მეთხუთმეტე უბნიდან
25.95
ავტორი: მეივის გალანტი
მთარგმნელ(ებ)ი გია ჭუმბურიძე ზაზა ჭილაძე
სერიის დასახელება: დიოგენეს ბიბლიოთეკა
„მეთხუთმეტე უბნიდან“ ცხრა მოთხრობისგან შემდგარი კრებულია. მოთხრობებში აღწერილი ამბები გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში ხდება, თუმცა მათ უმრავლესობას მაინც ერთი საერთო თემა აქვს - მეორე მსოფლიო ომი. პერსონაჟებიც საზოგადოების სხვადასხვა ფენას მიეკუთვნებიან და სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ, მაგრამ მათ შორისაც იკვეთება საერთო ხაზი: ისინი ან სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანები არიან, რომლებსაც თავიანთი ადგილი ვერ უპოვიათ ცხოვრებაში, ან ქალები და კაცები, რომელთა ცოლქმრული ცხოვრების სიმტკიცე საეჭვო გამხდარა, ან ხალხი, ვისაც უჭირს ილუზორული და ნამდვილი ცხოვრების ერთმანეთისაგან გარჩევა.
- გამომცემლობა
- დიოგენე
- ფასი
- 25.95
- წონა
- 0.44
- ნანახია
- 257
მსგავსი პროდუქტები
მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ
ავტორი: ბოჰუმილ ჰრაბალი
მთარგმნელი: სულხან მუხიგულაშვილი
სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა
„მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“ დიდი ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის (1914 - 1997) ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია.
ამბის მთხრობელი რკინიგზის სადგურის 22 წლის მორიგე მილოშ ჰრმაა, რომელიც გერმანიის მიერ ოკუპირებულ ჩეხოსლოვაკიაში ცხოვრობს. მის ნაამბობში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული ოკუპაციის თანმდევი და პიროვნული ტრაგედიები, რომლებიც საბოლოოდ განსაზღვრავს კიდეც საკუთარი თავის ძიების გზაზე დამდგარი გმირის ბედისწერას.
რა ხდება მაშინ, როდესაც ისტორიის ბობოქარ პერიოდში ადამიანი საკუთარ განსაცდელსაა შეჭიდებული, როგორ განსაზღვრავს სამშობლოს ბედი უბრალო მოქალაქის ცხოვრებასაც კი და რა ზემოქმედებას ახდენს პერსონაჟის ცნობიერებაზე მის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი, ამის შესახებ მილოშ ჰრმა ჰრაბალის გმირებისთვის დამახასიათებელი მონდომებით გვიამბობს...
წიგნის მიხედვით 1966 წელს რეჟისორმა ირჟი მენცელმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელმაც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“
12.95
უკანასკნელი სამყარო
ავტორი: ქრისტოფ რანსმაირი
ავსტრიელი მწერალი ქრისტოფ რანსმაირი (1954) არაერთი გერმანულენოვანი თუ საერთაშორისო პრემიის ლაურეატია. მის რომანში „უკანასკნელი სამყარო“ მოთხრობილია მაქსიმუს კოტას მოგზაურობის ამბავი ქვეყნის დასალიერში, შავიზღვისპირა ქალაქ ტომისში, აქ გადასახლებული პუბლიუს ოვიდიუს ნაზონის კვალდაკვალ.
ეს ქალაქი უკანასკნელი სამყაროს მოდელია, ადამიანური იმედების, სურვილების განადგურების ადგილი. ტექსტში უცნაურადაა გადახლართული ძველი სამყარო, მითები, დღევანდელობა. „უკანასკნელი სამყარო“ ოცდაოთხ ენაზეა ნათარგმნი და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის მნიშვნელოვან ნიმუშად ითვლება.
17.95
ამერიკული პასტორალი
ავტორი: ფილიპ როთი
მთარგმნელი: თამარ ლომიძე
სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა
სეიმურ ლევოვი, მეტსახელად „შვედი“, 40-იანი წლების ნიუარკში ნამდვილი ვარსკვლავია. ბრწყინვალე სპორტსმენს უფროსები პატივს სცემენ, თანასკოლელ გოგონებს უყვართ, ბიჭები კი აღმერთებენ. „შვედი“ თავისი სკოლელის, შემდგომში ცნობილი მწერლის, ნათან ცუკერმანის მეხსიერებაში ღრმა კვალს ტოვებს. სწორედ ცუკერმანი მოგვითხრობს მისი ბავშვობის კერპის, სრულყოფილი სხეულისა და კეთილშობილი ბუნების მქონე ბიჭის შესახებ. სკოლის დამთავრების შემდეგ „შვედი“ სათავეში უდგება საოჯახო ბიზნესს, ქორწინდება „მის ნიუ-ჯერსიზე“ და წარმატებული, ყოველმხრივ სანიმუშო ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა ერთ დღეს კომუნისტური იდეებით გატაცებული, მშობლებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყებული „შვედის“ თექვსმეტი წლის გოგონა ყველაფერს თავდაყირა აყენებს...
17.95
მკვდარი სულები
ავტორი:ნიკოლაი გოგოლი
მთარგმნელ(ებ)ი გია ჭუმბურიძეზაზა ჭილაძე
სერიის დასახელება დიოგენეს ბიბლიოთეკა
რუსული ლიტერატურის კლასიკოსის, ნიკოლაი გოგოლის (1809 - 1852) „მკვდარი სულები“ იმ დიდ წიგნებს შორისაა, რომლებმაც თვალსაჩინო კვალი დატოვეს მწერალთა და მკითხველთა თაობებზე. მთავარი გმირის, პაველ ივანოვიჩ ჩიჩიკოვის მოგზაურობას სოფლიდან სოფელში, ერთი მემამულის სამფლობელოდან მეორეში წარმოუდგენელი მიზანი აქვს: ეგრეთ წოდებული მკვდარი სულების შეგროვება.
XIX საუკუნის პირველი ნახევრის რუსეთი მკითხველის თვალწინ მთელი სისავსით ცოცხლდება: უსწრაფესად გავრცელებული ჭორებით, უცაბედი გამდიდრების მსურველებით, ქრთამის აღებას დაჩვეული მოხელეებით, განსაცდელში ჩავარდნილი მებატონეებით, დაგირავებული ყმაგლეხობით...
22.95
ზღვა, ზღვა
ავტორი: აირის მერდოკი
აირის მერდოკის (1919-1999) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომანი „ზღვა, ზღვა“ ადამიანად ყოფნის საზრისის ძიებაა. ნაწარმოების მთავარი გმირი დღიურის მსგავსი ჩანაწერებით ცდილობს, საკუთარი ცხოვრების ყველა ასპექტი გაიაზროს, შეცდომები თუ წარმატებები გააანალიზოს და შეგვახსენოს, რომ ცნობილი, წარმატებული, ერთი შეხედვით უდარდელი ადამიანის ცხოვრებაშიც დგება წუთი, როცა მას ყველაფრისგან გაქცევისა და საკუთარი სულიერი თუ გარემომცველი სამყაროს სრულად შეცნობის სურვილი უჩნდება. მრავალფეროვანი ალუზიებით, მეტაფორებით, სიმბოლური სახეებით ავტორი ცდილობს, მგრძნობიარე კამერულობა დამაჯერებელ გულწრფელობად აქციოს და მკითხველს არცთუ იოლი საფიქრალი დაუტოვოს. რომანში ჩვენ თვალწინ ვნებათა ზღვა ბობოქრობს და ადამიანის სულის ღრმა ფსიქოლოგიური სურათი იხატება.
1978 წელს რომანისათვის „ზღვა, ზღვა“ აირის მერდოკს ბუკერის პრემია მიენიჭა.
39.95
შავი პრინცი
ავტორი: უკანასკნელი სამყარო
მთარგმნელ(ებ)ი თამარ ლომიძე
სერიის დასახელება დიოგენეს ბიბლიოთეკა
ბრიტანელი მწერალი და ფილოსოფოსი აირის მერდოკი (1919-1999) სამართლიანად ითვლება მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო რომანისტად. მას მრავალი პრესტიჟული ჯილდო და ტიტული აქვს მოპოვებული. „შავი პრინცი“ აირის მერდოკის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია.
ალუზიებითა და სიმბოლოებით დატვირთულ ტექსტში ბევრი რამ წარმოაჩენს მწერლის ოსტატობას: სიუჟეტური პერიპეტიები, საინტერესო სტრუქტურა, დახვეწილი ენა... თუმცა წიგნის მთავარი ღირსება ის არის, რომ მთავარი გმირების - ასაკოვანი კაცისა და ახალგაზრდა ქალის - უცნაური ურთიერთობის ამბავს ავტორი მთლიანად ცლის ბანალურობისგან და მკითხველისთვის „შავი პრინცი“ სიყვარულის შესახებ დაწერილი ერთ-ერთი საუკეთესო რომანი ხდება.
27.95