ნერდის დღიური (1)
12.95
- ავტორი: ფილიპ ოზბორნი
- მთარგმნელი: ნინო შეყილაძე
- სერია: ლიბერკიდსი
ფილი დიდი ჭკუის კოლოფია, თუმცა ცოტა ცრუპენტელაა. ხშირად შარშიც ეხვევა! ფილსა და მის მეგობრებს, ჯორჯსა და ნიკოლასს, სიგიჟემდე უყვართ ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ,,ვარსკვლავური ომები", ,,დიდი აფეთქების თეორია", კომიქსები და ყველაფერი ის, რაც ნერდებსა და გიკებს იტაცებთ! ფილი ნამდვილი ნერდია, მისი დღიური კი საინტერესოდ გაგაცნობს მას, მის ფიქრებს, მიზნებსა და ოინებს. მასთან ერთად არ მოიწყენ!
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 12.95
- წონა
- 0.379
- ნანახია
- 131
მსგავსი პროდუქტები
ახალი ბრძოლა
ავტორი: ბერთ ნიქსი
მთარგმნელი: არჩილ რაჭველი
სერია:ლიბერქიდსი
ერდასის სამეფოში მხოლოდ რჩეულებს ჰყავთ საკუთარი მეომარი ცხოველი. აბეკე, კონორი, მეილინი და როლანი, სწორედ ასეთები არიან. თუმცა ოთხფეხა მეგობრების დამორჩილების უნარი დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებს მათ - მეგობრებმა თავიანთი ნიჭი სამეფოსა და, მთლიანად, დედამიწის გადასარჩენად უნდა გამოიყენონ.და აი, ისინი გზაში არიან! მტრის ტერიტორიაზე შეღწევა, ბოროტ ძალებთან შერკინება ადვილი არ იქნება. დიდი თავგადასავალი გრძელდება!
12
ჭრაჭუნები
ავტორი: ტომ ფლეტჩერი
მთარგმნელი: არჩილ რაჭველი
სერია: ლიბერკიდსი
"რა აჭრაჭუნებს იატაკს, რატომ ჭრაჭუნებს ფანჯრები? ეს არც თაგვია, არც კატა, შენი თუ სხვისი ძაღლები. ამ ხმაურს სხვა არა ბადებს, ასე სხვა არა ტკაცუნებს, იკითხეთ, თუკი გაბედავთ და შეეგებეთ.." წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს ყველა მოზრდილი გაქრა და მხოლოდ ბავშვები დარჩნენ ქალაქში. როგორი იქნებოდა ბავშვების ცხოვრება უფროსების დარიგებებისა და დატუქსვის გარეშე? ამ ქალაქს უიფინგტონი ჰქვია და აქ უცნაური ამბავი იწყება. ერთ დილით გაღვიძებული ლუსი აღმოაჩენს, რომ მისი დედიკო უკვალოდ გაქრა. საზრიანი გოგონა ხვდება, რომ დედა მის გარეშე არსად წავიდოდა, მაგრამ... ის აქ არ არის. რა მოხდა? სად წავიდა ლუსის დედიკო? წიგნი, რომლის კითხვასაც ახლა იწყებთ, სწორედ ამ შეკითხვის გარშემო ტრიალებს. ლუსი მალე აღმოაჩენს, რომ არა მხოლოდ მისი, არამედ უიფინგტონში ყველა ბავშვის მშობლები უკვალოდ გაქრნენ. "ჭრაჭუნების” წაკითხვამდე, საწოლის ქვეშ შეიჭყიტეთ და შეამოწმეთ, ჭრაჭუნა ხომ არ გითვალთვალებთ. თუ ურჩხულს დაინახავთ, ჩაიზე დაპატიჟეთ. არა! არა! სულ დაავიწყდა, რომ ჭრაჭუნები ჩაის ვერ იტანენ! იცით რა უყვართ? ამას არ გაგიმხელთ, რადგან ლუსისთან ერთად გაიგებთ!
9.95
ნერდის დღიური (1)
ავტორი: ფილიპ ოზბორნი
მთარგმნელი: ნინო შეყილაძე
სერია: ლიბერკიდსი
ფილი დიდი ჭკუის კოლოფია, თუმცა ცოტა ცრუპენტელაა. ხშირად შარშიც ეხვევა! ფილსა და მის მეგობრებს, ჯორჯსა და ნიკოლასს, სიგიჟემდე უყვართ ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ,,ვარსკვლავური ომები", ,,დიდი აფეთქების თეორია", კომიქსები და ყველაფერი ის, რაც ნერდებსა და გიკებს იტაცებთ! ფილი ნამდვილი ნერდია, მისი დღიური კი საინტერესოდ გაგაცნობს მას, მის ფიქრებს, მიზნებსა და ოინებს. მასთან ერთად არ მოიწყენ!
12.95
ნერდის დღიური: ჰოლივუდის ათასი შუქი (2)
ავტორი: ფილიპ ოზბორნი
მთარგმნელი: ნინო შეყილაძე
სერია: ლიბერკიდსი
ფილი წიგნის ჭია,გიკი და გამოუსწორებელი მათემატიკოსია.თანაც ისეთი ნერდია,დროდადრო გართობა და ეშმაკობა უყვარს.ამაყობს თავისი მეგობრით - ნიკოლასით,ჯორჯითა და დიდი გონების მკვლელით! ამჯერად ფილის ახალი თავგადასავალი გელოდება - ეს არის ამბავი ნერდისა,რომელსაც წარმოსახვის ძალლის სჯერა!ყველაფერი კი მათემატიკის ახალი მასწავლებლის გამოჩენით იწყება, რომელსაც არ მოსწონს ფილი და ეს უკვე გამოწვევაა!ფილმა და მისმა მეგობარმა საკუთარი შესაძლებლობები სატ.პროგრამა "ამერიკას უყვარს ნიჭიერში" უნდა დაამტკიცონ!...
12.95
ნერდის დღიური: სუპერნერდის დღიური (3)
ავტორი: ფილიპ ოზბორნი
მთარგმნელი: ნინო შეყილაძე
ხომ იცით, როგორი მიზანდასახული და შეუპოვარია, თანაც ყველაფერი აინტერესებს...ისიც იცით, რომ უყვარს მათემატიკა,წიგნებისა და კომიქსების კითხვა,ასევე გადაცებულია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალებით;სპორტსაც მისდევს,მაგრამ წაგებას ვერ ეგუება.მოკლედ,ნამდვილი ნერდია! და როგორ წარმოგიდგენიათ,რას გააკეთებს ფილი მაშინ,თუ მის საყვარელ გმირებს საფრთხე დაემუქრება? ამჯერად ფილი გამოწვევის წინაშეა - გადაარჩინოს საყვარელი გმირები! ეყოფა ძალა მას და მის მეგობრებს?...
12.95
ნერდის დღიური: ომობანა (4)
ავტორი: ფილიპ ოზბორნი
მთარგმნელი: ნინო შეყილაძე
სერია: ლიბერკიდსი
დაფიქრებულხარ, როგორი იქნებოდა სამყარო ვიდეოთამაშების გარეშე? ამის გასაგებად მხოლოდ წარმოდგენა არ იქნება საკმარისი და იქნებ წარსულში მოგზაურობის დრო მოვიდა? ნერდი ფილი სწორედ ამას აპირებს. ახალი და უჩვეულო თავგადასავლები მას ამჯერად წარსულში ელოდება. იქ მას სირთულეებისა და წინააღმდეგობებთან დაპირისპირებაც მოუწევს და მოულოდნელი და ამაღელვებელი შეხვედრაც წინაპართან. მოგზაურობა წარსულში, მოგზაურობა დროში "უკან მომავალში", - რაც გინდა უწოდე, შედეგი ერთია: დაუვიწყარი შთაბეჭდილება.
12.95