santaesperanza
დამარხული ვაზი
დამარხული ვაზი

დამარხული ვაზი


13.95

ავტორი:  არტურ იურკევიჩი; მალხაზ ჯაჯანიძე

 

ყველაფერი, რაც ამ წიგნში წერია, მართლა მოხდა. აფხაზეთში, საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში, ომი მართლა იყო, 16 წლის მახოს და მის მეგობრებს მართლა მოუხდათ მშობლიური კერის მიტოვება და, სიცოცხლისა და ღირსების შესანარჩუნებლად, იარაღის ხელში აღება, მალხაზის უფროსი ძმა მართლა ბრძოლით მიიკვლევდა გზას გასაჭირში ჩავარდნილი უმცროსი ძმის დასახსნელად; მშვენიერი ამრაც მართლა ანათებდა... აქ ვერ იხილავთ ვერც პოლიტიკას, ვერც ჰეროიზმს... ეს არის სიყვარულით, ტკივილით, სინანულით, მონატრებით დაწერილი წიგნი... „ეს იმ ომზე დაწერილი ერთადერთი წიგნია, რომელიც წავიკითხე. წავიკითხე ტკივილითა და ტანჯვით, განვიცადე გმირების ბედის ყოველი შემობრუნება. და წამითაც ვერ შევძელი წიგნის გადადება მანამ, სანამ არ დავამთავრე. ეს არის ისტორია, რომლისგანაც ვერ თავისუფლდები.“ – გოგი ხარაბაძე. „ომი, როგორც ყველგან და ნებისმიერ დროს, სწრაფად ცვლის ადამიანს. ამბავი, რომელიც რომანის მთავარ გმირს თავს გადახდა, ამის დასტურია. ეს საინტერესო რომანი ადამიანის სიყვარულით და ომის სიძულვილით არის გაჟღენთილი.“ – გურამ ოდიშარია. „ამ წიგნმა მომძებნა მაშინ, როცა გულუბრყვილოდ მეგონა, რომ აფხაზეთის ომზე დაწერილი ყველა წიგნი უკვე წაკითხული მქონდა. და აი, აღმოვაჩინე, რომ მათ შორის საუკეთესოს შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდი და, რაც მთავარია, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი კარგი წიგნის ავტორი არა რომელიმე აფხაზი ან ქართველი, არამედ ლატვიელი მწერალი იქნებოდა. არტურ იურკევიჩს, გარდა ნიჭისა და ცოდნისა, აქვს განსაკუთრებული უნარი, დაინახოს და იგრძნოს კავკასიური სამყარო, რომელიც მისთვის საკმაოდ შორეული და უცნობია. მას ამ წიგნზე მუშაობის დროს, ძალიან მნიშვნელოვანი თანაავტორი ჰყავდა მალხაზ ჯაჯანიძის სახით, რომელიც წიგნში მოთხრობილი ამბის რეალური მონაწილეა. ზოგჯერ ყველაზე კარგ წიგნი ყველაზე დაუჯერებელ ისტორიას უკავშირდება; შეუძლებელი კი არაფერია, თუ საქართველოსთან ისეთი სიყვარული გაკავშირებს, როგორიც არტურ იურკევიჩს აქვს, დაისეთი თავგადასავალი გადაგხდება, როგორიც მალხაზ ჯაჯანიძეს გადახდა...“ – დათო ტურაშვილი


გამომცემლობა
პალიტრა
ფასი
13.95
წონა
0.499
ნანახია
374
გაზიარება: