santaesperanza
თევზი, სახელად ალეგრია
თევზი, სახელად ალეგრია

თევზი, სახელად ალეგრია


8.9

ავტორი: თევზი სახელად ალეგრია

მთარგმნელი: თინა ბატიაშვილი

სელენემ და დედამისმა ბინა სამსართულიან კორპუსში იყიდეს, მაგრამ ორი კვირა ისე გავიდა, თვალი ვერცერთ მეზობელს ვერ მოჰკრეს. კორპუსის ადმინისტრატორისთვის რომ გეკითხათ, აქ გიჟები ცხოვრობდნენ, სელენემ გადაწყვიტა, მოჩვენებებიო, მაგრამ არც ერთი და არც მეორე მართალი არ ყოფილა.
სინამდვილეში სოლდადიტო პლომოს 13-ში დარდით დამძიმებული კარჩაკეტილი ადამიანები ბინადრობდნენ და იმისთვის, რომ მათი დარდი გამქრალიყო, მტრობას სიყვარული ჩანაცვლებოდა და თითოეულის ჩაკეტილი გული და კარი სიხარულს გაეღო –
სასწაული იყო საჭირო.
სადარბაზოს შესასვლელში პატარა გოგონას დატოვებული პატარა აკვარიუმი და აკვარიუმში – პაწაწა ოქროსფერი თევზი, სწორედ ასეთი სასწაული აღმოჩნდა… და რა ამბები დატრიალდა უჟმური მეზობლების თავს მისი გამოჩენის შემდეგ, ამ წიგნში უნდა გიამბოთ.


გამომცემლობა
სულაკაური
ფასი
8.9
ნანახია
54
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები