santaesperanza
გოგოობის კანონი
გოგოობის კანონი

გოგოობის კანონი


17.9

ავტორი: ლია ლიქოკელი

 

„ადამიანებთან ნაკლებად გამომდის ხოლმე და ამიტომაც ვიპოვე ჩემთვის უფრო მოსახერხებელი ენა პოეზიის, ტექნიკურადაც უფრო იოლი და ისედაც... და აღმოვაჩინე, რომ ეს არის უნივერსალური ენა, რომლითაც შეგიძლია მოყვე არა მარტო შენი თავი (მე უფრო ასე გამომდის ხოლმე: შიგნიდან ვყვები), მთელი დანარჩენი სამყარო, რომელიც შენ ხარ, შენში რამდენადაც შემოდის“ - წერს ერთგან პოეტი ლია ლიქოკელი, რომელმაც ქართულ პოეზიაში გამოჩენის პირველი დღიდანვე მკითხველთა დიდი სიყვარული მოიპოვა. ლია ლიქოკელის პოეტური ენა კვლავ აგრძელებს არსებობას, ვითარდება, აღსანიშნებს ახალ აღმნიშვნელებს არგებს, ივსება და იცვლება, ისევე, როგორც დედამიწაზე არსებული ყველა ენა. „გოგოობის კანონი“ ლიას ახალი წიგნია, აქ ავტორი გარემომცველი სამყაროდან სულ უფრო და უფრო საკუთარი თავისკენ ინაცვლებს, საკუთარ თავს უღრმავდება, ადამიანს - როგორც სამყაროს მიკრომოდელს... ლექსს - ამ საოცარი მიკროკოსმოსის ცენტრალურ ფიგურას.


გამომცემლობა
ქარჩხაძის გამომცემლობა
ფასი
17.9
ნანახია
174
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები