santaesperanza
ბავშვები კორტესარის მთიდან
ბავშვები კორტესარის მთიდან

ბავშვები კორტესარის მთიდან


14.95

ავტორი : ცოტნე ავსაჯანიშვილი

 

„ბავშვები კორტესარის მთიდან“ მცირე რომანია, რომელშიც მკითხველი სიურრეალისტურ ქალაქ მონტელუს ეცნობა. ქალაქში ფანტასმაგორიული ამბები ხდება. ქალაქის მთავარ მთას კორტესარის მთა ჰქვია. სწორედ ამ ადგილას იკრიბებიან ვაჩე, გრასუნა, ტყუპი მიგრანტები – ჟელი და ბონი. მათი ამბების ფონზე ავტორი, თითქოს შემთხვევით, სოციალურ პრობლემებსაც ეხება. რომანის მეორე ნაწილში განვითარებული პოლიტიკური პერიპეტიების კარიკატურულობა ერთდროულად სიცილსაც იწვევს და თან შორეულად თბილისის უახლეს ისტორიასაც მოაგონებს მკითხველს. როგორ აღმოჩნდნენ უკვე გაზრდილი ბავშვები კორტესარის მთიდან ავანტიურისტული სამხედრო აჯანყების მონაწილენი და როგორ გაიყო ბავშვობის მეგობრების გზები? იქნებ მთელი ამ ამბოხის მიღმა პირადი შურისძიება დგას? ამ კითხვებზე პასუხს მკითხველი რომანში იპოვის. ცოტნე ავსაჯანიშვილის სადებიუტო წიგნი, რომელიც მოთხრობებსა და მცირე რომანს აერთიანებს, საინტერესო და არაორდინარულ პერსონაჟთა პალიტრითა და ორიგინალური იუმორით გამოირჩევა. მოთხრობების სიუჟეტი დინამიკურია და დასასრული – ხშირად მოულოდნელი. ყურადღებას იქცევს ენობრივი ქსოვილიც – ყოველდღიური, სასაუბრო მეტყველება პერსონაჟებს კიდევ უფრო ნაცნობსა და ახლობელს ხდის მკითხველისთვის.


გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
14.95
წონა
0.299
ნანახია
406
გაზიარება: