კოლექციონერი
15
ავტორი: ნორა რობერტსი
სერია წლის ბესტსელერი
მთარგმნელი კონსტანტინე შარვაშიძე
- გამომცემლობა
- პალიტრა
- ფასი
- 15
- წონა
- 0.489
- ნანახია
- 264
მსგავსი პროდუქტები
მშფოთვარე ადამიანები
ავტორი: ფრედერიკ ბაკმანი
მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე
სერია: წლის ბესტსელერი
"ერთ პატარა შვედურ ქალაქში ახალი წლის წინადღეს ხელმოცარული ბანკის მძარცველი აიყვანს რვა მძევალს, რომლებიც გასაყიდი ბინის დასათვალიერებლად შეკრებილან. სხვათა შორის, ყველა მათგანი როდია ნამდვილი მყიდველი. ბინის ჩვენებაზე თითოეული მათგანი თავისმა ინტერესმა ან სასოწარკვეთილებამ მიიყვანა. ვითარება თანდათან ისე იძაბება, რომ მძარცველს ურჩევნია პოლიციას ჩაჰბარდეს, ოღონდ კი თავი დააღწიოს ამ მშფოთვარე ადამიანებს. ამ რომანის გმირებიც ფრედრიკ ბაკმანის საყვარელი „პატარა ადამიანები“ არიან, თავიანთი სადარდებლითა და აუწყობელი ურთიერთობებით, რასაც მწერალი მსუბუქი იუმორით, სევდიანი სარკაზმით, გროტესკულობითა და იმავდროულად, გმირებისადმი გულის ამაჩუყებელი თანაგრძნობით გვიამბობს. მწერლის სხვა რომანებისგან განსხვავებით, აქ თხრობას ხშირად წარსულიდან აწმყოში გადავყავართ. ბაკმანი მკითხველს თავსატეხსაც უჩენს — ბოლოს და ბოლოს, ბანკის მძარცველი ქალია თუ მამაკაცი? "
16.95
მახინჯი სიყვარული
ავტორი: კოლინ ჰუვერი
მტარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
სერია: წლის ბესტსელერი
"მათ უცნაურ შეხვედრას არ მოჰყოლია ერთი ნახვით შეყვარება. ვერც მეგობრები გახდნენ. ამ ორს მხოლოდ ვნება აერთიანებს... ასე ჰგონიათ, ჯერჯერობით. ახალგაზრდა მამაკაცს სიყვარული არ სჭირდება, ქალს საამისოდ არ სცალია. მათი შეთანხმება იდეალური იქნება, თუ ქალი მხოლოდ და მხოლოდ ორ წესს დაიცავს: არასოდეს ჰკითხოს, რა მოხდა წარსულში და. არ ჰქონდეს მომავლის იმედი. მაგრამ მალე მიხვდებიან, რომ შეთანხმების დაცვა უჭირთ. თანდათან წესები ირღვევა და სიყვარული მახინჯი ხდება. "
16.95
თანამედროვე სიყვარული
ავტორი:დანიელ ჯონსი
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
სერია: წლის ბესტსელერი
სიყვარულის მაცოცხლებელი თვისება მგრძნობელობაა, მას კი ბევრი ფორმა შეიძლება ქონდეს. თუმცა ყველა შემთხვევაში მგრძნობელობა ნიშნავს არ შეუშინდე დაკარგვის შესაძლებლობას, მაგრამ, იმავდროულად და რაც უფრო მნიშვნელოვანია! - გააჩინო კავშირების შესაძლებლობაც, ეს უკანასკნელი კი რისკის გარეშე შეუძლებელია. რა თქმა უნდა, რისკის სიდიდე განსხვავებულია, ხანდახან მხოლოდ თითის ჩაყოფა გიწევს წყალში, ხანდახან კი ფრიალო კლდიდან თვალდახუჭული უნდა გადაეშვა.
14.95
ბებიამ მთხოვა, თქვენთვის მეთქვა, რომ ბოდიშს იხდის
ავტორი: ფრედრიკ ბაკმანი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
სერია: წლის ბესტსელერი
ელსას, საოცრად საზრიან გოგონას, თავისი სუპერგმირი ჰყავს - ბებია, სხვათა აზრით, უხიაგი, სინამდვილეში კი სიმართლის მთქმელი და წესების მოყვარულების, პედანტების დაუძინელბელი მტერი... კიდევ, ბებიას ზღაპრების მოყოლა უყვარს: მის ზღაპრულ ქვეყანაში რაინდებიც არიან და ურჩხულებიც, პრინცებიც და პრინცესებიც, კეთილებიც და ბოროტებიც, მაგრამ, როგორც ყველა ზღაპარში, იმ ქვეყანაშიც სიყვარული და მეგობრობა იმარჯვებს. ბებიამ ასწავლა ელსას თანაგრძნობა, მეგობრობა, ერთგულება და, რაც მთავარია, მიტევება.
14.95
გადაუხადე სხვას
ავტორი: ქეთრინ რაიან ჰაიდი
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
სერია:წლის ბესტსელერი
ტრევორ მაკკინი სულაც არ ყოფილა გამორჩეული მოსწავლე.უსიხარულო ბავშვობა,მარტოხელა,ალკოჰოლიკი დედა და სკოლასა თუ ცხოვრებაში წარმატების ბევრად ნაკლები შანსი,ვიდრე მის თანაკლასელებს...ასეთი მონაცემებით,თითქოს ვერც სამყაროს შეცვლი და ვერც რამე ღირებულს შექმნი.მაგრამ ტრევორს ადამიანების მაინც სჯერა,სწამს,რომ თუ სიკეთეს დათესავ,კეთილი საქმეები გამრავლდება და აი,საზოგადოებათა მცოდნეობაში მიღებული კლასგარეშე დავალება ტრევორისთვის ის შთაგონება აღმოჩნდა,რომელმაც მის გულში ჩათესილი იმედის თესლი აღმოაცენა...
11.95
სიყვარულით როზი
ავტორი: სესილია აჰერნი
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
სერია: წლის ბესტსელერი
როზი და ალექსი ერთმანეთისთვის არიან შექმნილი. ეს ყველამ იცის მათ გარდა... ბავშვობიდან განუყრელი მეგობრები იყვნენ, მაგრამ დრო გავიდა, გაიზარდნენ და დამოუკიდებელ ცხოვრების გზას დაადგნენ. ალექსი დუბლინიდან ბოსტონში გადადის და ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება. როზისაც დიდი გეგმები აქვს-ისიც ბოსტონში ისწავლის, ბავშვობის მეგობრები ისევ ერთად იქნებიან, მაგრამ... ერთი მცდარი ნაბიჯი და, ორივეს ცხოვრება იცვლება... როზი უკვე მარტოხელა დედაა, მარტოს უწევს უამრავი დაბრკოლების გადალახვა...
16.95