იგი
14.9
ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე
პრეისტორიული ხანის უნიკალური რეკონსტრუქცია, პირველი ადამიანების აღქმა, ჭვრეტა და შთაგონება. სოციუმისა და პიროვნების დაპირისპირების მარადიული თემა. ჯემალ ქარჩხაძის დღეს უკვე კლასიკად ქცეული ნაწარმოების განახლებული გამოცემა, კოტე სულაბერიძის ასევე კლასიკად ქცეული ილუსტრაციებით.
- გამომცემლობა
- ქარჩხაძის გამომცემლობა
- ფასი
- 14.9
- წონა
- 0.259
- ნანახია
- 353
მსგავსი პროდუქტები
ანტონიო და დავითი
ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე
რომანის მოქმედების ადგილია შუა საუკუნეების საქართველო, ხოლო მთხრობელი – იტალიელი მოგზაური, რომელიც ევროპელ მისიონერებთან ერთად საქართველოში ჩამოდის. ანტონიო და დავითი დაძაბული დრამაა, რომელშიც ადამიანის სულის ხსნისთვის ბრძოლა ისტორიული რეალიებისა და რელიგიური დისკურსების ჭიდილის ფონზე მიდის. მაღალი ემოციური მუხტის მქონე ეს რომანი უზადო ტექნიკითა და გამორჩეულად დახვეწილი ენითაა დაწერილი.
15.9
ზებულონი
ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე
“ვისთვისაც შემოქმედება კომერცია არ არის, მისთვის მთავარი ნაწარმოები ყოველთვის წინაა”
რომანი საქართველოს ისტორიული რეალობის ფონზე ვითარდება. ამბავი, რომელიც მთავარი გმირის, ზებულონის “თავგადასავალის” ფორმითაა შემოთავაზებული, ადამიანური სულის უღრმეს ფენებში წვდომის საშუალებას გვაძლევს. ბედისწერისა და შემთხვევითობის, ადამიანის შიგა და გარე სამყაროების ურთიერთმიმართებები აქ ერთიან სისტემადაა მოცემული და უაღრესად საინტერესო განზომილებას ქმნის. კლასიკური თხრობის ფორმა და უზადო ენობრივი ქსოვილი წიგნს იოლად აღსაქმელს ხდის ნებისმიერი მკითხველისათვის.
19.9
ქარავანი
ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე
ქარავანი მრავალპლანიანი რომანია. აქ აქცენტი ერთ პიროვნებაზეა, რომელსაც ღრმა ბავშვობიდან განვითარების გარკვეულ ეტაპამდე – შუა ასაკამდე – ვაკვირდებით და ვსწავლობთ. დეტალური, აუჩქარებელი თხრობა და სიტუაციების სიუხვე რომანს უზომოდ სასიამოვნო წასაკითხს ხდის. მრავალმხრივი ფსიქოლოგიური დაკვირვებები ღრმად წარმოაჩენს პიროვნულ პრობლემებს და უზარმაზარ მასალას იძლევა ანალიზისთვის.
27
მარტოობის ჩუმი ედემი
ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე
წიგნში პირველად ქვეყნდება ჯემალ ქარჩხაძის “უბის წიგნაკის ჩანაწერები”. ეს ჩანაწერები სხვადასხვა დროსაა დაწერილი და რამდენიმე ბლოკნოტშია გაბნეული. ჩვენ ამოვკრიბეთ გარკვეული ნაწილი, რომელთა გამოქვეყნებაც მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ამ ეტაპზე და დავაჯგუფეთ სამ ნაწილად. ესენია: რომან “განზომილებისთვის” განკუთვნილი ჩანაწერები, პუბლიცისტური წერილებისათვის გაკეთებული მონახაზები, და სხვადასხვა ხასიათის მცირე ტექსტები – მხატვრული სახეები, მოსაზრებები, და ზოგჯერ მთელი სიუჟეტებიც კი. უბის წიგნაკის ჩანაწერებთან ერთად, წიგნს დავურთეთ ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის პუბლიცისტიკიდან და პროზიდან. წიგნი დავაბოლოვეთ სტატიით “რამდენიმე ფსიქოლოგიური შტრიხი ჩვენი უახლესი ისტორიისათვის”, რომელიც ჯემალ ქარჩხაძის ერთადერთ კონცეპტუალურ ესეს წარმოადგენს. ვფიქრობთ, ასეთი სახით მოწოდებული მწერლის შინაგანი სამყარო დამატებით არხს გაუხსნის და ხედვის ახალ კუთხეს შემატებს ქარჩხაძის ერთგულ მკითხველს.
17.9