ბოლოს ორივე კვდება
14.95
ავტორი: ადამ სილვერა
სერია Liberteens
წარმოიდგინეთ, რომ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც 24 საათით ადრე გვატყობინებენ, რომ მალე მოვკვდებით. წიგნის მთავარი პერსონაჟი სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდება, არადა გრძნობს, რომ ჯერ არც კი უცხოვრია. ადამ სილვერა თამამად მოგვითხრობს სინანულზე, სიკვდილის შიშზე, დაუფასებელ ურთიერთობებსა და დროის მნიშვნელობაზე. რა აზრები სდევს სიკვდილთან ასე მიახლოებულ ორ მთავარ პერსონაჟს და რისი შეცვლა შეუძლიათ 24 საათში?“
ნინო ადუაშვილი, 16 წლის.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 14.95
- წონა
- 0.299
- ნანახია
- 574
მსგავსი პროდუქტები
შენ ჩემპიონი ხარ
სერია: Liberteens
" მარკუს რაშფორდი „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების მოთამაშეა − ეს უკვე დიდი მიღწევაა! მაგრამ მხოლოდ კარიერული წარმატებით არ დაკმაყოფილებულა − მან საკუთარი სამოქალაქო ვალდებულება სოციალურ აქტივობაში დაინახა − ბავშვთა შიმშილობის წინააღმდეგ შთამაგონებელი კამპანია წამოიწყო და ასობით ბავშვს ბავშვობა გაულამაზა. ეს მარკუს რაშფორდია, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ინგლისელი ბიჭი იყო, ცხოვრობდა მანჩესტერის სამხრეთით, უიდენშოში, და ფეხბურთელობაზე ოცნებობდა... მარკუსმა მთავარი ოცნება აიხდინა, დიდ მიზნებსაც მიაღწია და წარმატებების გზებითაც იარა და ახლა ცდილობს საკუთარი გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს. „შენ ჩემპიონი ხარ“ ბევრი მეოცნებისთვის ცხოვრებისეული მეგზური და ერთგული მრჩეველი გახდა. ამ წიგნში აღმოაჩენ, თუ როგორ გახდე თავდაჯერებული; როგორ დაისახო დიდი მიზნები და მერე როგორ გაიარო ამ მიზნებამდე მისასვლელი გზები; გამოიმუშავო ჩემპიონის უნარ-ჩვევები, იმუშავო საკუთარი თავის სრულყოფაზე და არასოდეს შეწყვიტო სწავლა."
14.95
პირველი, ვინც ბოლოს მოკვდება
ავტორი: ადამ სილვერა
სერია: Liberteens
მთარგმნელი: გიორგი გომართელი
„სიკვდილის უწყების" ამუშავების ღამეა და თავში ყველას ერთი კითხვა უტრიალებს: „უწყებას" ადამიანის სიკვდილის წინასწარმეტყველება მართლა შეუძლია თუ ეს კარგად დადგმული სპექტაკლია?
ორიონ პაგანი წლების განმავლობაში ელოდა, რომ ვიღაც დაურეკავდა და სიკვდილის ამბავს ამცნობდა. მას გულის მძიმე დაავადება აქვს
ვალენტინო პრინსი ნიუ-იორკში ცხოვრების თავიდან დასაწყებად ჩადის. წესით, წინ დიდი მომავალი აქვს და „სიკვდილის უწყებაზე" მას შემდეგ დარეგისტრირდება, რაც მისი და კინაღამ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა
პირველი დღის სატელეფონო ზარების შემდეგ ორიონისა და ვალენტინოს ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება - ერთს დაურეკავენ, მეორეს კი - არა
16.95
საგიჟეთი
ავტორი: მედლინ რუ
მთარგმნელი: დავით აკრიანი
სერია: ლიბერთინსი
ეს სახლი ქვით ააშენეს, პირქუში მთებიდან ამოცლილი რუხი ქვით. ეს იყო სახლი მათთვის, ვინც ვერ ზრუნავდა საკუთარ თავზე, ვისაც ხმები ესმოდა, უცნაური აზრები ჰქონდა და უცნაურ რამეებს სჩადიოდა. სახლს ასეთები უნდა შეეფარებინა. ერთხელ აქ მოსულები, აღარასოდეს მიდიოდნენ.
12.95
დაიცავი შენი გული
ავტორი: სიუ დივინი
სერია:ლიბერთინსი
ჩრდილოეთი ირლანდია. 2016 წელი. ბიჭი კათოლიკეა, ირლანდიელი და რესპუბლიკელი. როცა მამამისი,ყოფილი პოლიტპატიმარი, ოჯახიდან წავიდა, დედა კი გარდაიცვალა, ერთადერთი ოცნებაღა დარჩა _ როგორმე ჩააბაროს გამოცდები და წავიდეს დერიდან, სულერთია, სად... გოგონა პროტესტანტი და ინგლისელია, მამა და ძმა _ პოლიციელები... და როცა ბიჭს სასტიკად სცემენ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩრდილოირლანდიელები და ინგლისელები საუკუნეებია ვერ მორიგებულან რწმენის გამო, გოგონა უშველის. ერთ დღესაც ისინი ერთმანეთს შეხვდებიან და ორივეს ეჩვენება, რომ მათ შორის გადაულახავი წინააღმდეგობებია. არადა, ბევრს არ ითხოვენ _ მხოლოდ ერთად ყოფნა სურთ...
14.95
Playlist - ის საიდუმლო
ავტორი: მიშელ ფალკოფი
მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
სერია: ლიბერთინს
აი, რა იცის სემმა: იყვნენ წვეულებაზე, იჩხუბეს, მეორე დილით კი საუკეთესო მეგობარი გარდაცვლილი ნახა. მას მეგობრისგან დარჩა მეხსიერების ბარათზე საგანგებოდ მისთვის ჩაწერილი სიმღერები და წერილი: "მოუსმინე და ყველაფერს მიხვდები". მოკლედ - დიდი საიდუმლო, რაც სემმა უნდა ამოხსნას. იმისთვის, რომ გაიგოს, რა მოხდა, სემი მხოლოდ მოგონებებსა და ჰეიდენის დატოვებულს ენდობა. ამასობაში, გამოჩნდება ვიღაც, ვინც ღამღამობით, ჰეიდენის სახელით, უცნაურ შეტყობინებებს უგზავნის. გადაწყვეტილება მიღებულია: უნდა გაარკვიოს, ვინ არის დამნაშავე ჰეიდენის სიკვდილში. ეჭვმიტანილი ბევრია, დაწყებული ჰეიდენის მშობლებიდან, ძმიდან თუ "შარიანი სამეულიდან", დამთავრებული ახალგაცნობილი უცნაური გოგონათი და რაც მთავარია, თავად სემით! რაც მეტს იგებს, მით უფრო ბუნდოვანდება სურათი. უკან დახევა კი შეუძლებელია - უნდა შეაკოწიწოს და აღადგინოს ის ამბავი, მის მეგობარს რომ გადახდა თავს. იქნებ ამ გზით საკუთარი ცხოვრებაც შეცვალოს. ვერასოდეს მიხვდები, თუ არ მოუსმენ!
13.95
წიგნის ქურდი
ავტორი: მარკუს ზუზაკი
მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
სერია: ლიბერთინს
ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად, ჰიმელსტრიტზე ცხოვრობს. მისი მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობელზე, ეს ჰიმელს-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა.
14.95