santaesperanza
დაუნდობელი არამზადების სტუმრობა
დაუნდობელი არამზადების სტუმრობა

დაუნდობელი არამზადების სტუმრობა


22

ავტორი: ჯენიფერ იგანი

მთარგმნელითამარ სუხიშვილი

სერია: აუცილებლად საკითხავი

"ერთხელ ბრუკლინის წიგნის ფესტივალზე აღმოვჩნდი. მოულოდნელად ჰომეროსულმა ხარხარმა ერთი კუთხისკენ მიმახედა: ხალხს ახალგაზრდა ქალი აცინებდა და თვითონაც ვერ იკავებდა თავს. ასე გავიცანი ჯენიფერ იგანი, რომელიც, თურმე, დიდი ხანია, უყვარს ამერიკას. ჯერ „ციტადელი" წავიკითხე, შემდეგ „დაუნდობელი არამზადების სტუმრობა". ეს წიგნი „ჩაწერილია", როგორც მუსიკალური ალბომი, მასში ერთმანეთს სიმღერებივით მიჰყვება ამბები. ცამეტი ამბავია და უამრავი პერსონაჟი. მთავარ როლს პანკ-როკი ასრულებს, რომელიც მუდმივად აღწევს გმირების ცხოვრებაში, ზოგიერთისთვის კი მოწოდებაც ხდება. წარუმატებელი ბასისტისგან დაიბადება წარმატებული პროდუსერი, ხოლო კლეპტომანისგან — მოსიყვარულე ცოლი და დედა. ამ ორ ფიგურას ელვარე პერსონაჟების მთელი თანავარსკვლავედი გაანათებს. რომანში მეფობს მუსიკა და სიყვარული, დიდება და სიღარიბე, ნარკოტიკები და ღალატი. დაიწყებ ამ საოცარ წიგნს და ვერ მოწყდები, მიხვდები, რომ ცხოვრება ყველას ერთნაირად არ გვექცევა, მაგრამ ყველანი ვცდილობთ, გავუძლოთ დროს და შევინარჩუნოთ საკუთარი თავის იმედი. იმასაც ჩაწვდები, რომ ცხოვრება რაღაც უფრო მეტია, ვიდრე კეთილდღეობა, მსოფლიო სახელი ან ამერიკული ოცნება." - ლევან ბერძენიშვილი.


გამომცემლობა
არეტე
ფასი
22
წონა
0.499
ნანახია
482
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები