მსგავსი პროდუქტები
მარტინ იდენი
ავტორი: ჯეკ ლონდონი
სერია: 50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ
წიგნი ინგლისურიდან თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ. ღარიბი მეზღვაური მარტინ იდენი წარმატებასა და მაღალ სოციალურ მდგომარეობაზე ოცნებობს და ცდილობს, ეს ოცნება რეალობად აქციოს. მოტივაციაც დიდი აქვს – უყვარს მდიდარი და გავლენიანი ოჯახის შვილი. გოგონას გულისა და ხელის მოსაპოვებლად კი სიმდიდრე და საზოგადოების პატივისცემა სჭირდება. დიდი მცდელობის შემდეგ, მარტინ იდენთან წარმატება მოდის – ის დიდებას მოიპოვებს, თუმცა... სად გადის ზღვარი ინდივიდუალიზმის შენარჩუნებასა და წარმატებას შორის? რამდენის დათმობა და გაღება შეუძლია ადამიანს მიზნის მისაღწევად?..
16.95
სამი მუშკეტერი - წიგნი II
ავტორი: ალექსანდრე დიუმა
სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ
ალექსანდრე დიუმას “სამი მუშკეტერი” XVII საუკუნის საფრანგეთის სამეფო კარის შესახებ მოგვითხრობს. მეფე ლუდოვიკო XIII-ისა და მისი პირველი მინისტრის, კარდინალ რიშელიეს დახლართული ინტრიგების მონაწილე ხდება გასკონიიდან პარიზში ჩასული, მუშკეტერობაზე მეოცნებე დარტანიანი, რომლის უცნაური ცხოვრება მას მერე იწყება, რაც პარიზში მეფის მუშკეტერებს გაიცნობს და დაუმეგობრდება.
16.95
ტომ სოიერის თავგადასავალი
ავტორი: მარტინ იდენი
სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წ0აიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ
"ტომ სოიერის თავგადასავალს" ბავშვებიც და დიდებიც ინტერესით კითხულობენ. მკითხველი კი არა, თურმე თავად მარკ ტვენიც დიდხანს ფიქრობდა, ვერ "დაედგინა", ვისთვის დაწერა "ტომ სოიერი" - დიდებისთვის თუ პატარებისთვის. ბოლოს კი ასეთი დასკვნა გამოიტანა: ეს წიგნი უმთავრესად ბიჭებისა და გოგონებისთვის მაქვს დაწერილი, მაგრამ ვიმედოვნებ, დიდებიც წაიკითხავენო.
16.95
ბუდენბროკები (ტომი I)
ავტორი:თომას მანი
სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ
„ბუდენბროკები“ მარტო თომას მანის სიცოცხლეში ათასორასჯერ გამოიცა. რომანი მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და მსოფლიოს კლასიკურ ლიტერატურაში ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. „ბუდენბროკები“ ეპიკური ტილოა, სადაც დიდი ოსტატის კალმით აისახა ერთი ბურჟუაზიული ოჯახის ოთხი თაობის ცხოვრება, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ერთი ოჯახის დეგენერაციისა და გადაშენების პროცესი.
16.95