santaesperanza
თავდასხმის დღიური
თავდასხმის დღიური

თავდასხმის დღიური
სიახლე


17.9

ავტორი: ანდრეი კურკოვი

მთარგმნელი: ნოდარ მანჩხაშვილი

მწერალი, ჟურნალისტი და სცენარისტი ანდრეი კურკოვი, რომლის ნაწარმოებებიც უკრაინელ ავტორებს შორის ყველაზე მეტჯერაა თარგმნილი უცხო ენებზე, ცნობილი თავისი რომანებით გახდა. როგორც საბავშვო, ისე საუფროსო პროზის ავტორმა, დოკუმენტური ნამუშევრებითაც გაითქვა სახელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი 2014 წლის ნაშრომი-რეპორტაჟი „უკრაინული დღიური: ცნობები კიევიდან“, რომელიც ამ წლის მღელვარე მოვლენებს ასახავს.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მთელ მსოფლიოს თავზარი დასცა. ომს, რომელიც დღემდე გრძელდება და რომელმაც სრულიად შეცვალა არსებული მსოფლიო წესრიგი, ანდრეი კურკოვი თავის მშობლიურ კიევში შეხვდა. მწერლის მიერ ომის დაწყებამდე და მის პარალელურად წარმოებული რეპორტაჟები და დღიურები 21-ე საუკუნის ამ მასშტაბური და დიდმნიშვნელოვანი კონფლიქტის ერთ-ერთი საგულისხმო წყაროა.

რუსეთის თავდასხმიდან მალევე კურკოვი სოფლად, თავის აგარაკზე გადასახლდა და იქ გააგრძელა დღიურების წერა. ამ დღიურებში იგი დოკუმენტურად აღწერს უკრაინელი მოსახლეობის მძიმე ყოველდღიურობას, მათ განწყობას და შეურიგებელ ბრძოლას ოკუპანტებთან. არაერთი ბრიტანული თუ საერთაშორისო გამოცემა მწერალს მუდმივად სთხოვს კომენტარს უკრაინის ომთან დაკავშირებით და ისიც დაუზარებლად აძლევს მათ ინტერვიუებს, რითაც ომის პერიოდში უკრაინელი ხალხის ხმად იქცა.

„თავდასხმის დღიური“ 2022 წლიდან დღემდე მიმდინარე ომის ქრონიკებია, რომელშიც ანდრეი კურკოვი გულახდილად და უკომპრომისოდ უყვება მსოფლიოს ყოფით სიმართლეს უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე და უკრაინელი ხალხის დაუმორჩილებლობაზე.

 


გამომცემლობა
სულაკაური
ფასი
17.9
ნანახია
61
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები