santaesperanza
ოქროს გალია
ოქროს გალია

ოქროს გალია


17.6

ავტორი: შირინ ებადი

კატეგორია: ნობელის პრემიის ლაურეატები

 

ინგლისურიდან თარგმნა სალომე ბენიძემ
 

შირინ ებადის ოქროს გალია 2011 წელს გამოვიდა. წიგნში ავტორის ბავშვობის მეგობრების, სამი ძმისა და ერთი დის ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს. ეს არის ამბავი ოჯახისა, რომელიც პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა გაანადგურა. სამი ძმა: შაჰის გენერალი, კომუნისტი და ჰომეინის მომხრე, ისე გათიშა აზრთა სხვადასხვაობამ, რომ ურთიერთობის შენარჩუნება ვერც საერთო სისხლმა და სახლმა მოახერხა და ვერც ერთადერთმა დამ.

 

შირინ ებადის წიგნი ადამიანებზეა, ადამიანებზე, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ, მსხვერპლად ეწირებიან რეჟიმს, პოლიტიკას, ერთეულთა ინტერესებს; ოჯახებზეა, რომელთაც ჭერი თავზე ენგრევათ და ნანგრევებში მოყოლილებს მშველელი არ ჰყავთ. იმაზე, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში არა რომელიმე პოლიტიკოსი ან სულიერი ლიდერი, არამედ დედმამიშვილები და მეგობრები გაგვახსენდება, ისინი კი, შეიძლება, ჩვენივე დამსახურებით, ჩვენ გვერდით არ აღმოჩნდნენ.


გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
17.6
წონა
0.499
ნანახია
402
გაზიარება: