მეორე ოთახი
14.95
ავტორი: მაგდა კალანდაძე
სერიის დასახელება
ET CETERA
„მეორე ოთახი“ მაგდა კალანდაძის პირველი რომანია, რომლის მთავარი გმირიც წარსულის მოთვინიერებულ აჩრდილებთან ერთად მარტო ცხოვრობს დიდ ბინაში. მთარგმნელისა და რედაქტორის, ელენე მახარაძის ზანტ, ერთფეროვან მყუდროებას ერთი შეხედვით საფრთხე არსაიდან ემუქრება, თუმცა მალე მის ყოველდღიურობაში ახალი ადამიანი ჩნდება, რომელზე დაკვირვებაც, რომლის ყურადღების მიპყრობაც უმთავრეს ამოცანად ექცევა. ხმამაღლა ნათქვამი ყოველი ფრაზა, დაახლოების მიზნით გადადგმული ყოველი ნაბიჯი სიფრთხილეს ითხოვს. საზოგადოება, რომელშიც რომანის გმირები ცხოვრობენ, განუსჯელად დადანაშაულებას მისჩვევია. მოვლენების მოულოდნელმა განვითარებამ კი შესაძლოა წამში გამოგაცალოს მიწა ფეხქვეშ.
- გამომცემლობა
- დიოგენე
- ფასი
- 14.95
- წონა
- 0.159
- ნანახია
- 211
მსგავსი პროდუქტები
კაფკას ლეოპარდები
ავტორი: მოასირ სკლიარი
მთარგმნელ(ებ)ი ზაზა ჭილაძე
სერიის დასახელება ET CETERA
ბრაზილიელი მწერლის, მოასირ სკლიარის (1937-2011) რომანი „კაფკას ლეოპარდები“ ახალგაზრდა ებრაელის, ბენიამინ კანტაროვიჩის, მეტსახელად „თაგუნას“, თავშესაქცევ ამბავს მოგვითხრობს. ლევ ტროცკისთან შეხვედრაზე მეოცნებეს ბედისწერა დიდ თავსატეხს უმზადებს: მის ხელში თავად ფრანც კაფკას ხელნაწერი აღმოჩნდება, რომელსაც გასაღები უნდა მოარგოს.
1916 წლის ზამთარია. გათოშილი, თავგზააბნეული ბენიამინ კანტაროვიჩი პრაღის ქუჩებში დაეხეტება და მინიშნებებს ეძებს… წიგნში მოულოდნელობა მოულოდნელობას ენაცვლება, მთავარ გმირს კი ისღა დარჩენია, ჰრადშინის ციხესიმაგრის უკან, ალქიმიკოსების ქუჩაზე, ფრანც კაფკას პატარა ოთახს მიადგეს და კარზე დააკაკუნოს.
9.95
მექანიკური როიალი
ავტორი: ნუგზარ ზაზანაშვილი
სერიის დასახელება ET CETERA
ნუგზარ ზაზანაშვილი - პოეტი, ესეისტი, ეკოლოგი - დაიბადა 1957 წელს თბილისში. 1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის სპეციალობით; პარალელურად იქვე გაიარა ხელოვნებათმცოდნეობის ორწლიანი კურსი. ლიტერატურული წერილი პირველად 1980 წელს გამოაქვეყნა, ლექსები - 1981 წელს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 1992 წელს კვლავ გამოჩნდა ლიტერატურულ სივრცეში. ნუგზარ ზაზანაშვილის ლექსების პირველი წიგნი „ასეთი დროა“ 1998 წელს გამოიცა; კრებული „გაუგზავნელი წერილებიდან“ „საბა 2006“-ის ნომინანტია, „ცის“ 2010 წელს გამოქვეყნდა, „მექანიკური როიალი“ კი მეოთხე კრებულია. მისი ლექსები შეტანილია მწერალ მალხაზ ხარბედიას მიერ შედგენილ წიგნში „თანამედროვე ქართული ლექსის ანთოლოგია: 1990-2004“ („Link“, 2004) და პოეტ ზვიად რატიანის შედგენილ წიგნში „ქართული ლექსი: XX საუკუნე“ („დიოგენე“, 2015). ნუგზარ ზაზანაშვილი არის ბუნების დაცვისადმი მიძღვნილი არაერთი პუბლიცისტური და პოპულარული პუბლიკაციის ავტორიც.
12.95
ყოველი ამბის დასასრული
ავტორი: მინდია არაბული
სერიის დასახელება ET CETERA
„მინდია არაბულის მოთხრობების კრებულში თავმოყრილი ტექსტები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, ავტონომიური ნაწარმოებებია; თითოეულ მათგანში მოქმედება, თხრობა რადიკალურად განსხვავებულ დროსა და სივრცეში მიმდინარეობს, მაგრამ გრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ამბებს რაღაც არსებითი აკავშირებს, ამთლიანებს.
მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობათა სიუჟეტები მკვეთრად არის დაშორებული თანამედროვეობას, სოციალურ რეალობას, ყველა მათგანი განსაკუთრებული მხატვრული სიღრმითა და ირონიით ზედმიწევნით ზუსტად აღწერს ჩვენს აწმყოს; პერსონაჟები, რომლებიც აქ გვხვდებიან, უძველესი ეპოქების ან ძალზე შორეული მომავლის ნაწილნი არიან, მაგრამ დაუძლეველი სიჯიუტით გვგვანან ჩვენ.
შიში უცხოსადმი, სხვისადმი, რელიგიურ რელიკვიათა წარმოქმნის კარიკატურულობა, ტექნოლოგიების გავლენის შიშის აბსურდულობა და ა. შ. - ეს ის თემებია, რომლებიც წიგნში ენობრივი ექსპერიმენტებით, სტილიზების მეთოდებით და თხრობის განსაკუთრებული ტექნიკებით არის სიუჟეტებში გაშლილი“.
ლექსო დორეული, ფილოსოფოსი, ლიტერატურის კრიტიკოსი
14.95
გადამალვა
ავტორი: ალეკო შუღლაძე
სერიის დასახელება
ET CETERA
ალეკო შუღლაძე 90-იანებში გამოჩნდა და მაშინვე მიიზიდა მკითხველი თავისი იოლად გამოსარჩევი წერის მანერით, რომელშიც ლაღი იუმორი, ხედვის პარადოქსალურობა და ეგზისტენციალური სიმძიმეები ორგანულად ერწყმოდა ერთმანეთს. მოთხრობების კრებული „გაქცევის მცდელობა“, რომანი „სამსარა“, მანიფესტების ციკლი, გაბნეული ლიტერატურულ პერიოდიკაში... და ამის შემდეგ ის ლიტერატურული სივრციდან გაქრა. გადაიმალა. 15 წლით...
რომან „გადამალვაში“ კი მთელი ეს პერიოდია ჩაწნეხილი: 15 წლის განმავლობაში ნაფიქრი, განცდილი და თავს გადამხდარი. ეს წიგნი კონტრასტების წიგნია. ალეკო შუღლაძე ინარჩუნებს თავის სტილს, რომლითაც ლიტერატურაში მოვიდა და ახალ ტონალობებს სძენს მას. ესაა რომანი, სადაც სიკვდილს და ავადმყოფობას ებრძვიან, სადაც ადამიანები ურთიერთთანადგომას სწავლობენ ამ ბრძოლაში, სადაც სტერეოტიპებისა და კომპლექსებისგან თავისუფლდებიან.
შოთა იათაშვილი
14.95
ფუტკრების იდუმალი ცხოვრება
ავტორი: სიუ მონკ კიდი
მთარგმნელ(ებ)ი თამარ ლომიძე
სერიის დასახელება ET CETERA
ამერიკელი მწერლის, სიუ მონკ კიდის რომანი „ფუტკრების იდუმალი ცხოვრება“ 2002 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. რომანში გადმოცემულია მოზარდის სულიერი ჩამოყალიბების პროცესი - თემა, რომელსაც ჯერომ სელინჯერისა და ჰარპერ ლის წყალობით ამერიკულ ლიტერატურაში მდიდარი ტრადიცია აქვს.
თოთხმეტი წლის ლილი ოუენსი, რომელსაც ადრეული ბავშვობისას შემთხვევით დედა შემოაკვდა, თავის ისტორიას მოგვითხრობს. შავკანიან მსახურ ქალთან ერთად ლილი შინიდან გარბის, რათა თავი დააღწიოს მამის დესპოტიზმს. ის გამოცდის მარტოობას, შეიტყობს სიმართლეს დედაზე და, ბოლოს, ჰუმანური და ბრძენი მეფუტკრე ქალების ოჯახში მოხვედრის შემდეგ, პოვებს სულიერ სიმშვიდეს. საინტერესო სიუჟეტი, ფსიქოლოგიზმი და ორიგინალური სიმბოლიკა რომანს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.
16.95