santaesperanza
გარუდა
გარუდა

გარუდა


19.95

 სამხრეთკორეული მოთხრობების კრებული – „გარუდა“ 

მოთხრობების კრებულში „გარუდა“ ათი სამხრეთკორეელი ავტორის ნაწარმოებია გაერთიანებული. 1950-იან-2000-იან წლებში დაწერილი მოთხრობები ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნის კორეული ლიტერატურის ძირითად არსსა და აქტუალურ თემებზე. მდიდარი წარმოსახვით, თხრობის ელეგანტური, ხშირ შემთხვევაში, არატრადიციული თუ თავისებური სტილით გადმოცემული ამბები ასახავს იმ პერიოდის კორეის ტრადიციულ სოციალურ სტრუქტურასა და მის გავლენას ინდივიდებზე, ქალების ბედს კორეულ საზოგადოებაში, ოჯახის როლსა და ულმობელ წნეხს, რაც ახალგაზრდა პერსონაჟების გზას სხვადასხვაგვარად წარმართავს. პოსტკოლონიური თუ სამოქალაქო ომის შემდგომი პერიოდის სოციალური სირთულეების ფონზე, კორეული კულტურისთვის დამახასიათებელი მგრძნობელობითაა შექმნილი საზოგადოებისგან გარიყული, გაუცხოებული პერსონაჟები, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ბედი სეულს დაუკავშირონ, იქ მოძებნონ ცხოვრების საზრისი, თუმცა რეალობასთან კავშირი დაკარგული აქვთ. წიგნის სათაური „გარუდა“ კრებულში შესული ამავე სახელწოდების მოთხრობის სახელია. გარუდა მითიური ფრინველია ბუდისტურ მითოლოგიაში. ოქროსფრთებიანი არსება ფრინველების მბრძანებლად მიიჩნევა.


გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
19.95
წონა
0.399
ნანახია
407
გაზიარება: