santaesperanza
კლასობანა
კლასობანა

კლასობანა


22

ავტორი: ხულიო კორტასარი

მთარგმნელი: მერი ტიტვინიძე

სერია: ძალიან მაგარი წიგნები

ხულიო კორტასარი დაიბადა 1914 წლის 26 აგვისტოს, ბრიუსელში. მისი მშობლები არგენტინის მოქალაქეები იყვნენ და პირველი მსოფლიო ომის დროს ბელგიაში დიპლომატიურ მისიაში მსახურობდნენ. 1919 წელს ოჯახი უკვე ბუენოს აირესის მახლობლად დასახლდა. მამამ მალევე მიატოვა ცოლ-შვილი და კორტასარი დედასთან და უმცროს დასთან ერთად გაიზარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კორტასარმა შვიდი წელი სკოლის მასწავლებლად იმუშავა. 1944 წლიდან ფრანგულ ლიტერატურას ასწავლიდა ქალაქ მენდოსას უნივერსიტეტში. პერონისტების პოლიტიკური ზეწოლის გამო იძულებული გახდა, პედაგოგიური საქმიანობა მიეტოვებინა და წიგნის პალატაში გააგრძელა მუშაობა. 1951 წელს კორტასარი გადასახლდა საფრანგეთში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. წლების განმავლობაში მუშაობდა თარჯიმნად იუნესკოში. ბევრს მოგზაურობდა. აქტიურად ილაშქრებდა ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ლათინურ ამერიკაში. თანაუგრძნობდა სალვადორ ალიენდეს და ფიდელ კასტროს. გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე. კორტასარის ლიტერატურული კარიერა 1938 წელს სონეტების კრებულით იწყება. ამის შემდეგ მას პოეზია აღარ გამოუქვეყნებია, თუმცა წერდა. პოეტური კრებული მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გამოიცა, პოპულარობა კი პროზამ – მოკლე მოთხრობებმა და რომანებმა – მოუტანეს, განსაკუთრებით მისმა შედევრმა, "კლასობანამ", რომელიც 1963 წელს გამოქვეყნდა. 60-იანი წლებიდან მთელი მსოფლიო "ლათინურ–ამერიკულმა ბუმმა" მოიცვა. კორტასარის, მარკესის, ვარგას ლიოსას და სხვების სახელები ყველას პირზე ეკერა. ლათინურ–ამერიკული რომანი ცალკე, დამოუკიდებელ ცნებად იქცა. ბევრის აზრით, "ბუმი" სწორედ "კლასობანათი" დაიწყო, ამ უდიდესი ლიტერატურული ექსპერიმენტით, სადაც ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი: ტრაგედია და დრამა, ლირიკა და იუმორი, ჯაზი და ეროტიკა, ესსე და საგაზეთო სტატია, მეტაფორა და ჰიპერბოლა, რეალობა და ჰალუცინაცია, გრძნობებით, სიტყვებით, ადამიანებით თამაში, და კიდევ ის რაღაც–რაღაცები, რაც თავად ხულიო კორტასარმა მოიგონა.


გამომცემლობა
არეტე
ფასი
22
წონა
0.699
ნანახია
329
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები