კარტი თამაშის ბოლომდე არ იყრება
12.95
ავტორი: რეზო თაბუკაშილი
სერია:იკითხე ქართული XXI
" ორმოცდაათ წელს გადაცილებულ გოგიას ბევრი მზე უნახავს. კარგიც მრავალი გადახდენია და მძიმედ მოსაგონარიც. ყველაფერი იყო - ასეთიც, ისეთიც, ბედნიერებით გაჩახჩახებული ბავშვობაც და სტუდენტობის წლებში ქეიფ-ქეიფ ხეტიალიც, ომიც და მშვიდობაც, ბზარებიანი და მოწყენილი, გაძნელებული ყოველდღიურობაც... გრძლად გაწელილმა დრომ და ჟამმა, თავისას რომ შვრება აჩქარებით, ძველი თამაშის წესებს რომ სპობს და ახალი ვერ გამოუძერწავს, ნაპრალებად დაუხეთქა სული. დაუკითხავად აკითხავს ცოცხალიც და მკვდარიც. ბევრი ნახა, ვინც გზაში მოიწყინა, ბოლოს არ დაელოდა და ჩაიხსნა თოკი „კარაბინიდან“, ერთხელ თვითონაც წაუცდა ხელი, მაგრამ პირველად უღალატა იარაღმა. საკუთარი აწვალებს გოგიას, ყოველ დილას წარსულის დაბრედვა უწევს მომავალზე ალესილი დანით, ახალ მუღამებს ეძებს ძველის დახმარებით. „მოულოდნელი ბედნიერების“ მოლოდინის სურნელი ახსოვს და გული მიუწევს ახლის საძებნელად... „რომელიც კაი ძველია, მაგრამ მუდამ საპოვნელად დამძახებელი“, ოღონდ ვერც ადრინდელი „კარგად მობერილი განწყობილებები“ და თითქმის ოცდაათი წელი ერთად ნაცხოვრები თავისი ქეთო ეთმობა, შვილების წინაშეც დანაშაულს გრძნობს... გამჩენი რომ არ ასვენებს, ის კაცია გოგია, ან თვითონ რომ ვერ ისვენებს, მაგრამ კარგი კაცია, ჩვენსას ამბობს, ჩვენსას გრძნობს, ამ ქვეყნისას, ამ ქალაქისას. იმ პლედში გახვეულმა უსახლკარო ქალმაც იცის, გოგია რომ კარგია. იმან კიდევ ბევრი რამე იცის, დაეჯერება. ორმოცდაათ წელს გადაცილებულ გოგიას ბევრი მზე უნახავს. კარგიც მრავალი გადახდენია და მძიმედ მოსაგონარიც. ყველაფერი იყო - ასეთიც, ისეთიც, ბედნიერებით გაჩახჩახებული ბავშვობაც და სტუდენტობის წლებში ქეიფ-ქეიფ ხეტიალიც, ომიც და მშვიდობაც, ბზარებიანი და მოწყენილი, გაძნელებული ყოველდღიურობაც... გრძლად გაწელილმა დრომ და ჟამმა, თავისას რომ შვრება აჩქარებით, ძველი თამაშის წესებს რომ სპობს და ახალი ვერ გამოუძერწავს, ნაპრალებად დაუხეთქა სული. დაუკითხავად აკითხავს ცოცხალიც და მკვდარიც. ბევრი ნახა, ვინც გზაში მოიწყინა, ბოლოს არ დაელოდა და ჩაიხსნა თოკი „კარაბინიდან“, ერთხელ თვითონაც წაუცდა ხელი, მაგრამ პირველად უღალატა იარაღმა. საკუთარი აწვალებს გოგიას, ყოველ დილას წარსულის დაბრედვა უწევს მომავალზე ალესილი დანით, ახალ მუღამებს ეძებს ძველის დახმარებით. „მოულოდნელი ბედნიერების“ მოლოდინის სურნელი ახსოვს და გული მიუწევს ახლის საძებნელად... „რომელიც კაი ძველია, მაგრამ მუდამ საპოვნელად დამძახებელი“, ოღონდ ვერც ადრინდელი „კარგად მობერილი განწყობილებები“ და თითქმის ოცდაათი წელი ერთად ნაცხოვრები თავისი ქეთო ეთმობა, შვილების წინაშეც დანაშაულს გრძნობს... გამჩენი რომ არ ასვენებს, ის კაცია გოგია, ან თვითონ რომ ვერ ისვენებს, მაგრამ კარგი კაცია, ჩვენსას ამბობს, ჩვენსას გრძნობს, ამ ქვეყნისას, ამ ქალაქისას. იმ პლედში გახვეულმა უსახლკარო ქალმაც იცის, გოგია რომ კარგია. იმან კიდევ ბევრი რამე იცის, დაეჯერება"
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 12.95
- ნანახია
- 46
მსგავსი პროდუქტები
ჩვენ, თურმელები
ავტორი: თამრი ფხაკაძე
სერია: იკითხე ქართული
თურმე... თეთრი, თლილი ქვის მრავალკარიან სახლში მცხოვრები თურმელები, ჯერ კიდევ ანთიმოზ თურმელის დროიდან, ამ კართა გავლით შედი-გამოდიოდნენ ერთმანეთის ყოველდრიურობაში. თურმე... ერთი მთავარი კარით გადიოდნენ და იკარგებოდნენ შეუცნობელ გარე წუთისოფელში, ხან უმნიშვნელო და ხანაც საბედისწერო მოგზაურობებში. თურმე... ზოგი ბრუნდებოდა, ზოგიც _ ვერ... "ჩვენ, თურმელები" _ ასე დაასათაურა ავტორმა, მისივე თქმით, ცხოვრების მთავარი წიგნი, ეპოქალური რომანი, რომელსაც საგვარეულო-გენეალოგიური არქიტექტონიკა აქვს, ხოლო წიგნს, ნაწარმოებში მრავალგზის ნახსენები საგვარეულო დიადემასავით, თავსართად უძღვის მრავალრიცხოვან თურმელთა უზუსტესი გენეალოგიური ხე. წიგნი თურმელთა გვარის ნაშიერთა ლამის უსრულ ხეტიალზეა ამ სამყაროს განედ-მერიდიანებზე. როდის? რატომ? როგორ? _ პასუხები კითხვებზე ამ მაღალოსტატურად მოთხრობილ, ერთი უზარმაზარი გვარის ცოდვა-მადლიან, სისხლითა და სიყვარულით გაჯერებულ საბედისწერო მატიანეშია.
12.95
მეგაპოლისი და ფიზიკური პირები
ავტორი: დავით ქართველიშვილი
ერთმა დიდმა ლიტერატორმა (ბორხესმა) ბრძანა: მხატვრულ ტექსტად სულ ოთხი ამბავი იწერება და ეს ამბებიაო: ამბავი წასვლის, ამბავი მოსვლის, ამბავი შეხლა-შემოხლის (მოსვლის მერე), და ამბავი დასჯისო. რომ გადახედოთ აქადე წაკითხულ მხატვრულ ლიტერატურას, ამ დასკვნამდე ნებისმიერი მიხვალთ. დავით ქართველიშვილის ეს რომანი-ბმულიც შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მხოლოდ იმ წასვლაზე, გარიდებაზე, გაქცევაზეა(ოჯახი, ქალაქი, კონტინენტი+ენა, მამული, სარწმუნოება), საიდანაც ალბათ იწყება ყოველი ადამიანის ნამდვილი გზა და ჭეშმარიტი ცხოვრება... სრულიად უცხო გარემოში (შორეულ კალიფორნიაში) მოხვედრილ მთავარ გმირს თუ რა რეალური და შინაგანი აღამართ-დაღმართების დალაშქვრა უწევს, ეს მაღალ-ოსტატურადაა მოთხრობილი ამ ყოველხმრივ დაქსესილ რომანში. ბმულები ტექსტს უამრავი აქვს, იქნება ეს - მწვავე-ემოციური ბმები შორეულ და არცთუ შორიახლო წარსულთან, რომლის გარეშეც ეს აწმყო არ შედგებოდა, თუ ამ აწმყოს სამომავლო მეტაფიზიკური ბმულ-გრადაციები. ერთი შეხედვით, პარალელური ისტორიების დაშლილ ფაზლს, ერთ დიდ მონუმენტურ ეპისტოლარულ ამბავზე ამყნობს ავტორი სკრუპულოზური სიზუსტით და ტექსტიც შიგნიდან გამუდმებით ვიბრირებს - როგორც ბრწყინვალე საგა-შედევრი წასვლაზე, საკუთარ თავში მოსვლაზე, დიდ შინაგან აყალმაყალზე და საბოლოო გადარჩენაზე!
14.95
ნეირონი
ავტორი: ლელა ლაშხი
სერია: იკითხე ქართული XXI
თუ ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ შენი სიზმრებიდან სრულიად გაქრა იძულებით დათმობილი მშობლიური ქალაქი, სახლი, საძინებელი... შენი ზღვა და მისი სურნელი, ხომ იფიქრებ, რომ იმედი მოკვდა? მაგრამ თუ ამ ყველაფერთან ერთად წარსულისგან დატოვებული ტკივილებიც ქრება, იქნებ თავისუფლების ყველაზე მძაფრი განცდის მიზეზსაც მიაგენი?!. ლელა ლაშხის „ნეირონი“ ახალგაზრდა ქალის წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების ამბავია და ეს ამბავი იმავდროულად საქართველოს უახლესი ისტორიის ფრაგმენტებსაც იტევს. ძალადობისა და მახინჯი ტრადიციების მსხვერპლი ქალი მსხვერპლის როლიდან გამოდის და მიდის ყველასა და ყველაფრისგან, რამაც მისი ტრაგიკული ყოფა განაპირობა. მაგრამ პიროვნების ტრანსფორმაცია ყოველთვის როდი ნიშნავს წარსულისგან გათავისუფლებასა და საკუთარი თავის პოვნას _ აქამდე მთავარმა გმირმა ნეირონის ექსპერიმენტი და კიდევ წინააღმდეგობებით მოფენილი გრძელი გზა უნდა გაიაროს.
14.95
მეხსიერების სავარჯიშო
ავტორი: ლია თოფურია
სერია: იკითხე ქართული XXI
თურმე ზოგჯერ ასეც ხდება: ერთი საბედისწერო შემთხვევა ერთ წამსი ცვლის მთელ ჩვენს ცხოვრებას, ყველაფერს ყირამალა აყენებს; შეიძლება, დავკარგოთ ყველაფერი - მშობლიური სახლი, საყვარელი ადამიანები - და საერთოდ სხვა, უცხო სამყაროში აღმოჩნდეთ, იმ ახალ სამყაროში კი ვიპოვოთ ახალი სიყვარული... თუმცა შევძლებთ წინა ცხოვრების დავიწყებას?
12.95