santaesperanza
მეორედ მოსვლა
მეორედ მოსვლა

მეორედ მოსვლა


12.95

ავტორი: ოლანი ბიწაძე

სერია: იკითხე ქართული

 

ოლანი ბიწაძის „მეორედ მოსვლა“ მოთხრობების კრებულია და ავტორმა ის ორიგინალური კლასიფიკაციით – 2 და 1 ნაწილად – შემოგვთავაზა. ასეთი დაყოფა მოთხრობების თემატურ და კონ- ცეპტუალურ ხაზს გამოკვეთს.

 

პირველ ნაწილს (2) მუდმივად ორი პროტაგონისტი ჰყავს, იქნე- ბიან ეს ჩრდილის თეორიით შეპყრობილი ქალი და მამაკაცი, გა- მოგონილ სოფელში მცხოვრები შეყვარებული წყვილი, პარა- ნორმალურ მოვლენაზე მომუშავე ჟურნალისტი და ოპერატორი თუ მეგობრები, რომელთაგან ერთ-ერთს საკუთარი ბავშვობაც კი აღარ ახსოვს.

და მთავარი კითხვა: პირდაპირ აწმყოთი არაფერი იწყება. მაგ- რამ აწმყო წარსული როგორ უნდა გახდეს, თუ ის არასოდეს ყო- ფილა?

 

მეორე ნაწილის (1) მოთხრობების პერსონაჟები კი – დაკარგული ნივთების კლუბის წევრები, ილუზიონისტობაზე მეოცნებე ბიჭი. ატრაქციონების პარკის დირექტორი თუ ოთხი ქალიშვილისა და ოთხი ცხენის პატრონი გლეხი – დამოუკიდებლად, მარტოები უნ- და გაუმკლავდნენ იმ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, რომლებიც მათ მაგიური რეალიზმით გაჟღენთილ პარადოქსულ თუ აბსურ- დულ სიტუაციებში აყენებს.

და მთავარი დასკვნა: შეიძლება ყველაზე ნამდვილი ზუსტად ის არის, რაც მხოლოდ ერთი ადამიანისთვის ხდება.

 


გამომცემლობა
პალიტრა L
ფასი
12.95
ნანახია
144
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები