santaesperanza
მოგონებების მატარებელი
მოგონებების მატარებელი

მოგონებების მატარებელი
სიახლე


19.9

ავტორი: პატი სმითი

მთარგმნელი: ლაშა გველესიანი

ლეგენდარული არტისტი, „უბრალოდ, ბავშვების“ ავტორი პატი სმითი თავის დაუვიწყარ ოდისეას მსოფლიოში მიმობნეული კაფეებისა და აჩრდილთა სამყოფლის პრიზმიდან მოგვითხრობს – იმ ადგილებიდან, რომლებსაც საქმიანობისას ოდესმე სწვევია.

ამ წიგნს პატი სმითმა „ჩემი ცხოვრების საგზაო რუკა“ უწოდა.

„მოგონებების მატარებლის“ პირველი სადგური ნიუ-იორკის გრინვიჩ-ვილიჯის პატარა კაფეა, სადაც სმითი დილაობით ყავას შეექცევა და ფიქრობს სამყაროზე – ისეთზე, როგორიც ის დღესაა და როგორიც ოდესღაც იყო. უბის წიგნაკში თავმოყრილ აზრთა ნაკადი სიზმრისა და სინამდვილის, წარსულისა და აწმყოს საზღვრებს შლის და შთაგონების წყაროთა ჰორიზონტისკენ მიგვაქანებს. ავტორი გვამოგზაურებს მექსიკაში, ბერლინში, როკაუეი-ბიჩზე – ბუნგალოში, რომელიც სმითმა ცოტა ხნით ადრე შეიძინა, სანამ გრიგალი „სენდი“ ზღვისპირეთს თავს დაატყდებოდა; დროდადრო ჟენეს, პლათის, რემბოსა და მიშიმას საფლავებისკენ მიგვიძღვება. გზადაგზა სმითი მწერლის ხელობასა და შემოქმედებით პროცესს იკვლევს; იგონებს მიჩიგანში გატარებულ წლებსა და მეუღლეს, რომლის გარდაცვალებამაც ავტორს მოუშუშებელი იარა დაუტოვა. სასოწარკვეთაში ჩაწნულ იმედს კი თავისი საყვარელი „პოლაროიდის“ კადრებით ასურათებს.

„მოგონებების მატარებელი“ – ეს არის სულის შემძვრელი წიგნი არაფერსა და ყველაფერზე, – მოგზაურობაზე, დეტექტიურ სერიალებზე, ლიტერატურასა და ყავაზე, – რომელიც დღევანდელობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ხელოვანმა მკითხველს აჩუქა.


გამომცემლობა
სულაკაური
ფასი
19.9
ნანახია
87
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები