მე გაჩუქებ მზეს
სიახლე
13
ავტორი: ჯენდი ნელსონი
სერია: ლიბერთინსი
მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე
თავიდან ჯუდი და მისი ტყუპი ძმა ნოადაჯუდი არიან, განუყრელნი. ნოა გამუდმებით ხატავს და მეზობლად მცხოვრებ ქარიზმატულ ბიჭს უმეგობრდება, მამაცი ჯუდი კი ხასხასა წითელ ტუჩსაცხს ისვამს, კლდიდან წყალში ხტება და ორივეს მაგივრად ლაპარაკობს. წლების შემდეგ ისინი ერთმანეთს თითქმის არ ელაპარაკებიან. რაღაც მოხდა, რის გამოც ტყუპმა განსხვავებული, მაგრამ ერთნაირად დამანგრეველი ცვლილებები განიცადა...მაგრამ მერე ჯუდი საინტერესო, მომხიბლავ ბიჭსა და იდუმალებით მოცულ ახალ მასწავლებელს ხვდება. ადრეულ წლებზე ნოა მოგვითხრობს, შემდეგ წლებზე ჯუდი გვიყვება, მაგრამ მათ, ორივეს, ამბის ნახევარი ეკუთვნით, და თუ ერთმანეთისკენ დასაბრუნებელ გზას იპოვიან, სამყაროს შეცვლის შანსი მიეცემათ.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 13
- ნანახია
- 54
მსგავსი პროდუქტები
ბოლოს ორივე კვდება
ავტორი: ადამ სილვერა
სერია Liberteens
წარმოიდგინეთ, რომ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც 24 საათით ადრე გვატყობინებენ, რომ მალე მოვკვდებით. წიგნის მთავარი პერსონაჟი სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდება, არადა გრძნობს, რომ ჯერ არც კი უცხოვრია. ადამ სილვერა თამამად მოგვითხრობს სინანულზე, სიკვდილის შიშზე, დაუფასებელ ურთიერთობებსა და დროის მნიშვნელობაზე. რა აზრები სდევს სიკვდილთან ასე მიახლოებულ ორ მთავარ პერსონაჟს და რისი შეცვლა შეუძლიათ 24 საათში?“
ნინო ადუაშვილი, 16 წლის.
14.95
პირველი, ვინც ბოლოს მოკვდება
ავტორი: ადამ სილვერა
სერია: Liberteens
მთარგმნელი: გიორგი გომართელი
„სიკვდილის უწყების" ამუშავების ღამეა და თავში ყველას ერთი კითხვა უტრიალებს: „უწყებას" ადამიანის სიკვდილის წინასწარმეტყველება მართლა შეუძლია თუ ეს კარგად დადგმული სპექტაკლია?
ორიონ პაგანი წლების განმავლობაში ელოდა, რომ ვიღაც დაურეკავდა და სიკვდილის ამბავს ამცნობდა. მას გულის მძიმე დაავადება აქვს
ვალენტინო პრინსი ნიუ-იორკში ცხოვრების თავიდან დასაწყებად ჩადის. წესით, წინ დიდი მომავალი აქვს და „სიკვდილის უწყებაზე" მას შემდეგ დარეგისტრირდება, რაც მისი და კინაღამ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა
პირველი დღის სატელეფონო ზარების შემდეგ ორიონისა და ვალენტინოს ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება - ერთს დაურეკავენ, მეორეს კი - არა
16.95
წიგნის ქურდი
ავტორი: მარკუს ზუზაკი
მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
სერია: ლიბერთინს
ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად, ჰიმელსტრიტზე ცხოვრობს. მისი მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობელზე, ეს ჰიმელს-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა.
14.95