santaesperanza
კონექტიკუტელი იანკი მეფე ართურის კარზე
კონექტიკუტელი იანკი მეფე ართურის კარზე

კონექტიკუტელი იანკი მეფე ართურის კარზე


24.95

ავტორი: მარკ ტვენი

ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ

 

მაშინ, როდესაც სემუელ კლემენსი, მარკ ტვენის ფსევდონიმით, ერთმანეთზე უფრო საინტერესო რომანებს წერდა და საფუძველს უყრიდა ამერიკული ლიტერატურის დიდ ტრადიციას, კონექტიკუტის შტატი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ინდუსტრიულად განვითარებული რეგიონი გახლდათ, ჰარტფორდი კი შტატის მთავარი ქალაქი იყო. სწორედ ამ შტატის და ქალაქის მიერაა შთაგონებული სათავგადასავალო რომანის „კონექტიკუტელი იანკი მეფე ართურის კარზე“ ფაბულა – კონექტიკუტის შტატის ერთ-ერთი ქარხნის ოსტატი, მე-19 საუკუნის ცივილიზაციის ნამდვილი პირმშო, ერთი ფატალური შემთხვევის გამო, მეფე ართურის სახელმწიფოში ხვდება. შუასაუკუნეობრივ, მითოსურ, ფეოდალურ ეპოქაში აღმოჩენილი კონექტიკუტელი იანკი მიზნად ამ გარემოების შეცვლას და ცივილიზაციის დესპანობას დაისახავს.

 

ამ ფანტასტიკურ თავგადასავალში ბევრი სიცილია, ბევრი ტყუილი და მართალი. მარკ ტვენის მომნუსხველი თხრობა კი ეპოქათა ისეთ ჯურღმულებში შეგითრევთ, სადაც ცივილიზაციის იარაღს მთლად ბოლომდე არ უნდა ენდოთ...

 

 


გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
24.95
წონა
0.598
ნანახია
135
გაზიარება: