აწმყოს ძალა
16.95
ავტორი: ეკჰარტ ტოლე
სერია: ლურჯი ოკეანე
მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი
იმისათვის, რომ აწმყოს ძალაში შესვლა შევძლოთ, ჩვენს ანალიტიკურ გონებასა და მის მიერ შექმნილ ყალბ მე-ზე – ეგოზე – უარი უნდა ვთქვათ. ამ საოცარი წიგნის პირველივე გვერდები ახალ სიმაღლეზე აგვიყვანს, იქ, სადაც უფრო სუფთა და მსუბუქ ჰაერს ჩავისუნთქავთ, ჩვენი ყოფიერების ურღვევ არსს - „მარადიულ, ყველგან მყოფ, სიცოცხლის უთვალავი ფორმის მიღმა დავანებულ ერთ სიცოცხლეს ვუკავშირდებით; იმ სიცოცხლეების მიღმა, რომლებიც იშობა და კვდება“. მართალია, ეს მოგზაურობა ადვილი არ არის და უამრავი გამოწვევის წინაშე გვაყენებს,.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 16.95
- წონა
- 0.299
- ნანახია
- 1190
მსგავსი პროდუქტები
ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება
ავტორი: მარკ მენსონი
მთარგმნელი: დავით ახალაძე
სერია: ლურჯი ოკეანე
საკუთარ თავში შეუპოვრობისა და სითამამის აღმოჩენისთვის, სულაც არაა საჭირო თავის წარმოჩენა. პირიქით, ამისთვის ჩვენს დეფექტებსა და ნაკლოვანებებზე თავის გასწორება უნდა შეგვეძლოს. სწორედ ასეთ იდეებზეა აგებული წიგნი, მარკ მენსონის ,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება''. გვასწავლის: 1. როგორ გავუსწოროთ თვალი სამყაროში არსებულ გამოწვევებს? 2. როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი სირთულეების გადალახვის შემდეგ? 3. როგორ შევეგუოთ იმ აზრს, რომ ამ ქვეყანაში სულაც არაა ყველაფერი, ისე, როგორცადაც ჩვენ წარმოგვიდგენია.
16.95
ყველაფერი ტრა*შია
ავტორი: მარკ მენსონი
მთარგმნელი: დავით ახალაძე
სერია: ლურჯი ოკეანე
ჩვენ ვენ საინტერესო დროში ვცხოვრობთ. მატერიალურად ასეთი წელგამართულები ადრე არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ რატომღაც გვეჩვენება, რომ საქმე ძალიან, ძალიან ცუდადაა. რა ხდება? ერთადერთი, ვისაც შეუძლია ამ გაუგებრობაში გაგვარკვიოს, მარკ მენსონია. წიგნში „ყველაფერი ტრა შია“ მენსონი უამრავ ფსიქოლოგიურ კვლევასა და ფილოსოფოსთა (პლატონით დაწყებული, ტომ უეიტსით დამთავრებული) მარადიულ სიბრძნეზე დაყრდნობით, კრიტიკულად აანალიზებს რელიგიებს, პოლიტიკას, ფულს, გართობასა და ინტერნეტს. მენსონი ერუდიციისა და იუმორის ჩვეული ნაზავით მოგვიწოდებს, უფრო გულწრფელები ვიყოთ საკუთარ თავთან და გადავხედოთ ჩვენს დამოკიდებულებას რწმენის, ბედნიერების, თავისუფლებისა და თვით იმედის მიმართ.
16.95
როგორ გავხდი ის, ვინც ვარ
ავტორი: მიშელ ობამა
მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი
სერია: ლურჯი ოკეანე
ბავშვობაში უბრალო მისწრაფებები მქონდაო. ყველაზე მეტად ძაღლი უნდოდა; კიდევ _ ორსართულიანი სახლი შიდა კიბით... სახლი, რომელშიც მხოლოდ ერთი ოჯახი _ მისი ოჯახი იცხოვრებდა; კიდევ უნდოდა, მამას ოთხკარიანი ფურგონი ჰყოლოდა ორკარა ”ბიუკის“ ნაცვლად; ჯერ კიდევ ”კიკინებიანი“ გოგონა იყო, როცა დამაჯერებლად ამბობდა, რომ გავიზრდები, პედიატრი გამოვალო. უფროს ძმას კი მუდმივად უჩიჩინებდა, რადაც უნდა დაგიჯდეს, ყველა საგანში უმაღლესი შეფასება უნდა მიიღოო; წერს, ამბიციური ვიყავი, მაგრამ არ ვიცოდი, რას ვუმიზნებდიო. სამიზნეები კი ”კიკინებთან“ გამომშვიდობების კვალდაკვალ გამოიკვეთა და გოგონამ უკვე მკვეთრად პრაგმატულად დაალაგა, დახვეწა და განახორციელა სამომავლო გეგმები, და ერთ დღესაც ზესახელმწიფოს _ ამერიკის შეერთებული შტატების _ პირველი ლედი გახდა. ”ამ სტატუსმა ისეთი გასაქანი მომცა, რომლის მსგავსს ვერც წარმოვიდგენდი; უამრავი გამოწვევის წინაშე დამაყენა და ქედის მოხრა მასწავლა, ზეცაშიც ამაფრინა და მიწაზეც დამანარცხა“, _ ამბობს მიშელ ობამა, რომელმაც პიროვნებად ჩამოყალიბების ფაქტორები (ადამიანებიც), მისწრაფება-ოცნებების, ინტერესებისა და, ზოგადად, მსოფლმხედველობისა და ღირებულე-ბების განსაზღვრის მიზეზ-შედეგები გაიხსენა, კარგად გააანალიზა და... დაწერა ”როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“.
24.95
POST კორონა
ავტორი: სკოტ გელოუეი
სერია: ლურჯი ოკეანე
მთარგმნელი: ანი ნემსიწვერიძე
"სკოტ გელოუეი გვარწმუნებს, რომ პანდემია არა იმდენად ცვლილებების მაუწყებელი, რამდენადაც უკვე არსებული ტენდენციების დამაჩქარებელია. „Post კორონაში” ის კრიზისის სურათს წარმოგვიდგენს და ჩვენ წინაშე გაჩენილ შესაძლებლობებს გვკარნახობს: ზოგი ბიზნესფერო, როგორიცაა მძლავრი ტექნოლოგიური მონოპოლიები, კრიზისის წყალობით აყვავდება, ზოგი _ მაგალითად, უმაღლესი განათლება _ იძულებული იქნება, საკუთარი ღირებული შეთავაზების შესანარჩუნებლად იბრძოლოს, რაც ფუჭი მცდელობაა, თუკი ერთმანეთს მხარში არ ამოვუდგებით. კიდევ: პანდემიამ დააჩქარა ხელისუფლებასა და საზოგადოებაში გამოკვეთილი ტენდენციების გამოვლენა, რაც განუზომლად ზრდის ნაპრალს ამერიკის როგორც შესაძლებლობათა ქვეყნის იმიჯსა და ჩვენი კეთილდღეობის დაქვეითების მაუწყებელ სავალალო რეალობას შორის. "
14.95