დაუდგომელნი
35.95
ავტორი: ოლგა ტოკარჩუკი
თუკი მასში იმოგზაურებთ. ვფიქრობთ, ის საუკეთესო გზამკვლევია.
პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 35.95
- ნანახია
- 130
მსგავსი პროდუქტები
შოტლანდიური თვე
ავტორი: ოლგა ტოკარჩუკი
მთაგრმნელი: კატია ვოლტერსი
გამომცემლობა: ინტელექტი
სერია: ინტელექტი 25 წლისაა
კრებული, რომელიც 12 მოთხრობას აერთიანებს.
პოლონელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ოლგა ტოკარჩუკის, მოთხრობების კრებული „შოტლანდიური თვე“ სრულიად განსხვავებული ხედვით წარმოაჩენს ადამიანის შინაგან სამყაროს. თავადაც გამორჩეული და უცნაური, მაგიური ნიჭისა და უფაქიზესი შეგრძნებების მწერალი, რომლისთვისაც ცალკეული ადამიანი და მისი ხვედრი ძალზე მნიშვნელოვანია, წიგნში აღწერს პერსონაჟთა ისეთ განცდებსა და ქცევებს, რომელთა ბოლომდე ახსნასაც (მით უფრო − მათგან გათავისუფლებას) ისინი ვერ ახერხებენ. სწორედ ამის გამოა, რომ მათი უმეტესობა გაჭირვებით უმკლავდება თავის უცნაურ და გაუსაძლის ყოფას, უფრო უიღბლოები კი ან რეალურად არიან ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე, ან სხვების თვალში მოჩანან ასეთებად.
19.95
წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა
ავტორი: ოლგა ტოკარჩუკი
მთარგმნელი: კატია ვოლტერსი
გამომცემლობ: ინტელექტი
ოლონეთი, XVIII საუკუნის მეორე ნახევარი, გამუდმებული ომები, სიღატაკის ზღვარზე მყოფი მოსახლეობა. ქვეყნისთვის ამ უმძიმეს ჟამს შორეული სმირნიდან პოდოლიეში ჩამოდის ახალგაზრდა ქარიზმატული ებრაელი იაკობ ფრანკი. იდუმალებით მოცული უცხოელის ქადაგება ებრაულ სამყაროს ორად ყოფს: ერთი ნაწილისთვის ის საშიში ერეტიკოსია, სხვებისთვის კი – მხსნელი, მესია, რომლის მიმდევართა რიცხვი დღითი დღე იზრდება. იბადება უცნაური დოქტრინა – ფრანკიზმი, რომელიც სულ მალე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ევროპის ისტორიაზე.
იაკობ ფრანკი სწორედ მაშინ ჩნდება დაუძლურებული, ღირსებააყრილი ადამიანების გვერდით, როდესაც მათ ჰაერივით სჭირდებათ სოციალური უსამართლობით გამოწვეული გაუსაძლისი ყოფის ტრანსცენდენტური გამართლება და განმტკიცება რწმენისა, რომ ეს მძიმე ხვედრი შემოქმედის ამოუცნობი გეგმის ნაწილია. ამიტომაც მიჰყვებიან ბრმად მესიად შერაცხულ იაკობს ხიფათითა და იმედით აღსავსე მოგზაურობაში. მათ სჯერათ, რომ ეს არის ებრაელი ერისთვის განსაცდელისგან თავის დახსნის, პიროვნული და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვების ერთადერთი გზა.
თანამედროვე პოლონელი ავტორის, ოლგა ტოკარჩუკის, ისტორიულ რომანში „წიგნები იაკობისა“ (2014წ.) იაკობ ფრანკის ბიოგრაფია უხვად არის გამდიდრებული მხატვრული გამონაგონით. რომანი შედგება შვიდი წიგნისგან, რომლებსაც რამდენიმე საინტერესო და სრულიად განსხვავებული მთხრობელი ჰყავს. მათ შორის ყველაზე გამორჩეული ალბათ მაინც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ღრმად მოხუცებული იენტაა, იაკობის დიდედა, რომელიც იმ დღიდან, რაც გულზე ჩამოკიდებულ ქაღალდის ავგაროზს გადაყლაპავს, მიმდინარე, მოსახდენ თუ წარსულში მომხდარ მოვლენებს უჩვეულო პერსპექტივიდან ხედავს.
ორიგინალური ხმის, ღრმა და მრავალშრიანი მონუმენტური რომანი წიგნები იაკობისა, ანუ, როგორც ავტორი სატიტულო გვერდიდანვე გვამცნობს: „დიდი მოგზაურობა შვიდ საზღვარზე, ხუთ ენასა და სამ დიდ რელიგიაში მცირეთა ჩაუთვლელად“, თარგმნილია 37 ენაზე.
ოლგა ტოკარჩუკს 2018 წელს მიენიჭა ნობელის პრემია. იგი ასევე არის ბუკერის, ნიკეს და არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიისა და ჯილდოს მფლობელი.
49.9
თოჯინა და მარგალიტი
ავტორი: ოლგა ტოკარჩუკი
მთარგმნელი: თოენა მჭედლიშვცი
გამომცემლობა: ინტელექტი
მწერალმა ოლგა ტოკარჩუკმა ეს წიგნი ბოლესლავ პრუსის რომან ,,თოჯინას”
მიუძღვნა. ნაშრომი ღრმა კულტუროლოგიურ-
ფსიქოლოგიური რეფლექსიაა წიგნისა, რომელმაც თავად ტოკარჩუკზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს დაუფარავი აღტაცება მისთვის არათუ ხელისშემშლელია,
არამედ გაცილებით დიდ სივრცეს აჩენს მკითხველსა და ტექსტს შორის
თამამი და პრინციპული ურთიერთობისათვის.
პერსონაჟთა არქეტიპული პალიტრა, მითოლოგიური პლასტები, რომანის
კოსმოგონია და მასში ჩართული მკითხველის წამი” როგორც მუდმივი და დაულეველი ინტერპრეტაციის უფლება – ეს ყოველივე ნაშრომს იმ განუმეორებელ ინტიმს და მომნუსხველობას ანიჭებს, რომელიც თავიდან
აგარიდებთ ლიტერატურათმცოდნეობითი ტექსტების კითხვისას თანმდევ ბუნებრივ მოწყენილობას. ეს წიგნი კითხვის და გააზრების სიხარულზეა.
12.95
დაუდგომელნი
ავტორი: ოლგა ტოკარჩუკი
რთულია, ნობელის პრემიის ლაურეატის, ოლგა ტოკარჩუკის, ამ წიგნს რომანი უწოდო. ეს, ალბათ, ნოველებისა და ესეების კოლაჟი უფროა, რომელშიც ავტორი ერთი და იმავე თემის – მოგზაურობის – გარშემო ტრიალებს, უამრავი ჭრილიდან თუ გადასახედიდან სიღრმისეულად განიხილავს მას, ფილოსოფიურად აანალიზებს და ისე აწვდის მკითხველს. ავტორთან და პერსონაჟებთან ერთად რომანში მკითხველიც თავისდაუნებურად ხდება მოძრაობის – დაუსრულებელი მარათონის – მონაწილე, დაუდგომელი, დროსა და სივრცეში მოხეტიალე. ის ხან თვითმფრინავით სერავს ცას, ხან გემითა თუ მატარებლით გადაადგილდება წყალსა და ხმელეთზე; ხან სლავური მართლმადიდებლური სექტის წევრს აედევნება და მასთან ერთად გაურბის „ბოროტს“, ხან ფრედერიკ შოპენის დასთან ერთან პარიზიდან ვარშავაში ეტლით მიჯაყჯაყებს და ყოვლად წარმოუდგენელი ხრიკებით ცდილობს გარდაცვლილი კომპოზიტორის გულის სამშობლოში ჩატანას; როცა მრავალფეროვანი გარესამყაროს თვალიერება მოსწყინდება, მაშინ ან საკუთარი ფესვების ძიებას იწყებს, ან მე-17 საუკუნის ფლამანდიელ ანატომთან ერთად თავისი ორგანიზმის შიგნით მოგზაურობს და აქაც სრულიად ახალ, ძალზე საინტერესო და აუთვისებელ ტერიტორიებს ეცნობა.
რას დაეძებდა აქილევსის მყესისა და ფანტომური ტკივილის ნათლია ფილიპ ვან ვერჰაიენი? რა არის კონტუიცია? რას ნიშნავს ΚΑΙΡΙΌΣ? იქნებ ტკივილი ვინმესთვის ღმერთია? ამ და სხვა მრავალ სხვა კითხვაზე პასუხს რომანში იპოვით,
თუკი მასში იმოგზაურებთ. ვფიქრობთ, ის საუკეთესო გზამკვლევია.
რომანისთვის „დაუდგომელნი“ 2008 წელს ავტორს გადაეცა ლიტერატურული პრემია „ნიკე“, ხოლო 2018 წელს – „ბუკერი“.
პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა
35.95