ბიჭი, რომელიც (შემთხვევით) გახდა ცნობილი
11.95
ავტორი: დევიდ ბედიელი
სერია: ლიბერქიდსი
"ბილი სმითი არაფრით გამორჩეული ბავშვია, სახელიც უბრალო და უინტერესო აქვს. მისი ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი იცვლება _ შემთხვევით ძალიან პოპულარული ხდება. ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მალე ბილი დაეჭვდება _ ნუთუ მართლა უნდა, რომ ყველაზე პოპულარული ბავშვი იყოს? იქნებ „ძველი“ ბილის ცხოვრება უფრო საინტერესოა? ამ კითხვებზე პასუხს დევიდ ბედიელის ამ შესანიშნავ წიგნში ამოიკითხავთ!''
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 11.95
- წონა
- 0.25
- ნანახია
- 149
მსგავსი პროდუქტები
ცუდი მამა
ავტორი: დევიდ უოლიამსი
მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი
სერია: Liberkids
"არსებობენ სხვადასხვანაირი მამები: მსუქნები და გამხდრები, მაღლები და დაბლები, ახალგაზრდები და მოხუცები, დინჯები და მხიარულები, არასერიოზულები და სერიოზულები, ხმაურიანები და ჩუმები... ეს არის ამბავი მამასა და შვილზე. ფრენკი შვილია. მამა მამაა და მას გილბერტი ჰქვია. დევიდ უოლიამსის ეს მხიარული, ალაგ-ალაგ კი სევდიანი წიგნი გიამბობთ მამა-შვილზე, რომელიც უდრტვინველად უძლებს გაჭირვებას, ოღონდ კი ერთად იყვნენ. ფრენკისა და მამამისის თავგადასავალი უსამართლობასა და ბოროტებასთან ბრძოლაა."
12.95
ქალთევზას ამბავი
ავტორი; ლუიზ ო'ნილი
მთარგმნელი: ლეილა ბერიშვილი
სერია: ლიბერკიდსი
მიურჯინი ზღვის მეფის ქალიშვილია, მშვენიერი, ლურჯთვალა ქალთევზა, რომელსაც ძალიან აინტერესებს ადამიანთა სამყარო. ზღვის სამეფოში კი ასეთი წესია: გოგონას უფლება აქვს ავიდეს მაღლა, ნახოს ხმელეთი და ცა, ადამიანებსაც მოჰკრას თვალი, მაგრამ უკან უნდა დაბრუნდეს. ბებია სულ შთააგონებს, რომ ქალს არ შეჰფერის ბევრი შეკითხვის დასმა. აბა, ცნობისმოყვარეობა რა გოგონას საქმეა? ამან ხომ მიურჯინის დედა დაღუპა?
11.95
ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს
ავტორი: სტიუარტ ფოსტერი
მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე
სერია: ლიბერკიდსი
ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მისი უფროსი ძმა შინიდან წავიდა... თუ წაიყვანეს?.. დენი გაღიზიანებულია, ჯავრს კი ყველაზე სუსტსა და დაუცველზე იყრის. მას ალექსი ჰქვია. ალექსიც რთულ მდგომარეობაშია. მწვავე ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა აქვს, რის გამოც სახლიდან გასვლის ეშინია. მით უმეტეს, როცა სკოლაში დენი და მისი აგრესიული ბანდა ელოდება... ერთ დღესაც დედები ბიჭებს სკოლის გარეთ დაუგეგმავენ შეხვედრას ალექსი დენს უნდა დაეხმაროს ტივის აგებაში. ეს სამყაროს დასასრულის ტოლფასია ორივესთვის! მაგრამ ხომ შეიძლება ეს ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ამბავი დიდი მეგობრობის დასაწყისი გახდეს?
12.95
ადამიანი-კონტროლერი
ავტორი: დევიდ ბედიელი
სერია: ლიბერქიდსი
ფრედი და ელი ტყუპია. მათ ძალიან უყვართ ვიდეოთამაშები და უფრო ეხერხებათ კიდეც, ვიდრე სხვა რამ, მაგალითად, ფეხბურთი ან სკოლის ყოჩებთან ურთიერთობა. ერთ მშვენიერ დღეს და-ძმას კომპიუტერის ეკრანზე მისტერი მენი ეცხადება – იდუმალებით მოცული კაცი; იგი მათ ვიდეოთამაშების კონტროლერს უგზავნის, რომელიც სხვა კონტროლერებს არ ჰგავს. დაბნეული და გაოცებული ბავშვები ცდილობენ, გამოიცნონ, რა შეუძლია ამ უცნაურ ხელსაწყოს. მალე საიდუმლო გასაღებსაც პოულობენ და კონტროლერის დახმარებით სურვილების ასრულებას იწყებენ...
12