გაიბზარა წკარუნით სარკე
15.95
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
პატარა სოფელ სენტ-მერი-მიდის მყუდროება დაირღვა _ ახალშეძენილ დიდ სახლში ცნობილი რეჟისორი და მისი კინოვარსკვლავი მეუღლე დაბინავდნენ. ახალმოსახლეობის აღსანიშნავად და საქველმოქმედო ღონისძიების ჩასატარებლად ცოლ-ქმარმა უამრავი სტუმარი დაპატიჟა, მაგრამ ზეიმი ტრაგედიად იქცა _ სოფლის მკვიდრი ერთი კეთილი დიასახლისი მოწამლეს... ვინ ჩაუყარა საწამლავი სასმელში? იქნებ ქალი შეცდომით მოკლეს და მსხვერპლი სულ სხვა ვინმე უნდა ყოფილიყო? ამ თავსატეხის ამოხსნაში მთავარ ინსპექტორ დერმოტ კრედოკს დაეხმარება შეუდარებელი მის მარპლი _ მხოლოდ ამ მახვილგონიერ და ადამიანის ბუნების უზადო მცოდნე მოხუც ქალს შეუძლია უცნაური მკვლელობის გახსნა.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 15.95
- წონა
- 0.399
- ნანახია
- 424
მსგავსი პროდუქტები
ბრალდების მოწმე და სხვა მოთხრობები
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
„ბრალდების მოწმე და სხვა მოთხრობები“ აგათა კრისტის მოთხრობების კრებულია და პირველად 1948 წელს, აშშ-ში გამოქვეყნდა. მკითხველის საყვარელი მაძებარი, სახელგანთქმული ერკიულ პუარო, რომელიც „დეტექტივების დედოფლის“ არაერთი დეტექტივის მთავარი გმირია, კრებულში მხოლოდ ერთ მოთხრობაში („მეორე გონგი“) გვხვდება. წიგნში თავმოყრილ ყველა მოთხრობას საოცარი დასასრული აქვს. დაძაბული სიუჟეტი, ხიფათის წინათგრძნობა და დანაშაული, ერთმანეთს გადაჯაჭვული ფანტასტიკა და რეალობა, ...
15.95
უდანაშაულობის გამოცდა
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
„უდანაშაულობის გამოცდა“ აგათა კრისტის ერთ-ერთი უსაყვარლესი რომანი იყო. „ჩემს ყველა დეტექტივს შორის,-წერდა „დეტექტივების დედოფალი“ თავის „ავტობიოგრაფიაში“,-ყველაზე დამაკმაყოფილებლად „მრუდე სახლი“ და „უდანაშაულობის განცდა“ მიმაჩნია“. ორივე დეტექტივი მწერალის სხვა რომანებისგან იმითაც არის გამორჩეული, რომ მათში მთავარ პერსონაჟად ვერ იხილავთ მაძებარ - მესიე პუაროს ან მისის მარპლს. წარსულში მომხდარი მკვლელობა, რომლის შედეგმა დრამის მონაწილეთა ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა, ...
15.95
ხუთი გოჭი
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
მკითხველი ამ დეტექტივშიც შეხვდება სახელგანთქმულ მაძებარს ერკიულ პუაროს. პატარა ბელგიელს ამჯერად 16 წლის წინანდელი მკვლელობის გამოძიება მოუწევს. მართალია, სასამართლომ დაადგინა, რომ მხატვარი ემიას კრეილი ცოლმა მოკლა, მაგრამ გაირკვა, რომ კიდევ ხუთ ადამიანზე შეიძლება ეჭვის მიტანა. ამ რთული ამოცანის ამოხსნას ერკიულ პუარო ჩვეული გულმოდგინებით შეუდგება.
11.95
როჯერ ეკროიდის მკვლელობა
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: მანანა კვესელავა
ინგლისის პატარა სოფელ ქინგზ-ებოთში მომხიბლავი და მდიდარი ქალბატონის,მისის ფერარსის გვამს იპოვიან.სიკვდილის მიზეზი,როგორც ექიმი შეპარდი დაადგენს,საძილე წამლის გადაჭარბებული დოზაა.რამდენიმე დღეში კლავენ მდიდარ ფაბრიკანტს,როჯერ ეკროიდს,რომელთანაც მისის ფერარსის შესაძლო ქორწინებას ქინგზ-ებოთის ჭორიკნები კარგა ხანია განიხილავდნენ.პოლიცია მკვლელობის გამოძიებას შეუდგა.მოულოდნელად საქმეში ჩაერთვება მოყვარული მაძებარი,ერკიულ პუარო..
13.95
გვამი ბიბლიოთეკაში
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
პოლკოვნიკმაა ბანტრიმ საკუთარი სახლის ბიბლიოთეკაში ქერათმიანი ქალიშვილის გაგაუდული სხეული აღმოაჩინა. მეზობლებში მითქმა-მოთქმა იწყება! თუმცა მის მარპლის მოწვევის შემდეგ ყველაფერი იცვლება და საქმეში იმაზე მეტი ინტრიგა და სიბინძურე ჩნდება,ვიდრე ეს კეთილშობილ ბანტრებს წარმოედგინათ.პირქუში ფინანსისტი,მისი ეგოცენტრიკული მოზრდილი შვილები, სასტუმროს პრაგმატული და ჭკვიანი თანამშრომლები, დიდძალი ფული და გავლენა, ფიცხი ადგილობრივი ახალგაზრდა კაცი, განცვიფრებული ქალიშვილები, კინობიზნესი...
13.95
ჭვავით სავსე ჯიბე
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
რომანში,რომელშიც ბიზნესმენისა და ფინანსური მაგნატის საიდუმლოებით მოცული სიკვდილია აღწერილი,მის მარპლს ერთობ უჩვეულო ბოროტმოქმედების გამოძიება უწევს.ფინანსური იმპერიის მეფე,რექს ფორტესქიუ თავის ბუღალტერიაში ჩაის წრუპავდა,როდესაც უეცრად ცუდად გახდა და ტანჯვით აღმოხდა სული.მოგვიანებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად,გარდაცვლილის ჯიბეებში რაღაც მარცვლეული იპოვეს.დანაშაულის დამადასტურებელი სხვა რამე სამხილი ადგილზე ვერ აღმოაჩინეს...
11.95
იდუმალი მოწინააღმდეგე
ავტორი: აგათა კრისტი
წიგნი ინგლისურიდან თარგმნა პაატა ჩხეიძემ. დიდ ბრიტანეთში სამსახურისა და ფულის გარეშე დარჩენილი, ფანტაზიითა და ენთუზიაზმით სავსე ტომი და ტაპენსი გადაწყვეტენ, დააარსონ საზოგადოება „ახალგაზრდა ავანტიურისტები“. ისინი მზად არიან ნებისმიერი თავგადასავლისათვის და მართლაც მალე, შემთხვევითობის წყალობით, მრავალ სახიფათო და იდუმალებით მოცულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან...
13.95
ნ თუ მ?
ავტორი: აგათა კრისტი
"დიდ ბრიტანეთს ტომას და ტაპენს ბერესფორდების სამსახური ისევ დასჭირდა - ამჯერად მათ გაცილებით სახიფათო მისია აქვთ: მეორე მსოფლიო ომია, გერმანია ბრიტანეთის მთავარსარდლობაში თავისი აგენტის ჩანერგვას ცდილობს, მაგრამ ვინ არის ის? ინგლისელმა აგენტმა, რომელმაც ის აღმოაჩინა და ამას შეეწირა კიდეც, სიკვდილის წინ დაშიფრული შეტყობინება დატოვა: ”ნ თუ მ?“ - ორივე გერმანიის აგენტია და თურმე ორივე, ან ერთ-ერთი მაინც, პროვინციული ქალაქის პატარა სასტუმროში ცხოვრობს..."
13.95
სპილოებს ყველაფერი ახსოვთ
ავტორი: აგათა კრისტი
"რომანი ”სპილოებს ყველაფერი ახსოვთ“ აგათა კრისტიმ 1972 წელს დაწერა და გამოსცა. ეს არის უკანასკნელი დეტექტივი სახელგანთქმულ მაძებარზე, ერკიულ პუაროზე (რომანი ”ფარდა“, რომელშიც მაძებარი იღუპება, მეორე მსოფლიო ომის დამდეგს დაიწერა, მაგრამ მწერალმა მოგვიანებით მკითხველის საყვარელი გმირი ”გააცოცხლა“). ამჯერად პატარა ბელგიელს ორმაგი მკვლელობის საქმის გამოძიება მოუწევს თავის დიდი ხნის მეგობართან, მწერალ არიადნა ოლივერთან ერთად. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამ საინტერესო დეტექტივში შეიტყობთ."
15.95