიოთეკა
ავტორი: მეთ ჰაიგი
ჩამაფიქრებელი წიგნია, რომელიც ამტკიცებს, რომ მცირე სიკეთესაც დიდი შედეგი შეიძლება ჰქონდეს“. _ Radio Times ერთ დღესაც ჩვენი ცხოვრება სრულიად რომ შეიცვალოს, უკეთესი იქნება? სიცოცხლესა და სიკვდილს შორის შუაღამის ბიბლიოთეკაა და სწორედ იქ მოხვდება 35 წლის ნორა, ხელმოცარული ბედფორდელი მუსიკის მასწავლებელი, რომელიც გამოსავალს მხოლოდ თვითმკვლელობაში ხედავს. შუაღამის ბიბლიოთეკაში წიგნებით სავსე უამრავი თაროა და თითოეული წიგნი ახალი ცხოვრების გავლის, სულ სხვა გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევს, რაც მთავარია, არ ინანებს, თუ ოდესმე რაღაც არ გამოუვიდა. სხვადასხვა ცხოვრებით ცხოვრება საინტერესოა, მაგრამ ასე ბედნიერი იქნები? _ ვინ იცის?"
16.95