santaesperanza
დელიკატურობა
დელიკატურობა

დელიკატურობა


9.9
ავტორი  :დავიდ ფონკინოსი

 

არსებობენ საოცარი ადამიანები, ჩვენს ცხოვრებაში შეუფერებელ დროს რომ ჩნდებიან და არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმიტომაც არიან საოცარნი, საჭირო დროს რომ შეგვხვდნენ."

მოულოდნელი უბედურებით განადგურებული მშვენიერი ნატალი ცდილობს, სამუშაოს გადააყოლოს გული და ცივად უკუაგდებს სასიყვარულო თავგადასავლის ნებისმიერ შესაძლებლობას. თუმცა ნატალის ცხოვრებაში უცნაურად გამოჩნდება ერთი შეხედვით სრულებით შეუფერებელი ადამიანი, რომელსაც, დანარჩენებისაგან განსხვავებით, გააჩნია დელიკატურობა – იშვიათი უნარი, სათანადოდ მოეპყროს მყიფე და მსხვრევად რამეებს, მათ შორის – ნატალის გულს.

დავიდ ფონკინოსის რომანი "დელიკატურობა" გამოქვეყნებისთანავე პოპულარული გახდა საფრანგეთში, ხოლო ავტორისავე რეჟისორობით გადაღებულმა ამავე სახელწოდების ფილმმა, რომელშიც მთავარ როლს ოდრი ტოტუ ასრულებს, დიდი ინტერესი დაიმსახურა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ავტორი 2012 წელს "ცეზარზე' წარადგინეს ნომინაციაში – "საუკეთესო სცენარი", ფილმი კი საუკეთესო სადებიუტო ნამუშევარზე იყო წარდგენილი. ფილმი თითქმის ზუსტად ასახავს რომანში გადმოცემულ სევდანარევ, რომანტიკულ განწყობას, რასაც მსახიობთა შესანიშნავი ანსამბლი და ემილი სიმონის გულშიჩამწვდომი მუსიკაც უწყობს ხელს.


გამომცემლობა
სულაკაური
ფასი
9.9
წონა
0.299
ნანახია
448
გაზიარება: