santaesperanza
ზუზუნები და ღუტუნები
ზუზუნები და ღუტუნები

ზუზუნები და ღუტუნები


29.95
  • ავტორი:ირმა მალაციძე
  • ილუსტრატორი: ირმა მალაციძე, მათე გახელაძე

 

ძვირფასო ბავშვებო, ეს წიგნი თქვენვისაა. კიდევ თქვენი დედიკოებისთვის და მამიკოებისთვის. ბებიებისა და ბაბუებისათვის... ის კი არა, ვფიქრობთ, თქვენი საყვარელი მასწავლებლებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. ალბათ, იკითხავთ, რას გიამბობთ მასში? ახლავე მოგახსენებთ. წიგნი ერთ პატარა ბიჭზეა, რომელიც არ ჰგავს სხვა პატარა ბიჭებს. მას მათე ჰქვია. მასაც ჰყავს დედიკო და მამიკო, ბებიკო და ბაბუა. სხვა ბიჭებივით ისიც დადის საბავშვო ბაღში. უყვარს ტკბილეული და სათამაშოები. ოღონდ ის სამყაროს სხვაგვარად აღიქვამს. სხვა ბავშვებთან თამაშიც მაინცდამაინც არ უყვარს. ასეთი განსხვავებული კი იმიტომაა, რომ საძაგელი არსებები, ზუზუნები და ღუტუნები მოსვენებას არ აძლევენ. მათეს აუტიზმი აქვს. ალბათ იმასაც იკითხავთ – რა არის აუტიზმი? აი, გადაფურცლეთ წიგნი და თავად მიხვდებით. შეიძლება რომელიმე ნაცნობიც გაგახსნოთ. იმედია, ჩვენი წიგნის წაკითხვის შემდეგ უფრო მეტად გაუგებთ იმ ბავშვებს, რომლებიც სხვანაირად იქცევიან. შეიძლება ცოტა უცნაურებად მიიჩნევთ, მაგრამ თუ ეცდებით მათთან დამეგობრებას, გვჯერა, აუცილებლად გამოგივათ. წარმატებას გისურვებთ!


გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
29.95
წონა
0.599
ნანახია
387
გაზიარება: