გედის საყვირი
8.9
ავტორი: ე. ბ. უაითი
მთარგმნელები: ციცო ხოცუაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
თეთრი გედი ლუი მესაყვირე გედების ოჯახში ცხოვრობს. მისი და-ძმები მხიარული კუჭკუჭითა და ყივილით ავსებენ არემარეს, ლუის კი ეს არ შეუძლია – უხმო მოევლინა ქვეყნიერებას. ლუის ძალიან უნდა, სასიყვარულო ბალადები უმღეროს სერენას – ულამაზეს გედს მთელ ტბაში, მაგრამ არაფერი გამოსდის. სატრფოს გულის მოგებაში მას წერა-კითხვის ცოდნაც კი ვერ ეხმარება… ბოლოს ლუის მამა გადაწყვეტს შვილის დახმარებას და მისთვის ნამდვილ თითბრის საყვირს მოიპარავს.
ლუი ბედნიერია. სჯერა, რომ ახლა ნამდვილად შეძლებს, სერენას თავი შეაყვაროს… თუმცა აჯობებს, ამბის დასასრული თავად წაიკითხოთ.
„ჩვენ და ჩვენს შვილებს გაგვიმართლა, რომ ეს წიგნი არსებობს“ – ჯონ აპდაიკი (მეოცე საუკუნის ამერიკელი მწერალი)
- გამომცემლობა
- სულაკაურის გამომცემლობა
- ფასი
- 8.9
- წონა
- 0.279
- ნანახია
- 1026
მსგავსი პროდუქტები
აი, როგორ და რატომ
ავტორი: რადიარდ კიპლინგი
მთარგმნელები: თამარ ჯაფარიძე, ნელი საყვარელიძე
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
როგორ გაუჩნდა სპილოს ხორთუმი? რატომ აქვს აქლემს კუზი ან ავაზას ლაქები? როგორ გაჩნდა ამქვეყნად არმადილი ან რატომ აქვს მარტორქას ნაოჭიანი ტყავი? კიპლინგის ზღაპართა სამყაროში ბევრ ისეთ კითხვაზე აღმოაჩენთ პასუხს, მხოლოდ ცნობისმოყვარე ბავშვებს რომ ებადებათ. ამ წიგნში მოთხრობილი ორიგინალური ამბები სახალისოცაა, უცნაურიც და ამავე დროს საოცრად დამაჯერებელი.
7.9