santaesperanza
პატანჯალის იოგა სუტრა
პატანჯალის იოგა სუტრა

პატანჯალის იოგა სუტრა


19

ავტორი: სვამი ვივეკანანდა

მთარგმნელი : გიორგი ბერძენიშვილი

სვამი ვივეკანანდა – XIX საუკუნის ინდოელი ფილოსოფოსი, სულიერი მოძღვარი და თანამედროვე ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნეა. მოღვაწეობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. მას იცნობენ, როგორც „ერის მამას“. ვივეკანანდას ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა ინდოეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ხასიათზე. ასევე, ინდური ფილოსოფიის განვითარებაზე. 1893 წელს ჩიკაგოში, „რელიგიათა პარლამენტის“ წინაშე ვივეკანანდამ წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. მან ლექციებით შემოიარა ამერიკა და მთელი შემოსული თანხა გაჭირვებულ თანამემამულეებს გაუგზავნა. ამერიკელები მას უწოდებდნენ „ორატორს ღმერთის უფლებებით“. მისი ნაშრომები დღემდე პოპულარულია როგორც ინდოეთში, ისე დასავლეთში. „თუ გსურთ გაიგოთ, რა არის ინდოეთი, იკითხეთ ვივეკანანდა“ – წერდა რაბინდრანათ თაგორი.

სვამი ვივეკანანდას მიერ 1896 წელს ნიუ-იორკში წაკითხული ლექციების შემდეგ გამოვიდა მისი ერთ-ერთი წიგნი სახელწოდებით „რაჯა იოგა“. 

სწორედ ამ წიგნის ძირითად ნაწილს წარმოადგენს წინამდებარე წიგნი. ამ ლექციების ფარგლებში მან სუტრების (აფორიზმების) თავისუფალი და ადაპტირებული თარგმანი შესთავაზა ინგლისურენოვან აუდიტორიას. ხოლო მისი კომენტარები ეფუძნება ვიასას ანუ ადრეულ კომენტარებს, აგრეთვე ვედანტას (რადგან ვივეკანანდა თავად ვედანტას წარმომადგენელი გახლდათ).

აღნიშნულ კომენტარებს გარკვეული მიმართება აქვს დასავლურ აზროვნებასთან, რამდენადაც ვივეკანანდა იცნობდა კანტის, ჰეგელის, ჯონ სტიუარტ მილის, დარვინის და ზოგადად, დასავლურ აზრს. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, რამდენადაც სვამი ვივეკანანდა თავად ინდოელი ბერი და ფილოსოფოსი იყო, მისი კომენტარები მისი პირადი დამოკიდებულება და დარწმუნებულობაცაა.


გამომცემლობა
აქტი
ფასი
19
წონა
0.283
ნანახია
610
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები