santaesperanza
ერთი კვირა ერთ ოთახში
ერთი კვირა ერთ ოთახში

ერთი კვირა ერთ ოთახში
სიახლე


14.95

ავტორი: თათული ღვინიანიძე

 

 

"რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლება პიროვნებისთვის და რა როლს ასრულებს მის ფორმირებაში?" _ ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად და მშობლების ჰიპერმზრუნველობისგან თავის დასაღწევად ლუკასი საფრანგეთში მიემგზავრება სასწავლებლად, თუმცა იქ ბოჰემურ ცხოვრებაში გადაეშვება: ინთქმება ხორციელ ვნებებში, ეძალება სასმელს, ნარკოტიკს და ღამის ცხოვრებას. თანამედროვე სამყაროს აურზაურში დაკარგულ ლუკასს წარსულიდან უმშვენიერესი მატილდა ეცხადება. ის მისი აკრძალული სიყვარულია. სამყარო თუ საბედისწერო შემთხვევითობა ლუკასსა და "ხორბალას" შანსს აძლევს, ერთი კვირა ერთ ოთახში გაატარონ. მატილდა და ლუკასი ერთმანეთში თავშესაფარს პოულობენ და თავიანთ სულებს აშიშვლებენ: აღიარებენ ღრმად დამალულ შიშებსა და კომპლექსებს, იხსენებენ წარსულის შეცდომებს, ფარდას ხდიან ბავშვობის ტრავმებსა და საიდუმლოებებს... მთელ ამ ამბავს ფონად მიჰყვება და მკითხველს განწყობას უქმნის წითელი ღვინის გემო, პარიზული ხედები, სულში ჩამწვდომი მუსიკა და გამაბრუებელი არომატები...


გამომცემლობა
პალიტრა
ფასი
14.95
წონა
0.399
ნანახია
557
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები