კაპიტანი ტრიკო
სიახლე
12.9
ავტორი: დეივ პილკი
მთარგმნელი: დათა ხარაიშვილი
მეოთხეკლასელები, ჯორჯი და ჰაროლდი, რომლებმაც სახელი კომიქსების წერითა და ოინების მოწყობით გაითქვეს, დიდ შარში ეხვევიან. სკოლის დირექტორი, საძაგელი მისტერ კრუპი, ბიჭებს მაიმუნობის დროს ვიდეოკამერით გამოიჭერს და კადრების გავრცელებით ემუქრება. შეუპოვარი ბიჭები 3D-ჰიპნო ბეჭდის დახმარებით დირექტორს აჰიპნოზებენ და თავიანთი კომიქსის გმირად, კაპიტან ტრიკოდ აქცევენ. სწორედ აქედან იწყება სახალისო და დაუვიწყარი ამბები. შეხედე, წიგნის ყდაზე თეთრ ტრუსში გამოწყობილი კაპიტანი ტრიკოა გამოსახული. იგი მზადაა, შენობის სახურავიდან პირდაპირ შენი წიგნის თაროზე გადმოფრინდეს.
- გამომცემლობა
- სულაკარუის გამომცემლობა
- ფასი
- 12.9
- წონა
- 0.279
- ნანახია
- 933
მსგავსი პროდუქტები
წრიპა ბიჭის დღიური: მეცამეტე გოჭი #7
ავტორი: ჯეფ კინი
მთარგმნელი: საბა ლეკვეიშვილი
ყდა: რბილი
ვალენტინობა ახლოვდება, სკოლაში ცეკვის საღამო უნდა ჩატარდეს და ყველა პარტნიორს ეძებს. ბიჭები გოგოებზე მეტნი არიან და წუხან, რომ შეიძლება, წვეულებაზე მეწყვილის გარეშე დარჩნენ. გრეგის საფიქრალიც სწორედ ეს არის. ვის აღარ გაუგზავნა მოსაწვევი, მაგრამ ვერც ერთი გოგო ვერ დაითანხმა.
11.9
დოგმენი
ავოტრი: დეივ პილკი
ასაკი: 7+
მსოფლიოში ცნობილი გამომძიებელი დოგმენი ნახევრად ძაღლია, ნახევრად ადამიანი და ნამდვილი გმირი!
დეივ პილკის ბესტსელერი კომიქსები ნებისმიერი ასაკის მკითხველს ხიბლავს და აფიქრებს ისეთ თემებზე, როგორიცაა სიკეთე, თავდადებულობა და საქმის ერთგულება.
გრაფიკული რომანი „დოგმენი“ პოპულარული ამერიკელი.ავტორის, „კაპიტანი ტრიკოს“ შემქმნელის, დეივ პილკის ბესტსელერია. კომიქსის პირველი წიგნი 2016 წელს.გამოიცა, ბოლო, მე-10 კი, როგორც.ამბობენ, 2021-ში დაიბეჭდება.
დოგმენი კრიმინალთან მებრძოლი,სიმართლის სადარაჯოზე.მდგარი ნამდვილი სუპერგმირია. მისი დაუძინებელი მტერია მახვილგონიერი კატა.პიტი, რომელიც ათასნაირ ბოროტ ოინს.იგონებს. ,,დოგმენი” გამორჩეული იუმორით, სასაცილო თავგადასავლებითა.და მეტად სახალისო ილუსტრაციებით ეხმიანება ყველაზე.მნიშვნელოვან თემებს: სიკეთეს, თანაგრძნობას, მეგობრობას, ერთგულებას… კომიქსის.თხრობის სტილი, ავტორის განსაკუთრებული.იუმორი და ენამახვილობა არა მხოლოდ ბავშვებს მოხიბლავს, არამედ უფროსი.მკითხველის გულებსაც ადვილად მოიგებს.
14.9