კიდევ ერთის ძალა
16.95
ავტორი: ედ მაილეტი
სერია: ლურჯი ოკეანე
მტარგმენლი: პაატა ჩხეიძე
არსებითად, კიდევ ერთის ძალა მარტივ წინაპირობას ეფუძნება. იმაზე გაცილებით ახლოს ხარ ცვლილებასთან, ვიდრე წარმოგიდგენია. კიდევ ერთი ნაბიჯი, კიდევ ერთი ურთიერთობა, კიდევ ერთი გადაწყვეტილება, კიდევ ერთი მოქმედება ან კიდევ ერთი აზრი გაშორებს ისეთ ცხოვრებას, როგორსაც იმსახურებ. ამ წიგნში წარმოდგენილი ათობით სტრატეგიის გამოყენებით ედ მაილეტი მეგაწარმატებულ სერიულ ანტრეპრენერად და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სპიკერად გადაიქცა. 2023 წლის 6 ოქტომბერს USA Today-მ ის უმაღლესი ეფექტიანობის ამერიკის #1 ქოუჩად დაასახელა. კიდევ ერთის ძალა გასწავლის როგორ შეუსაბამო ნიჭი და უნარები მიზანმიმართულ ფიქრებსა და მოქმედებებს, რაც, დროთა განმავლობაში, გარდამტეხ ცვლილებებამდე მიგიყვანს. გაიგებ, რატომ უნდა გახდე შეუძლებელზე მოფიქრალი და შესაძლებლის მიმღწევი, რას ნიშნავს მატრიცაში ცხოვრება, რისთვისაა საჭირო აღუშფოთველობის კიდევ ერთი ხარისხი, რწმენა და ლოცვა, რატომ უნდა აქციო დისკომფორტი ცხოვრების წესად და ა.შ. ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ცხოვრებაში მეტის მიღწევა სურს, კიდევ ერთის ძალა ბედნიერებისა და წარმატების შეუცვლელ გზამკვლევად იქცევა.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 16.95
- ნანახია
- 85
მსგავსი პროდუქტები
HBR-ის გზამკვლვევი-შენი ბიზნესკეისის ასაგებად
გაქვს იდეა, რომელსაც შემოსავლისა და პროდუქტიულობის ამაღლების წახალისება შეუძლია, მაგრამ როგორ უნდა გადმოიბირო დაინტერესებული მხარეები მის გასახორციელებლად? როგორ და ისეთი ბიზნესკეისი უნდა შეადგინო, რომელიც შენი იდეის ღირებულებას სრულად წარმოაჩენს. ამის გაკეთება ყოველთვის მარტივი არ არის: შესაძლოა, არ ხარ დარწმუნებული, თუ რა ტიპის მონაცემებს ენდობიან დაინტერესებული მხარეები. ან, შესაძლოა, ციფრული მონაცემების დამუშავება გაფრთხობს.
პროექტის მართვის ექსპერტ რეიმონდ შინის „HBR-ის გზამკვლევი შენი ბიზნესკეისის ასაგებად“ გამართული კეისის შესადგენად აუცილებელი რჩევებითა და მეთოდებით მოგამარაგებს. ისწავლი, როგორ:
ახსნა, როგორ წაადგება შენი იდეა ბიზნესს
მოარგო შენი კეისი სტრატეგიულ მიზნებს
შექმნა გუნდი, რომელიც წარმატებით შეძლებს შენი იდეის ფორმირებასა და გამოცდას
გამოითვალო უკუგება ინვესტიციაზე
გააანალიზო რისკები და პერსპექტივები
წარუდგინო შენი კეისი დაინტერესებულ მხარეებს
პროექტის მართვის პროფესიონალი რეიმონდ შინი საკონსულტაციო კომპანია „პროდაქტ ენდ პროცეს ინოვეიშენის“ პრეზიდენიტია, რომლის საქმიანობაც პროექტის მართვას, პროდუქტის განვითარებასა და პროცესის გაუმჯობესებას მოიცავს. ემი გალო „ჰარვარდის ბიზნეს რევიუს“ მოწვეული რედაქტორი და „HBR-ის გზამკვლევი სამუშაო სივრცეში კონფლიქტის მოსაგვარებლად“ ავტორია.
22.95
აწმყოს ძალა
ავტორი: ეკჰარტ ტოლე
სერია: ლურჯი ოკეანე
მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი
იმისათვის, რომ აწმყოს ძალაში შესვლა შევძლოთ, ჩვენს ანალიტიკურ გონებასა და მის მიერ შექმნილ ყალბ მე-ზე – ეგოზე – უარი უნდა ვთქვათ. ამ საოცარი წიგნის პირველივე გვერდები ახალ სიმაღლეზე აგვიყვანს, იქ, სადაც უფრო სუფთა და მსუბუქ ჰაერს ჩავისუნთქავთ, ჩვენი ყოფიერების ურღვევ არსს - „მარადიულ, ყველგან მყოფ, სიცოცხლის უთვალავი ფორმის მიღმა დავანებულ ერთ სიცოცხლეს ვუკავშირდებით; იმ სიცოცხლეების მიღმა, რომლებიც იშობა და კვდება“. მართალია, ეს მოგზაურობა ადვილი არ არის და უამრავი გამოწვევის წინაშე გვაყენებს,.
16.95
პოზიტიური აზროვნების ძალა
ავტორი: ნორმან ვინსენტ ჰილი
სერია: ლურჯი ოკეანე
მთარგმნელი: ლევან ინასარიძე
წიგნი გვასწავლის სულიერი სიმშვიდის მოპოვებას არა ამ ცხოვრებიდან გაქცევითა და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვით, არამედ ის იმ ძალად გვევლინება, რომელიც კონსტრუქციული პირადი თუ სოციალური ცხოვრების წესისთვის მამოძრავებელ ენერგიად გარდაწინათქმა იხ იქმნება. ის პოზიტიურ აზროვნებას გვასწავლის, ოღონდ, არა სახელ- დიდების ან ძალაუფლების მოსაპოვებლად, არამედ რწმენის განსამტკიცებლად, რომელიც სირთულეების გადალახვაშიც დაგვეხმარება და ცხოვრებაში ჭეშმარიტ ღირებულებებსაც შეგვათვისებინებს
16.95
როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი
ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე
სერია: ლურჯი ოკეანე
ეს არის სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც ოცნებობს, ცვლის თამაშის წესებს, ისახავს რთულ ამოცანებს, ცდილობს, არ დაკმაყოფილდეს მოძველებული ბიზნესმოდელებით, და ქმნის მომავლის კომპანიებს. ეს არის წიგნი იმის შესახებ, თუ „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი” გთავაზობთ ძლიერ, მარტივ, ნაცად ხერხებს იმისთვის, რათა გაიაზროთ, შექმნათ, განაახლოთ და განახორციელოთ ბიზნესმოდელები. „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ არის სახელმძღვანელო ყველასთვის, ვინც ცდილობს ბიზნესმოდელის გაუმჯობესებას ან ახლის შექმნას. შეცვალეთ თქვენი წარმოდგენა ბიზნესმოდელებზე „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ გასწავლით ინოვაციურ ხერხებს, რომლებსაც მთელ მსოფლიოში იყენებენ. ისწავლით, როგორ უნდა გაიაზროთ, შექმნათ და აამოქმედოთ ახალი ბიზნესმოდელი ან გააანალიზოთ და განაახლოთ ძველი. წიგნი შეიქმნა სტრატეგიის 470 პრაქტიკოსთან ერთად „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ შექმნა 470-მა პრაქტიკოსმა 45 ქვეყნიდან, იგი გამოირჩევა მიმზიდველი და სადა დიზაინით, რომელიც გიბიძგებთ, გადაუდებლად შეუდგეთ წიგნის შესწავლას. შექმნილია მათთვის, ვისაც შესწევს უნარი „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ განკუთვნილია მათთვის, ვინც მზად არის, უარი თქვას დრომოჭმულ აზროვნებაზე. წიგნი შეიცავს ახალ და ინოვაციურ მოდელებს ხელმძღვანელების, კონსულტანტების, მეწარმეებისთვისა და ყველა ლიდერისთვის. წიგნი ქართულად გამოიცა „ლურჯი ოკეანისა“ და „ჯეპრას“ თანამშრომლობით.
29.95
ალქიმია არაორდინარული იდეების ძალა
ავტორი: რორი საზერლენდი
სერია: ლურჯი ოკეანე
"აღმოაჩინეთ ალქიმია ჩვეული „ყოფითი“ აზროვნების მიღმა! როგორც TED-ის სუპერვარსკვლავი და სარეკლამო ინდუსტრიის ლეგენდა რორი საზერლენდი გვიჩვენებს, თითქოსდა ალოგიკური და რაციონალურობას მოკლებული გადაწყვეტილება ხშირად საუკეთესო გზაა ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად. ბიჰევიორისტული მეცნიერების მაგალითებსა და ბრენდინგის მაგიით შთაგონებულ შოკის მომგვრელ ისტორიებზე დაყრდნობით, „ალქიმიის“ ავტორი გვარწმუნებს იმაში, თუ რაოდენ მცდარია ეკონომისტების, საქმიანი წრეებისა და პოლიტიკოსების სტერეოტიპული მიდგომები აქტუალური საკითხების გადაჭრისას. იმისათვის, რომ იყო ბრწყინვალე, უნდა იყო ირაციონალური. "
19.95
ბიზნეს ისტორიები საქართველოდან
„ბიზნესისტორიები საქართველოდან“ აერთიანებს იმ ადამიანების ამბებს, რომლებმაც შექმნეს და დაგვიტოვეს უზარმაზარი ფასეულობა და დაგვაჯერეს, რომ საქართველოსაც აქვს საამაყო ბიზნესისტორია:
• მიტროფანე ლაღიძე
• ძმები ზუბალაშვილები
• ნიკო ნიკოლაძე
• აკაკი ხოშტარია
• დავით სარაჯიშვილი
• გივი ზალდასტანიშვილი
• ილია ჭავჭავაძე
• ძმები სიმენსები
• მიქაელ არამიანცი
• ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი
• გიორგი ქართველიშვილი
• გიორგი მაჩაბელი
ამ წიგნში თავმოყრილია ბიზნესისტორიები საქართველოდან. წაიკითხავთ ქართველი მეწარმეების მიერ შექმნილი მემკვიდრეობისა და გაბედული ნაბიჯების შესახებ, რაც ვიმედოვნებთ, თქვენთვის შთაგონების წყაროდ იქცევა და კარგი საქმეებისთვის საჭირო ენერგიად აქცევთ.
წიგნი გამოცემულია საქართველოს ბანკის მხარდაჭერით.
83