santaesperanza
ბავშვი, რომელიც ძაღლების ენაზე ლაპარაკობდა
ბავშვი, რომელიც ძაღლების ენაზე ლაპარაკობდა

ბავშვი, რომელიც ძაღლების ენაზე ლაპარაკობდა


10

ავტორი: ჟოანა გრუდა

მთარგმნელი: თამარ ხოსრუაშვილი

ჟოანა გრუდა თეატრის მსახიობი და მთარგმნელია. იგი პოლონეთში დაიბადა და ორი წლის ასაკში მშობლებთან ერთად გემით ჩავიდა კანადის ქალაქ ტრუა-რივიერში, სადაც ამჟამად ცხოვრობს. წიგნში “ბავშვი, რომელიც ძაღლების ენაზე ლაპარაკობდა” იგი მოგვითხრობს ნამდვილ ამბავს მამამისის, პოლონელი ებრაელის შესახებ, რომელმაც საოცარი ცხოვრება გამოიარა – ისეთი, რომელსაც ვერანაირი ფანტაზია ვერ გამოიგონებსო, აღნიშნავენ ჟურნალისტები. ამ ცხოვრებაში იყო მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდის ვარშავა, დევნილი კომუნისტური პარტია, პოლონელებისა და რუსი კომუნისტების ურთიერთობა სტალინის პერიოდში, შემდეგ ომი, ოკუპირებული პარიზი, საფრანგეთის პროვინციებში დამალვა, გათავისუფლება, ნანგრევებად ქცეულ პოლონეთში დაბრუნება. ეს არის ამბავი ბავშვზე, რომელმაც მრავალი სახელი და გვარი, გამოგონილი ბიოგრაფია, ოჯახი, საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა, რომელიც ზოგჯერ საკუთარი მოხერხებულობის, თვითგადარჩენის ინსტინქტის და ზოგჯერ უბრალოდ შემთხვევითობის წყალობით გადარჩა ცოცხალი. საოცარია ბავშვის თვალით აღქმული ისტორიული მოვლენები, ომი – არაჰუმანური და ჰუმანური, დამპყრობელი – მტრული და მეგობრული, თანამემამულეები – პატრიოტები და გამომრჩენები, პოლიტიკური მრწამსი – კეთილშობილური და მიუღებელი...


გამომცემლობა
აგორა
ფასი
10
ნანახია
447
გაზიარება: