მკრთალი ლურჯი წერტილი
27.9
ავტორი: კარლ სეიგანი
მთარგმნელი: ნოდარ მანჩხაშვილი
1997 წელს გამოქვეყნებულ პოპულარულ-სამეცნიერო ნაშრომში ამერიკელი მეცნიერი მიმოიხილავს ადამიანების მიერ კოსმოსის კვლევის საკითხებს. ის ამტკიცებს, რომ კაცობრიობის გადარჩენის უმთავრესი გზა შესაძლოა, სწორედ სხვა სამყაროების ჭკვიანურად „გამოყენებაზე“ გადიოდეს. ამ ამაღელვებელ წიგნში სეიგანი განმარტავს, როგორ შეცვალა სამეცნიერო აღმოჩენებმა ადამიანში როგორც საკუთარი თავის აღქმა, ისე მომავლის ხედვა.
კარლ სეიგანი ასტრონომიისა და კოსმოსის კვლევის მეცნიერებათა დოქტორი, ასტროფიზიკოსი და მწერალი იყო. იკვლევდა გენეტიკის დარგს. ასევე, ჰქონდა ფიზიკის მაგისტრისა და ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დოქტორის ხარისხიც.
- გამომცემლობა
- სულაკაური
- ფასი
- 27.9
- წონა
- 0.699
- ნანახია
- 548
მსგავსი პროდუქტები
კოსმოსი
ავტორი: კარლ სეიგანი
მთარგმნელი: ნოდარ მანჩხაშვილი
სერია: აკადემია
სეიგანი მარტივი და გასაგები ენით გვიამბობს იმ პატარა ცისფერი პლანეტის მნიშვნელობასა და მიღწევებზე, რომლის ბინადრებიც ეს-ესაა იწყებენ სამყაროში საკუთარი დანიშნულების ძიებას და კოსმოსის უკიდეგანო ოკეანეში მოგზაურობას. ფერადი თუ შავ-თეთრი რარიტეტული ილუსტრაციებით გაჯერებულ ამ უაღრესად შთამბეჭდავ და საინტერესო წიგნში მოთხრობილია კოსმოსის თოთხმეტი მილიარდი წლის ხანგრძლივობის იმ ევოლუციური პროცესის შესახებ, რომლის შედეგადაც მატერია ცნობიერებად გარდაიქმნა; შესწავლილია ისეთი მრავალმხრივი საკითხები, როგორებიცაა ცოცხალი ორგანიზმების დაბადება, ადამიანის ტვინი, უძველესი ცივილიზაციების სამყაროსადმი დამოკიდებულება (მათ შორის, ეგვიპტური იეროგლიფები), შუა საუკუნეების ასტროფიზიკოსთა კვლევები; კოსმოსური მისიები, მზის სიკვდილი, გალაქტიკების ევოლუცია; ასევე, კაცობრიობის ისტორიის ის მამოძრავებელი ძალები თუ ინდივიდები, რომლებმაც ღვაწლი დასდეს თანამედროვე მეცნიერების ჩამოყალიბებას.
21.9
21 გაკვეთილი ოცდამეერთე საუკუნისთვის
ავტორი: იუვალ ნოხ ჰარარი
მთარგმნელი: ნიკა სამუშია
სერია: აკადემია
სულაკაურის გამომცემლობა
რა არის დღევანდელობის უდიდესი გამოწვევები? როგორ შევინარჩუნოთ არჩევანის თავისუფლება, როცა „დიდი მონაცემები“ განუწყვეტლივ გვითვალთვალებს? როგორ დავიცვათ თავი ყალბი ინფორმაციის ნაკადის გავლენისგან? როგორ ვძლიოთ ტერორიზმს? რატომ ვერ შეძლებს ნაციონალიზმი ისეთი პრობლემების გადაჭრას, როგორებიც გლობალური უთანასწორობა და კლიმატის ცვლილებაა? რატომ განიცდის კრიზისს ლიბერალური დემოკრატია? ახალი მსოფლიო ომი ხომ არ ახლოვდება? უსარგებლო ინფორმაციით წალეკილ სამყაროში სიცხადის არსებობა ძალას გვძენს. წიგნში თანამედროვეობის რთული პრობლემები მკაფიოდ და გასაგებადაა განხილული; ავტორის მიზანია, მკითხველს მეტი ფიქრისკენ უბიძგოს და ჩვენი დროის მნიშვნელოვან დისკუსიებში მონაწილეობის სურვილი აღუძრას.
19.9