ბრაზილია
ფასდაკლება
12.32 18.95
ავტორი: ჯონ აპდაიკი
მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე
სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა
კოპაკაბანის ხალხმრავალ სანაპიროზე 19 წლის ტრისტაო – რიოს ღატაკ უბანში მცხოვრები მეძავის შვილი – შემთხვევით გაიცნობს იზაბელს – ცნობილი ბრაზილიელი პოლიტიკოსის 18 წლის ქალიშვილს. სხვადასხვა სოციალური წრისადმი კუთვნილებისა და განსხვავებული აღზრდის მიუხედავად, ურთიერთლტოლვა იმდენად მძაფრია, რომ ტრისტაო და იზაბელი გადაწყვეტენ – ისინი ბედისწერამ შეახვედრა ერთმანეთს და მათი სიყვარული ყველა გამოცდას გაუძლებს. გამოცდა კი – თან სრულიად მოულოდნელი – წინ არაერთია. დიდი ამერიკელი მწერლის, ჯონ აპდაიკის (1932-2009) „ბრაზილია“ თანამედროვე ტრისტანისა და იზოლდას ვნებითა და სისასტიკით გაჯერებული ამბავია.
- გამომცემლობა
- დიოგენე
- ფასი
- 12.32
- ძველი ფასი
- 18.95
- ნანახია
- 459
მსგავსი პროდუქტები
ნუ იყვირებ: მგელი, მგელი!
ავტორი: ფარლი მოუეტი
სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა
მთარგმნელი: ნანა კიკნაძე; ალექსანდრე ქორელი
ეს წიგნი არქტიკული მგლების ოჯახთან გატარებულ ერთ ზაფხულზე მოგვითხრობს. ფარლი მოუეტს კანადის ტუნდრაში აგზავნიან მგელზე დაკვირვების საწარმოებლად. მგლების მიერ ჩრდილოეთის ირმის, კარიბუს პოპულაციის განადგურება ეროვნული მნიშვნელობის პრობლემაა და ახალგაზრდა ბიოლოგი მთელი შემართებით იწყებს მტაცებლების ყოფის შესწავლას. იგი მალევე ხვდება, რომ თავადაც დაკვირვების ობიექტია – ცნობისმოყვარე მგლები დიდ გამჭრიახობას იჩენენ და არც იუმორის ნაკლებობას უჩივიან. მათი ცხოვრების ნირის, ჩვევებისა და მგელ-კარიბუს ურთიერთობის შემყურე მეცნიერი გაოგნებულია – სახელმძღვანელოებში ამოკითხული არაფრით ემთხვევა მგლების ნამდვილ ყოფას.
კანადელი მწერლის, ბიოლოგისა და ბუნების დამცველის, ფარლი მოუეტის (1921-2014) ავტობიოგრაფიული წიგნი «ნუ იყვირებ: მგელი, მგელი!» (1963) ქართულად პირველად 1980 წელს გამოიცა. ახალი გამოცემისთვის თარგმანი ხელახლა გარედაქტირდა და ორიგინალს შედარდა.
17.95
პორტნოის სინდრომი
ავტორი: ფილიპ როთი
მთარგმნელი: ქეთი ქანთარია
სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა
ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსი, ფილიპ როთი (1933-2018) არაერთი ბრწყინვალე რომანის ავტორია, თუმცა „პორტნოის სინდრომი“ მათ შორის ყველაზე ცნობილია. 1969 წელს გამოცემულმა წიგნმა ამერიკაში ისეთივე ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორიც თავის დროზე ვლადიმირ ნაბოკოვის „ლოლიტამ“ და ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკმა“. მთელი რომანი ფსიქოთერაპიის სეანსზე მყოფი ალექს პორტნოის გაბმული მონოლოგია, რომელიც ბავშვობის მოგონებებით იწყება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და თამამი წიგნი მეოცე საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში.
17.95
ზარხუფი
ავტორი: სილვია პლათი
მთარგმნელი: ლელა სამნიაშვილი
სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა
ბოსტონის გარეუბნელ 19 წლის ესთერ გრინვუდს ნიუ-იორკის პრესტიჟულ ჟურნალში სტაჟირების შესაძლებლობა ეძლევა. მწერლობაზე მეოცნებე ესთერისთვის ეს ახალი ცხოვრების დასაწყისია. იგი მეგაპოლისის მღელვარე ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. თითქოს ყველაფერი რიგზე უნდა იყოს, მაგრამ ესთერის სულიერი მდგომარეობა ნელ-ნელა რთულდება...
„ზარხუფი“ ამერიკელი პოეტის, სილვია პლათის (1932-1963) ყველაზე ცნობილი პროზაული ტექსტია. რომანი, რომელიც დიდწილად ავტობიოგრაფიულია, 1963 წელს, ავტორის თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე გამოიცა ვიქტორია ლუკასის ფსევდონიმით.
11.67
17.95
სალამინის ჯარისკაცები
ავტორი: ხავიერ სერკასი
ესპანეთის სამოქალაქო ომის (1936-39) მიწურულს, დამარცხებული რესპუბლიკელები პირენეებისაკენ მიიწევენ. ბრძანების შესაბამისად, მათ დასახვრეტად გაჰყავთ ორმოცდაათამდე ნაციონალი ტყვე. ტყვეებს შორისაა ფაშისტი მწერალი, ესპანური ფალანგის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რაფაელ სანჩეს მასასი, რომელიც სადამსჯელო რაზმს უსხლტება და თავს ტყეს აფარებს. დადევნებული ჯარისკაცებიდან ერთ-ერთი აგნებს მასასს. ერთხანს მტრები ერთმანეთს უტყვად შესცქერიან, მერე ჯარისკაცი თავისიანებს გასძახებს: „აქ არავინაა!“, ტრიალდება და იქაურობას ეცლება… ვინ იყო ეს უცნობი მებრძოლი? რატომ არ გაიმეტა მტერი? კვლავაც ცოცხალია თუ არა? სწორედ ამის დადგენას ცდილობს მთხრობელი ათწლეულების შემდეგ.
„სალამინის ჯარისკაცები“ ესპანელი მწერლის, ხავიერ სერკასის (1962) ყველაზე ცნობილი რომანია. წიგნი, რომელსაც საფუძვლად ესპანეთის ისტორიის ტრაგიკული ფაქტები უდევს, ოცზე მეტ ენაზეა ნათარგმნი.
16.95
ოქროს ტაძარი
ავტორი: იუკიო მიშიმა
მთარგმნელი: დავით გოგინაშვილი
მე-20 საუკუნის იაპონური ლიტერატურის შედევრს, იუკიო მიშიმას (1925-1970) „ოქროს ტაძარს“ საფუძვლად კიოტოში მომხდარი ნამდვილი ამბავი უდევს. მწერალი ადამიანის ყველაზე რთულად ასახსნელი ინსტინქტების ჩვენებას ისე ახერხებს, რომ მკითხველს დამზაფრავი გულწრფელობით გამორჩეული მთავარი გმირის თანამზრახველად აქცევს. სილამაზის არსის შეცნობა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად ქცეულა ბუდისტი მორჩილისთვის, რომლის ფიქრებიც მუდმივად დასტრიალებს ოქროს ტაძარს – სრულყოფილების განსახიერებას. რამდენად ძლიერია განადგურების ვნება მაშინ, როცა საკუთარ არასრულყოფილებას ბოლომდე აცნობიერებ? წლების შემდეგ იუკიო მიშიმა სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს, მისი მთავარი გმირის ნააზრევი კი სულ სხვა მნიშვნელობას შეიძენს.
11.67
17.95