santaesperanza
კაცი, სახელად უვე
კაცი, სახელად უვე

კაცი, სახელად უვე


14.95

ავტორი: ფედერიკ ბაკმანი

სერია: წლის ბესტსელერი

 

ფრედრიკ ბაკმანი შვედი მწერალი და ბლოგერია. ახალგაზრდობაში ღვთისმეტყველებას სწავლობდა, მაგრამ მიატოვა და სატვირთოს მძღოლობა არჩია, მერე ჟურნალისტობა... ამ წიგნის პერსონაჟი მის ბლოგში დაიბადა _ ათას მკითხველზე მეტმა ხმა მისცა, რომ დაწერილიყო რომანი კაცზე, სახელად უვე. უვე ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია _ ის ჩვენი ნათესავია, მეზობელი, მეგობარი... აუტანელი ხასიათი აქვს, ადამიანები არ უყვარს... ასე გვგონია, სანამ კარგად გავიცნობთ... და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ მას დიდი და კეთილი გული აქვს. ხელმარჯვეც არის. რა ქნას, თუ ვერ იტანს უგერგილო, უქნარა ადამიანებს! უბრალოდ, მას წესრიგი უყვარს _ ყველაფერში... სიტყვაძუნწიც არის, სამაგიეროდ, გაჭირვებაში არავის მიატოვებს. რა საჭიროა ლაქლაქი, ზნეობასა და ადამიანობაზე ლაპარაკი?! მთავარია, საქმე... და ისიც ეხმარება ყველას, უპატრონო კატაც შეიფარა, მართალია, ბუზღუნ-ბუზღუნით, მაგრამ მაინც... იმიტომ, რომ მას ცხოველებიც უყვარს. ასეთია უვე _ მარტოსული დიდი ადამიანი.

გამომცემლობა
პალიტრა L
ფასი
14.95
ნანახია
35
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები