santaesperanza
ბნელი კოშკი 2 სამის გამორჩევა
ბნელი კოშკი 2 სამის გამორჩევა

ბნელი კოშკი 2 სამის გამორჩევა


14.9

ინგლისურიდან თარგმნა ნინო შეყილაძემ. ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის რომანების ციკლი ”ბნელი კოშკი” ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორის, ვესტერნისა და, გარკვეულწილად, მელოდრამის წარმატებული ნაზავია, რის გამოც მან იმთავითვე დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ ჟანრების მოყვარულთა შორის. ნაწარმოებში მოთხრობილია მსროლელ როლანდ დისქეინის თავგადასავალი, რომელიც მას ბნელი კოშკის ძიების გზაზე გადახდ ება, თავად ბნელი კოშკი კი როლანდს ყველა სამყაროს შემაკავშირებელ ღერძად ესახება, რომელმაც ისინი ნგრევისა და ქაოსისაგან უნდა იხსნას. ”სამის გამორჩევა” ციკლის მეორე წიგნია. პირველი წიგნის, ”მსროლელის”, ბოლოს შავსამოსიანი კაცი როლანდს ტაროს კარტით უმკითხავებს და მომავალს უწინასწარმეტყველებს. იგი როლანდს ყურადღებას სამ უჩვეულო კარტზე - ”პატიმარზე”, ”ჩრდილების ქალბატონზე” და ”სიკვდილზე” ამახვილებინებს. ”სამის გამორჩევა” სწორედ ამ წინასწარმეტყველების ახდენაზე მოგვითხრობს - როლანდის მეორე ნაბიჯზე კოშკის ძიების რთულსა და ხიფათით სავსე გზაზე.


გამომცემლობა
დიოგენე
ფასი
14.9
წონა
0.499
ნანახია
478
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები