ოსტენდელი მეოცნებე
11.95
ავტორი: ერიკ ემანუელ შმიტი
სერია: იკითხე კლასიკა
თარგმანი: მერაბ ფიფია
კრებულის „ოსტენდელი მეოცნებე“ მთავარი გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ მათი ყოველდღიურობის მიღმა უფრო მნიშვნელოვანი რამ იმალება. ხუთივე ნოველაში მწერალი თავის საყვარელ ხერხს ყალბ ფინალს მიმართავს. ეს კი წრიულად განლაგებული სარკეებივით ატყუებს მკითხველს, რომელიც თავს იტეხს, პრინცთან რომანი შინაბერა ემა ვან ა.ის („ოსტენდელი მეოცნებე“) გამონაგონია თუ ძლიერი ქალის წარსული, სანამ თავად მწერალი არ მიიყვანს სიმართლემდე. აი, ასეთი ლაბირინთის შესანიშნავი ნიმუშია ნოველების კრებული „ოსტენდელი მეოცნებე“, სადაც ერიკემანუელ შმიტი ბრწყინვალე, დახვეწილ და მოულოდნელ სიუჟეტურ სვლებს გვთავაზობს.
- გამომცემლობა
- პალიტრა
- ფასი
- 11.95
- წონა
- 0.279
- ნანახია
- 457
მსგავსი პროდუქტები
სიცილიელი
ავტორი: მარიო პიუზო
სერია: იკითხე კლასიკა
1950 წელია. მაიკლ კორლეონეს გადასახლების პერიოდი სიცილიაში დასასრულს უახლოვდება. ნათლიამ მაიკლს უბრძანა, ახალგაზრდა ბანდიტი სალვატორე ჯულიანო ამერიკაში დაებრუნებინა, მაგრამ ჯულიანო ძალადობის სისხლიან ქსელშია გახვეული. აქ, სიცილიაში, ჯულიანო თანამედროვე რობინ ჰუდია, რომელიც კორუფციას აუმხედრდა. ახლა მაიკლ კორლეონეს ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან საშიში სიცილიელის ლეგენდის, სალვატორე ჯულიანოს, ჩრდილქვეშაა დარჩენილი
13.95
ლამაზი მეგობარი
ავტორი:გი დე მოპასანი
სერია: იკითხე კლასიკა
რომანი აცოცხლებს XIX საუკუნის 70-იანი წლების პარიზს, სადაც ყველა ყველაფერს ყიდის და თავადაც უსირცხვილოდ იყიდება. ვინ ქუჩის მეძავია, ვინ მდიდრული ბუდუარისა, ვინ "რელიგიას დასაკეც ქოლგასავით იყენებს". ვინ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას საკუთარ ფინანსურ მაქინაციებს უთანხმებს...
11.95
ბაბუაწვერას ღვინო
ავტორი: რეი ბრედბერი
სერია: იკითხე კლასიკა
წიგნი ინგლისურიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ.
„არ მინდა თქმა, რომ ბრედბერი ბავშვობისგან რომანტიკულ მითს არ ქმნის; პირიქით, სწორედ ამას აკეთებს. თავისთავად, ბავშვობა ბევრი ჩვენგანისთვის მითია. გვეჩვენება, რომ გვახსოვს, რაც თავს გადაგვხდენია იმ დროს, მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ არის. მიზეზი უბრალოა: მაშინ ყველა შერეკილი ვიყავით – ბავშვობაში იბადება მითი“. – სტივენ კინგი
12.95