მეხსიერების სავარჯიშო
12.95
ავტორი: ლია თოფურია
სერია: იკითხე ქართული XXI
თურმე ზოგჯერ ასეც ხდება: ერთი საბედისწერო შემთხვევა ერთ წამსი ცვლის მთელ ჩვენს ცხოვრებას, ყველაფერს ყირამალა აყენებს; შეიძლება, დავკარგოთ ყველაფერი - მშობლიური სახლი, საყვარელი ადამიანები - და საერთოდ სხვა, უცხო სამყაროში აღმოჩნდეთ, იმ ახალ სამყაროში კი ვიპოვოთ ახალი სიყვარული... თუმცა შევძლებთ წინა ცხოვრების დავიწყებას?
- ფასი
- 12.95
- ნანახია
- 59
მსგავსი პროდუქტები
ჩვენ, თურმელები
ავტორი: თამრი ფხაკაძე
სერია: იკითხე ქართული
თურმე... თეთრი, თლილი ქვის მრავალკარიან სახლში მცხოვრები თურმელები, ჯერ კიდევ ანთიმოზ თურმელის დროიდან, ამ კართა გავლით შედი-გამოდიოდნენ ერთმანეთის ყოველდრიურობაში. თურმე... ერთი მთავარი კარით გადიოდნენ და იკარგებოდნენ შეუცნობელ გარე წუთისოფელში, ხან უმნიშვნელო და ხანაც საბედისწერო მოგზაურობებში. თურმე... ზოგი ბრუნდებოდა, ზოგიც _ ვერ... "ჩვენ, თურმელები" _ ასე დაასათაურა ავტორმა, მისივე თქმით, ცხოვრების მთავარი წიგნი, ეპოქალური რომანი, რომელსაც საგვარეულო-გენეალოგიური არქიტექტონიკა აქვს, ხოლო წიგნს, ნაწარმოებში მრავალგზის ნახსენები საგვარეულო დიადემასავით, თავსართად უძღვის მრავალრიცხოვან თურმელთა უზუსტესი გენეალოგიური ხე. წიგნი თურმელთა გვარის ნაშიერთა ლამის უსრულ ხეტიალზეა ამ სამყაროს განედ-მერიდიანებზე. როდის? რატომ? როგორ? _ პასუხები კითხვებზე ამ მაღალოსტატურად მოთხრობილ, ერთი უზარმაზარი გვარის ცოდვა-მადლიან, სისხლითა და სიყვარულით გაჯერებულ საბედისწერო მატიანეშია.
12.95
შეთხზული მე
ავტორი: მალხაზ ხარბედია
მალხაზ ხარბედია თითქმის სამი წელი იკვლევდა XIX-XX საუკუნეების 300 მეტი ქართველი მწერლის ავტობიოგრაფიებს,სწავლობდა იმ მოაზროვნეთა,მწერალთა თუ მეცნიერთა ტექსტების სტრუქტურას,სტილს,ისტორიულ კონტექსტს,რომლებიც ჩაუღრმავდნენ საკუთარ ,,მე'' - ს და უმნიშვნელოვანესი საკვლევი მასალა შექმნეს.შესაბამისად,წიგნში შთამბეჭდავად აისახა ჟანრის ევოლუცია - ნეტარი ავგუსტინედან დაწყებული და რუსოს,დილთაის,ლეჟენის რეფლექსიებით გაგრძელებული.
14.95
მეგაპოლისი და ფიზიკური პირები
ავტორი: დავით ქართველიშვილი
ერთმა დიდმა ლიტერატორმა (ბორხესმა) ბრძანა: მხატვრულ ტექსტად სულ ოთხი ამბავი იწერება და ეს ამბებიაო: ამბავი წასვლის, ამბავი მოსვლის, ამბავი შეხლა-შემოხლის (მოსვლის მერე), და ამბავი დასჯისო. რომ გადახედოთ აქადე წაკითხულ მხატვრულ ლიტერატურას, ამ დასკვნამდე ნებისმიერი მიხვალთ. დავით ქართველიშვილის ეს რომანი-ბმულიც შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მხოლოდ იმ წასვლაზე, გარიდებაზე, გაქცევაზეა(ოჯახი, ქალაქი, კონტინენტი+ენა, მამული, სარწმუნოება), საიდანაც ალბათ იწყება ყოველი ადამიანის ნამდვილი გზა და ჭეშმარიტი ცხოვრება... სრულიად უცხო გარემოში (შორეულ კალიფორნიაში) მოხვედრილ მთავარ გმირს თუ რა რეალური და შინაგანი აღამართ-დაღმართების დალაშქვრა უწევს, ეს მაღალ-ოსტატურადაა მოთხრობილი ამ ყოველხმრივ დაქსესილ რომანში. ბმულები ტექსტს უამრავი აქვს, იქნება ეს - მწვავე-ემოციური ბმები შორეულ და არცთუ შორიახლო წარსულთან, რომლის გარეშეც ეს აწმყო არ შედგებოდა, თუ ამ აწმყოს სამომავლო მეტაფიზიკური ბმულ-გრადაციები. ერთი შეხედვით, პარალელური ისტორიების დაშლილ ფაზლს, ერთ დიდ მონუმენტურ ეპისტოლარულ ამბავზე ამყნობს ავტორი სკრუპულოზური სიზუსტით და ტექსტიც შიგნიდან გამუდმებით ვიბრირებს - როგორც ბრწყინვალე საგა-შედევრი წასვლაზე, საკუთარ თავში მოსვლაზე, დიდ შინაგან აყალმაყალზე და საბოლოო გადარჩენაზე!
14.95
ნეირონი
ავტორი: ლელა ლაშხი
სერია: იკითხე ქართული XXI
თუ ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ შენი სიზმრებიდან სრულიად გაქრა იძულებით დათმობილი მშობლიური ქალაქი, სახლი, საძინებელი... შენი ზღვა და მისი სურნელი, ხომ იფიქრებ, რომ იმედი მოკვდა? მაგრამ თუ ამ ყველაფერთან ერთად წარსულისგან დატოვებული ტკივილებიც ქრება, იქნებ თავისუფლების ყველაზე მძაფრი განცდის მიზეზსაც მიაგენი?!. ლელა ლაშხის „ნეირონი“ ახალგაზრდა ქალის წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების ამბავია და ეს ამბავი იმავდროულად საქართველოს უახლესი ისტორიის ფრაგმენტებსაც იტევს. ძალადობისა და მახინჯი ტრადიციების მსხვერპლი ქალი მსხვერპლის როლიდან გამოდის და მიდის ყველასა და ყველაფრისგან, რამაც მისი ტრაგიკული ყოფა განაპირობა. მაგრამ პიროვნების ტრანსფორმაცია ყოველთვის როდი ნიშნავს წარსულისგან გათავისუფლებასა და საკუთარი თავის პოვნას _ აქამდე მთავარმა გმირმა ნეირონის ექსპერიმენტი და კიდევ წინააღმდეგობებით მოფენილი გრძელი გზა უნდა გაიაროს.
14.95
რომელი ხარ სარდაფსა შინა
ავტორი: ლუკა ბაქანიძე
სერია: იკითხე ქართული XXI
ლუკა ბაქანიძე გამორჩეული ხმაა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. "რომელი ხარ სარდაფსა შინა" მისი მეორე პროზაული კრებულია. ბაქანიძე დეტალების ავტორის - ის იმას ხედავს, რაც რიგითი თვალისთვის შეუმჩნეველია; ის იმიტომ გიყვება, რომ უხილავი დაგანახოს. თან ამას სიყვარულით აკეთებს.. აქ გრძნობ იასამნის სურნელს, რომელიც სახლს გაგონებს, აქ ისევ სულს გიხუთავს პანდემიის შეზღუდვები, რომელიც თითქოს დაივიწყე. აქ შენც ისე ესაუბრები ძაღლებს, თითქოს მათ მაგივრად ადამიანი გისმენდეს . აქ შენც ხვდები ბავშვობის მეგობრებს, თავად ბავშვებს, ბავშვივით გულწრფელ კაცებს და, რა თქმა უნდა, მეთევზეებს, მეთევზეებს,მეთევზეებს _ ბავშვებს, ზრდასრულებს, მოხუცებს... არ ვიცი, როგორია მეთევზისთვის საუკეთესო ამინდი, მაგრამ ვიცი, როგორი ამინდია ბაქანიძის ტექსტებში _ სევდის, სიყვარულის, პაწია დეტალების _ საუკეთესო ამინდი სიცოცხლის შესაგრძნობად. თამთა მელაშვილი
12.95