ეზოპეს იგავები
29.95
ეს იგავ-არაკები ყველა დროისა და ქვეყნის ბავშვებს მოუსმენიათ. შეუერთდი მათ და წაიკითხე საინტერესოდ მოთხრობილი ბრძნული ამბები. ისინი შესანიშნავი ილუსტრაციებითაა გაცოცხლებული და მთავრდება ისეთი რჩევა-დარიგებებით, შენ რომ გამოგადგება. მაშ, გადაშალე წიგნი და კითხვას შეუდექი!
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 29.95
- წონა
- 0.799
- ნანახია
- 298
მსგავსი პროდუქტები
პოპის და სემის საყვარელი ზღაპრები
სერია: პატარა ამბები
ამ ფერად წიგნში პოპის და სემის საყვარელი ზღაპრებია თავმოყრილი. გადაშალე და შენც ნამდვილად მოგეწონება პრინცესებისა და უფლისწულების, დათვებისა და გოჭების, ფერიებისა და ჯადოსანი ქონდრისკაცების ჯადოსნური ამბები, რომლებიც აქამდე არასდროს წაგიკითხავს. არ გჯერა? მაშ, გამოიცანი, ვის დაარქვეს დებმა მტვრიანა; ვისი სახელია წითელჰუდა ან სინამდვილეში ვინაა ფართალ-ფურთალა?!
19.9
ქართული ზღაპრები ცხოველებზე
სერია: ვიკითხოთ ერთად
ასაკი: 5+
„ვიკითხოთ ერთად“ გამორჩეულია იმით, რომ ამ სერიის ყველა წიგნის „წაკითხვა“ 5 წლის ბავშვსაც შეუძლია. მერე რა, რომ ამ ასაკში კითხვა არ იცის. როგორ? აი, ასე: იყო და არა იყო რა, იყო ერთი – სიტყვებს კითხულობთ თქვენ, ნახატებს „კითხულობს“ ბავშვი.
სერია თქვენს პატარას ადრეულ ასაკშივე გაუღვივებს სიყვარულს წიგნის მიმართ, განუვითარებს დაკვირვებულობისა და დეტალებზე კონცენტრაციის უნარებს და კითხვის პროცესს უფრო სახალისოს გახდის. მაშ ასე, გადაშალეთ ეს ფერადი და იკითხეთ ერთად.
17.9
ძილი ნებისა, ბავშვებო ზღაპრები მთელი მსოფლიოდან
რა სჯობია ძილის წინ ჯადოსნური და თავშესაქცევი ამბების მოსმენას? ჰოდა, ჩვენ ფანტასტიკურ ამბავთა და თავგადასავალთა ეს ჯადოსნური, ლამაზად ილუსტრირებული წიგნი მოგიმზადეთ - აი, აქ არის მთელი მსოფლიოს ზღაპრად მოთხრობილ ამბები და ის შენთვისაა! დაიწყე სამყაროს შეცნობა ქართული ზღაპრით და მერე მეზობელი თუ შორეული ქვეყნების ჯადოსნურ სამყაროსაც გაეცანი. ამ სამყაროში ბევრ უცნაურ გმირს შეხვდები - ზოგი მეფეა და ზოგი გლახაკი, ზოგი მზეთუნახავი ზოგიც ავი დედაკაცი; ისეთი ცხოველებიცაა, საინტერესო თავგადასავლებისა და ამბები მოყოლა რომ შეუძლიათ და კიდევ ა ბეღურას, კატასა თუ შავ ძროხას საიდუმლოებები აქვთ და უნდათ ისინი შენ გაგიმხილონ.
27.95