santaesperanza
მდუმარების მეჯლისი
მდუმარების მეჯლისი

მდუმარების მეჯლისი


22.1

ავტორი: მიკა ალექსიძე

 

 

მიკა ალექსიძე (1954-1994) 80-იანელთა ლიტერატურული თაობის ერთ ერთი საუკეთესო წარმომადგენელია, ხოლო მისი ფსიქოლოგიური პროზა, რომელიც სულ რამდენიმე მოთხრობას აერთიანებს, კრიტიკამ გამოჩენისთანავე აღიარა განსაკუთრებულ მოვლენად. ლიტერატურულ პერიოდიკაში („მნათობი", „ლიტერატურული საქართველო") ქვეყნდებოდა ავტორის პოეტური შემოქმედებაც. მისი მოთხრობების ერთადერთი წიგნი პირველად 1985 წელს, განმეორებით კი 1992 წელს, ახალგაზრდა ავტორის მოულოდნელ გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, დაისტამბა. 2017 წელს მიკა ალექსიძის მოთხრობები, მწერალ დათო ბარბაქაძის ინიციატივითა და რედაქტორობით, გერმანიაში გამოიცა და გერმანელი რეცენზენტების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

 


წიგნი თავს უყრის უსამართლოდ დავიწყებული ავტორის როგორც გამოქვეყნებულ, ისე მკითხველისთვის
დღემდე უცნობ ნაწარმოებებს.


  • სანქტ-პეტერბურგის 12 - მარაგშია

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
22.1
წონა
0.399
ნანახია
315
გაზიარება: