ახალი ბრძოლა
12
ავტორი: ბერთ ნიქსი
მთარგმნელი: არჩილ რაჭველი
სერია:ლიბერქიდსი
ერდასის სამეფოში მხოლოდ რჩეულებს ჰყავთ საკუთარი მეომარი ცხოველი. აბეკე, კონორი, მეილინი და როლანი, სწორედ ასეთები არიან. თუმცა ოთხფეხა მეგობრების დამორჩილების უნარი დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებს მათ - მეგობრებმა თავიანთი ნიჭი სამეფოსა და, მთლიანად, დედამიწის გადასარჩენად უნდა გამოიყენონ.და აი, ისინი გზაში არიან! მტრის ტერიტორიაზე შეღწევა, ბოროტ ძალებთან შერკინება ადვილი არ იქნება. დიდი თავგადასავალი გრძელდება!
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 12
- წონა
- 0.296
- ნანახია
- 147
მსგავსი პროდუქტები
საძაგელი მამიდა
ავტორი: დევიდ უოლიამსი
სერია: ლიბერქიდსი
სტელა საქსბი „საქსბი-ჰოლის“ ერთადერთი მემკვიდრეა, მაგრამ ძნელია, მამიდა ალბერტასა და მის ბავარიულ ბუს წინ აღუდგე. მამიდა, ალბათ, ყველას მოსიყვარულე და მზრუნველი წარმოგიდგენიათ, მაგრამ ცდებით. თუ ის არ გაძლევს უფლებას საყვარელ ტელეგადაცემას უყურო, გაიძულებს ჭამო საზიზღარი ჭარხლის წვნიანი, დაგცინის, ყველაზე გემრიელ შოკოლადს თვითონ მიირთმევს, გაიძულებს თავისი მოქსოვილი, ჩხვლეტია ჯემპრი ჩაიცვა და თუ ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი ეს სასტიკი ქალია, შენ კი პატარა ობოლი გოგონა ხარ, რა უნდა გააწყო?
12
პატარა ჩარლის მოგზაურობა
ავტორი: კრისტოფერ პოლ კერტისი
სერია: ლიბერქიდსი
"პატარა ჩარლის მოგზაურობის მარშრუტი ასეთია: ამერიკის მიჩიგანის შტატიდან კანადამდე და უკან. ამ მოგზაურობის მიზანი გაქცეული მონების უკან დაბრუნებაა, საბაბი კი ოჯახის ვალი, რომელიც პატარა ჩარლიმ უნდა გაისტუმროს. მოგზაურობისას შეიძლება აღმოაჩინო, რომ ყველაფერი, რაც იყო და რაც არის, ტყუილია! რას აკეთებს პატარა ბიჭი, როცა დიდი ისტორიული უსამართლობის პირისპირ აღმოჩნდება?"
12.95
საბალეტო ფეხსაცმელები
ავტორი: ნოელ სტრიტფილდი
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
სერია: ლიბერკიდსი
გინახავთ ფილმი ”თქვენთვის წერილია“? მაშინ აუცილებლად შეამჩნევდით ქეთლინ კელის საყვარელ წიგნს ”Ballet Shoes“. ეს სწორედ ის წიგნია! პაულინი, პეტროვა და პოსი დები არიან, თუმცა მათ მხოლოდ ის აერთიანებთ, რომ ბიძია მეთიუმ სამივე განამარხი ნიმუშებივით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეაგროვა და დისშვილის შვილს, სილვიას, საჩუქრად ჩამოუყვანა. გვარი ”ფოსილი“ გოგონებმა თავად აირჩიეს და გადაწყვიტეს, თავიანთი სანიმუშო ცხოვრებით ის ისტორიის წიგნებში შეეტანათ. ამისთვის კი განსხვავებული გზები აირჩიეს. წაიკითხეთ ეს საოცარი წიგნი და იფიქრეთ პეტროვას შეკითხვაზე: ასარჩევად რომ გქონდეთ საქმე, რომელი მათგანის ცხოვრებას აირჩევდით?
12.95
მიწის მთხრელები
ავტორი: ტერი პრეტჩეტი
მთარგმნელი: ბექა არაბული
სერია: ლიბერკიდსი
მაღაზიიდან გამოქცევის შემდეგ ნომებს ისევ საფრთხე ემუქრებათ... ცოტა უცნაური, მაგრამ მიზანდასახული პაწაწინა არსებები გადარჩენის გზებს ეძებენ. ფიქრობენ, რომ მათი ყველაზე დიდი მტერი ადამიანია, გულგრილი და უგრძნობი ადამიანი, რომელიც მხოლოდ თავის გეგმებზე ფიქრობს და ირგვლივ ვერავის ამჩნევს... მაგრამ იქნებ ცდებიან? ეს ჯერ არავინ იცის... მათ ჯერ ახალი თავშესაფარი უნდა იპოვონ, მერე კი ნომების წარმომავლობის საიდუმლოს ამოსახსნელად წასული თავისიანების ამბავი შეიტყონ
9.95
ცეცხლი და ყინული
ავტორი: შერონ ჰეილი
მთარგმნელი: არჩილ კიკვაძე
სერია: ლიბერკიდსი
კონორი, აბეკე, როლანი და მეილინი - უშიშარი მეგობრები და მათი მეომარი ცხოველები ისევ გამოჩნდნენ! ეს კი ნიშნავს, რომ ამ გულადი ოთხეულის დიდი თავგადასავალი გრძელდება! საით გაემართებიან? რა მიზანი ამოძრავებთ ამჯერად? მათი გზა ჩრდილოეთისკენ მიდის, იდუმალებით მოცულ, მუდმივი ყინულის სამეფოსკენ. სწორედ იქ უნდა დაანთონ ცეცხლი - გაუმკლავდნენ დამპყრობლებს და დაამარცხონ ბოროტება. ეს ადვილი არ არის - წინ ფათერაკებით სავსე მოგზაურობა ელით!
11.95