თავისუფლების გზები I
30
ავტორი: ჟან-პოლ სარტრი
ფრანგულიდან თარგმნა: თინათინ ღარიბაშვილმა
რომანების ციკლი „თავისუფლების გზები“ XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსისა და მოაზროვნის ჟან-პოლ სარტრის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოებია. ეს ციკლი სარტრის ფილოსოფიური მოძღვრების ერთ-ერთ მთავარ თემას - თავისუფლებას - მოიცავს. „გონიერების ასაკი“ ამ დაუსრულებელი ტეტრალოგიის პირველი ნაწილია. რომანში მოქმედება მიმდინარეობს 1930-ანი წლების ბოლოს პარიზში. მასში აღწერილია ფილოსოფიის პროფესორ მატიეს ცხოვრების 3 დღე. „გონიერების ასაკი“ არის სარტრის მხატვრული გამოკვლევა იმის შესახებ, რომ რაც არ უნდა მიუღებელი იყოს თავისუფლება, ის დაბადებიდანვე დამახასიათებელია ადამიანისთვის. ეს რომანი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ესმის სარტრს აბსოლუტური თავისუფლება.
- გამომცემლობა
- ალეფი
- ფასი
- 30
- წონა
- 0.499
- ნანახია
- 558
მსგავსი პროდუქტები
თავისუფლების შესახებ
ავტორი: ჯონ სტიუარტ მილი
მთარგმნელი: გია ბერაძე
ჯონ სტიუარტ მილის „თავისუფლების შესახებ“, რომელიც 1859 წელს გამოქვეყნდა, ინდივიდუალური თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მჭევრმეტყველური დაცვაა მეცხრამეტე საუკუნის სოციალურ და პოლიტიკურ ფილოსოფიაში და დღესდღეობით, შესაძლოა, ყველაზე მეტად კითხვად ლიბერალურ არგუმენტს წარმოადგენს თავისუფლების მხარდასაჭერად. მილის მიერ თავისუფალი ნების, ინდივიდუალობისა და მრავალფეროვნების მგზნებარე დაცვა იძულებითი ერთფეროვნებისა და გავრცელებული მოსაზრების დესპოტურობის სიძულვილთან ერთად იწვევდა, როგორც აღტაცებას, ისე გაკიცხვას.
25
გულისრევა
ავტორი: ჟან-პოლ სარტრი
მთარგმნელი თინათინ ღარიბაშვილი
დაუოჯახებელი მამაკაცი, მარტო ცხოვრობს ბუვილში, იგი მუშაობს XVIII საუკუნის არისტოკრატის მარკიზ დე როლბონის ბიოგრაფიის კვლევაზე - მას შემდეგ, რაც მიატოვა სამუშაო ინდოჩინეთში, მოგზაურობებისგან და თავგადასავლებისგან დაღლილმა. გაცნობიერების პროცესი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი აზრთაგანია სარტრის წიგნში. როკანტენი წერს დღიურს და სწორედ მისი ტექსტით იქმნება რომანი, რომელიც პირველ პირშია დაწერილი. იგი თანდათანობით გაიაზრებს, რომ ჩვეულებრივი საგნებისადმი მისი დამოკიდებულება შეიცვალა...
20
მეფისტოფელი და ანდროგინი
ავტორი: მირჩა ელიადე
ფრანგულიდან თარგმნა: თამარ ლომიძემ
„მეფისტოფელი და ანდროგინი” ელიადეს ერთ-ერთი
გამორჩეული წიგნია. მისი სათაური კი პირობითია. „მეფისტოფელი და ანდროგინი” – მხოლოდ ნაწილობრივ თუ მოიცავს წიგნში წარმოდგენილ რელიგიურ და მითოლოგიურ პრობლემათა ფართო სპექტრს, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა დროსა და ადგილას, მთლიანობაში კი, XX საუკუნის 50-ან წლებში დაიწერა. თუმცა, ანდროგინია, როგორც უნივერსალური მითორელიგიური ფენომენი, როგორც ადამიანის პიროვნული განვითარების მთავარი ღერძი და საყრდენი და ელიადეს თვალსაზრისით, „მომავალი კაცობრიობის” საბოლოო მიზანიც, – ამ წიგნის ფუნდამენტური კონცეპტია.
21